შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

27 წლის ჯანმრთელ, სექსუალურად აქტიურ ქალს აღენიშნება მტკივნეული შეგრძნება შარდვისას და შარდვის გახშირების და უეცარი მოთხოვნილების მწვავე დებიუტი. გასინჯვისას კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობა არ ვლინდება.

შემთხვევის ანამნეზი #2

74 წლის პოსტ-მენოპაუზის მდგომარეობაში მყოფ და შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალს აღენიშნება მტკივნეული შეგრძნება შარდვისას და შარდვის გახშირება. მისთვის ეს წარმოადგენს საშარდე გზების სიმპტომური ინფექციის (UTI) მეოთხე ეპიზოდს. წინა ეპიზოდები იყო დადასტურებული ბაქტერიული კულტურების მიღებით.

სხვა გამოვლინებები

უსიმპტომო ბაქტერიურიის დროს შარდში აღინიშნება ბაქტერიების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება, საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გარეშე. ის გვხვდება ჯანმრთელი, მენოპაუზამდელი ქალების 5%-მდე ნაწილში, რომლის პრევალენტობა იზრდება ასაკთან ერთად ისე, რომ 80 წლისთვის საზოგადოებაში მცხოვრები ჯანმრთელი ქალების 20%-ს აქვს უსიმპტომო ბაქტერიურია.[3] ხანდაზმულთა სახლებში ასიმპტომური ბაქტერიურიის გავრცელება 50%-ს აღწევს.[4] უსიმპტომო ბაქტერიურია, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს.[5] რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული პოპულაციისთვის (მაგ. ორსულობა, პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ენდოუროლოგიური პროცედურები).[6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას