კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
შარდის ტესტი მარკერ-ზოლით
ტესტი
ყველაზე უფრო ეფექტურია საშარდე გზების ინფექციის არსებობისას მაღალი ბაქტერიული დატვირთვით.
დიაგნოსტიკა უფრო გამართულია, თუ იგი გამოიყენება სხვა ტესტებთან კომბინაციაში.
თუ მარკერ-ზოლიანი ანალიზის შედეგი ნეგატიურია, მაგრამ არსებული სიმპტომები წააგავს საშარდე გზების ინფექციას (UTI), დაავადების ალბათობა კვლავ რჩება შედარებით მაღალი.[34][39][40]
შედეგი
პოზიტიური ნიტრიტზე და ლეიკოციტარულ ესტერაზაზე
შარდის მიკროსკოპია
ტესტი
გამოიყენება საშარდე გზების გართულებული ინფექციის ან პიელონეფრიტის არსებობისას მიკროორგანიზმის ტიპის დადგენის და ანტიბიოტიკების შერჩევის წარმართვისთვის.
შედეგი
ბაქტერია, ლეიკოციტი, შესაძლებელია ერითროციტიც
შარდის კულტურის გამოყვანა და სენსიტიურობის განსაზღვრა
ტესტი
იგი წარმოადგენს ყველაზე უფრო სენსიტიურ და სპეციფიურ ტესტს.
თუ შედეგი შეესაბამება <10^5 კოლონიის მაფორმირებელ ერთეულს მილილიტრზე (CFU/mL) და ვლინდება პიურია (>20 WBC/mm^3), ან თუ პაციენტი სიმპტომურია, შედეგი შეიძლება მაინც განვიხილოთ როგორც დადებითი.[35]
შედეგი
ზრდა >10^5 CFU/მლ
გასათვალისწინებელი კვლევები
ნარჩენი შარდის შემცველობა (PVR)
ტესტი
ნაჩვენებია, თუ გაჩნდა ეჭვი შარდის შეკავებაზე ან შარდის ბუშტის არასრულ დაცლაზე.
>100 მლ-ზე მომატებული PVR მიანიშნებს, რომ პაციენტი სრულად ვერ ცლის შარდის ბუშტს, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინფექციისთვის და შესაძლოა გახდეს UTI-ის განმაპირობებელი ფაქტორი.
შედეგი
>100 მლ-ზე
თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
მხოლოდ ისეთი პაციენტებისთვის, რომელთა სტანდარტული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ან რომელთაც აღენიშნება უჩვეულოდ მძიმე ფორმის ან პერსისტიული სიმპტომები.[42]
შედეგი
თირკმლის კენჭი; ჰიდრონეფროზი; თირკმლის აბსცესი; თირკმლის შეჭმუხნვა
მუცლის ღრუს/მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
ტესტი
რეტროპერიტონეული სივრცის CT მიზანშეწონილია თირკმლის (რენალური) და პერირენალური აბსცესის გამოსარიცხად, თუ სიმპტომები არ ექვემდებარება ანტიმიკრობულ თერაპიას >7 დღის განმავლობაში.
შედეგი
თირკმლის ან შარდის ბუშტის კენჭები; თირკმლის აბსცესი
ცისტოსკოპია
ტესტი
მიზანშეწონილია შარდის ბუშტის ვიზუალიზაციის და ქვედა ტრაქტის პათოლოგიების გამოსარიცხავად.
ნაჩვენებია მხოლოდ ისეთი პაციენტებისთვის, რომელთა სტანდარტული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ან რომელთაც აღენიშნება უჩვეულოდ მძიმე ფორმის ან პერსისტიული სიმპტომები.[42]
შედეგი
სიმსივნე; შარდის ბუშტის კენჭი; უცხო სხეული; დივერტიკული
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას