ეტიოლოგია
Escherichia coli არის 70%-დან 95% გაურთულებელი შემთხვევის მიზეზი, ხოლო Staphylococcus saprophyticus - 5%-დან 20%-ის.[11] გაურთულებელი UTI-ის სხვა გამომწვევი პათოგენებია ენტერობაქტერიები, როგორიცაა Proteus mirabilis და Klebsiella-ს სახეობები, ენტეროკოკები, B ჯგუფის სტრეპტოკოკები, Pseudomonas aeruginosa და Citrobacter genus.
ბაქტერიების ფართო ჩამონათვალს გააჩნია საშარდე გზების გართულებული ინფექციის გამოწვევის უნარი, ამავე დროს ბევრი რეზისტენტულია სხვადასხვა ანტიმიკრობული აგენტის მიმართ. Citrobacter და Enterobacter genera, P aeruginosa, ენტეროკოკები და ოქროსფერი სტაფილოკოკი წარმოადგენს შემთხვევების შედარებით მაღალ ნაწილის მიზეზს, გაურთულებელ UTI-თან შედარებით.[12]
მსოფლიო მასშტაბით, გრამუარყოფითი შტამებით გამოწვეულ ინფექციებს (მაგ., E coli, Enterobacteriaceae, Ps aeruginosa ან Acinetobacter genus ინფექცია) აღენიშნებათ მზარდი რეზისტენტობა ანტიბიოტიკების ძირითადი კლასების მიმართ.[13] ცოდნა ლოკალურ რეგიონში საშარდე გზების ინფექციების გავრცელებული გამომწვევი პათოგენების შესახებ, მათი მგრძნობელობის ჩათვლით, ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენებისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მუდმივი მართვისთვის[14]
მეთიცილინ-რეზისტენტული S aureus გაურთულებელი ცისტიტის ან პიელონეფრიტის ძალზე იშვიათად მიზეზად რჩება.[15]
პათოფიზიოლოგია
ინფექციის გავრცელების ყველაზე გავრცელებულ გზას ქალებში წარმოადგენს აღმავალი გავრცელება. თავიდან შესაძლებელია საშოს კოლონიზაცია, რასაც სდევს საშარდე გზებზე აღმავალი გავრცელება.[16] საშარდე გზების აღმავალი ინფექცია ძლიერდება ფაქტორებით, რომელნიც ხელს უწყობენ ბაქტერიების შეღწევას შარდსადენის გამოსასვლელში, აგრეთვე იატროგენული ფაქტორებით. შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობა აუარესებს ინფექციისგან დაცვას, რაც განპირობებულია შარდის ბუშტის დაცლით.[17] მაშინ, როცა აღმავალი ინფექციის მექანიკური მოდელი ხსნის ბაქტერიურიის წარმოშობას, მასპინძლის და ბაქტერიის ფაქტორი ხსნის ქალებში საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკის ვარიაბელობას.
1-ლი ტიპის ხაოები შესაძლოა ხელს უწყობდნენ ბაქტერიულ ადგეზიას და შესაძლოა მონაწილეობენ ბაქტერიული ცისტიტის პათოგენეზში.[18] კოლაგენით გამდიდრებული 1-ლი ტიპის Escherichia coli უფრო მეტად ებმის ვაგინალურ სითხეს ნაწლავის ჩხირის ვაგინალური კოლონიზაციის შემთხვევაში. საშოს სითხეების ალკალიზაციას (რაც ხდება მენოპაუზის შემდეგ) შედეგად მოსდევს ბმის გაძლიერება. ამისგან განსხვავებით, საშოს სითხეების pH-ის გამჟავიანება ტოპიკური ესტროგენშემცველი საშუალებების გამოყენებით შესაძლოა ამცირებდეს საშარდე გზების ინფექციების რეციდივებს პოსტ-მენოპაუზაში მყოფ ქალებში.[19]
კლასიფიკაცია
გაურთულებელი ან გართულებული[1][2]
საშარდე გზების გაურთულებელ ინფექციებში (UTI) მოიაზრება მწვავე ცისტიტი, რომელიც განუვითარდა პრაქტიკულად ჯანმრთელ, არა-ორსულ ქალს საშარდე გზების ფუნქციური ან ანატომიური პათოლოგიის განვითარების გარეშე.
საშარდე გზების გართულებულ ინფექციებში (UTI) მოიაზრება ფუნქციური ან სტრუქტურული პათოლოგიის განვითარებით მიმდინარე ინფექციური დაავადება, რაც ამცირებს ანტიმიკრობული თერაპიის მიზნობრივ ეფექტურობას. ეს შეიძლება იყოს შარდსასქესო ტრაქტის ანომალიები, ფონური დაავადება, რომელიც ხელს უშლის მასპინძლის დაცვას, ან მულტირეზისტენტული პათოგენები. საშარდე გზების გართულებულ ინფექციებად (UTI) აგრეთვე მოიაზრება ინფექციურ პროცესში თირკმლების ჩართულობა (პიელონეფრიტი), ან ორსულობისას განვითარებული საშარდე გზების ინფექცია.
მწვავე ან რეციდიული[1][2]
საშარდე გზების ინფექცია შესაძლოა იყოს მწვავე, ან განმეორებითი. საშარდე გზების მწვავე ინფექცია იწვევს მწვავე სიმპტომების განვითარებას ინფიცირებული შარდის ფონზე. ზოგიერთ ქალს შესაძლოა ქონდეს იშვიათი, ან იზოლირებული საშარდე გზების ინფექცია, თუმცა ზოგს შესაძლოა აღენიშნოს განმეორებითი ინფექციის ხშირი ეპიზოდები. განმეორებითი/მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია განისაზღვრება, როგორც მწვავე საშარდე გზების ინფექციის 2 ცალკეული კულტურით დადასტურებული ეპიზოდი და მასთან დაკავშირებული სიმპტომები 6 თვის განმავლობაში, ან სულ მცირე 3 საშარდე გზების ინფექცია 12 თვეში.
რე-ინფექცია/ბაქტერიული პერსისტირება
რე-ინფექციის განვითარება შესაძლებელია დროის სხვადასხვა ინტერვალში, ან სხვადასხვა მიზეზობრივი მიკროორგანიზმების ზეგავლენით.
ბაქტერიული პერსისტირება გულისხმობს პერსისტიულ ინფექციას ერთი და იმავე მიკროორგანიზმით, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება ინფექციური კერის აღმოუფხვრელობის შედეგად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას