ახალი ტიპის მკურნალობა

მეროპენემ / ვაბორბაქტამი

ამჟამად არსებული კაბაპენემების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება მეროპენემი კომბინაციაში ვაბორბაქტამთან, ახალ ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან.[72] აშშ საკვები და სამკურნალწამლო პროდუქტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ეს პრეპარატი მოზრდილებში გართულებული UTI-ის, მათ შორის პიელონეფრიტის სამკურნალოდ. ევროპის წამლების სააგენტომ ასევე რეკომენდაცია გაუწია ამ პრეპარატის გამოყენებას გართულებული UTI-ის მქონე პაციენტებში.

პლაზომიცინი

პლაზომიცინი წარმოადგენს შემდეგი თაობის ამინოგლიკოზიდს, რომელიც შექმნილია ყველა კლინიკურად რელევანტური ამინოგლიკოზიდების მამოდიფიცირებელი ფერმენტის, ამინოგლიკოზიდების მიმართ რეზისტენტობის ძირითადი მექანიზმის თავიდან აცილების მიზნით.[73][74] იგი დამტკიცებულია FDA-ის მიერ 18 წლის და უფრო მაღალი ასაკის პაციენტებში გართულებული UTI-ის, მათ შორის პიელონეფრიტის სამკურნალოდ, როცა გამომწვევს წარმოადგენს გარკვეული ენტერობაქტერიები და როცა მკურნალობის სხვა ვარიანტები შეზღუდულია.

ვაქცინები

Escherichia coli-ისა და სხვა უროპათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინები ახალ პერსპექტიულ სამკურნალო მიდგომას წარმოადგენს ამჟამად შეისწავლება E coli-ისა და სხვა უროპათოგენების საწინააღმდეგო ლორწოვანი და პარენტერალური ვაქცინები.[75][76][77][78] E coli-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერჯერობით კლინიკური გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი არაა.

ლაქტობაცილის

ვაგინალური ლაქტობაცილები მნიშვნელოვნად განაპირობებენ მასპინძლის დაცვას საშარდე გზების ინფექციისაგან. ჯანმრთელ, პრემენოპაუზაში მყოფ ქალებში ვაგინალური გარემო მჟავეა, ხოლო გავრცელებული ბაქტერიებია Lactobacillus-ის სახეობები. UTI-ის მქონე ქალებში ჩატარდა კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა Lactobacillus-ის სახეობების პრობიოტიკურ პოტენციალს მათი ვაგინალურად შეყვანისას. შედეგები იყო შერეული, მაგრამ დამაიმედებელი.[79] კვლევამ აჩვენა, რომ ლაქტობაცილების ყოველდღიური პერორალური მიღება შესაძლოა აღმოჩნდეს ისევე ეფექტური ინფექციის პრევენციისთვის საშარდე გზების რეციდიული ინფექციის მქონე პაციენტებში, როგორც ყოველდღიური ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი.[80] ამჟამად, სასარდე გზების ინფექციების პრევენციის მიზნით ლაქტობაცილების უროგენიტალური გზით მოსახმარებელი საიმედო პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის.[81][82]

D-მანოზა

D-მანოზა არის მარტივი შაქარი, რომელიც ხელს უშლის უროთელიუმში ბაქტერიების ადგეზიას. მცირე კვლევებში D-მანოზა შეისწავლებოდა, როგორც საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკის პოტენციური სტრატეგია.[83][84] მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა D-მანოზა ეფექტური იყოს მწვავე ცისტიტის სიმპტომების მართვაში და/ან შერჩეულ პოპულაციაში წარმატებული პროფილაქტიკურ საშუალებად გამოდგეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას