მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ალერგიული კონიუნქტივიტი (სეზონური/არასეზონური)

Back
1-ლი რიგის – 

მხარდამჭერი ზომები

მსუბუქი მიმდინარეობის ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ქავილი, წყლიანი, წითელი თვალები ვლინდება სეზონურად და პასუხობს დამხმარე თერაპიას, ისეთს, როგორიც არის ხელოვნური ცრემლი და გრილი საფენები.

ხელოვნური ცრემლი აზავებს სხვადსხვა ალერგენს და ანთებით მედიატორებს, რომლებიც შეიძლება იყოს თვალის გარსებზე. პაციენტებს ასევე შეუძლიათ ატარონ მზის სათვალეები, როგორც ბარიერი ალერგენებისთვის, არ მოისრისონ თვალები და თავი მოარიდონ ცნობილ ალერგენებს. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპოალერგიული საწოლები, ქუთუთოების გამწმენდი საშუალებები, დაბანა/შხაპი ძილის წინ და ტანსაცმლის ხშირი რეცხვა.[1]

Back
1-ლი რიგის – 

პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორი ±ანტიჰისტამინური

საშუალო სიმძიმის ალერგიული კონიუქტივიტი იწვევს ქავილს, წყლიან, წითელ თვალებს, რაც სეზონურია და მოითხოვს ტოპიკურ ანტიჰისტამინებს (მაგ. ეპინასტინი, აზელასტინი, ფენირამინი, ალკაფტადინი) და/ან პოხიური უჯრედების სტაბილიზატორებს (მაგ. ნატრიუმის კრომოგლიკატი, ლოდოქსამიდი).[54][92]

ვაზოკონსტრიქტორები (როგორიცაა მაგ.ნაფაზოლინი )შედიან ზოგიერთ ტოპიკურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებში სისხლძარღვოვანი ინფექციის დამატებითი მოკლევადიანი შემსუბუქებისათვის

მედიკამენტები, ორივე ანტიჰტამინური და პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორის მოქმედებით, მოიცავს ოლოპატადინს ,ნედოკრომილს და კეტოტიფენს.[57][58][59] ერთმა მიმოხილვამ გამოავლინა, რომ ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნების და სიმპტომების შემცირებაში ოლოპატადინი და კეტოტიფენი, პლაცებოსთან შედარებით, უფრო ეფექტურია.[60]

ორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვთ, შეიძლება დაინიშნოს ტოპიკურ ანტიჰისტამინებთან ერთად ან მათ ნაცვლად. ახალი თაობის ორალურ ანტიჰისტამინებს უპირატესობა ენიჭებათ, ნაკლებ სედატიუობის გამო. ეს არის ფექსოფენადინი, ლორატადინი და ცეტირიზინი

მიუხედავად იმისა, რომ ორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად გამოიყენება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ან გააუარესონ მშრალი თვალის სინდრომი, დააზიანოს ცრემლსადენი ფენა და ამით გააუარესოს ალერგიული კონიუნქტივიტი. ხელოვნური ცრემლების გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს ცრემლის დეფიციტი და განზავდეს ალერგენები და ანთებითი შუამავლები თვალის ზედაპირზე.[1]

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ნატრიუმის ქრომოგლიკატი: (2%) 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) 4-6 საათში ერთხელ

იყოს

ოფთალმოლოგიური ლოდოქსამიდი: (0.1%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

--და/ან--‑

ოფთალმოლოგიური ეპინასტინი: (0.05%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური აზელასტინი: (0.05%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური ნაფაზოლინ/ფენირამინი: (0.025%/0.3%) ≥6 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური ალკაფტადინი: (0.25%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

--და/ან--‑

ცეტრიზინი: 6-11 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; 1-5 წლის ასაკის ბავშვები: 2.5-5 მგ/დღე პერორალურად საჭიროებისამებრ, 1-2 დაყოფილ დოზად; 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 5-10 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ლორატადინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვები: 5 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥6 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ფექსოფენადინი: 2-11 წლის ასაკის ბავშვები: 30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥12 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 180 მგ პერორალურა დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ, საჭიროებისამებრ

ან

ოფთალმოლოგიური ოლოპატადინი: (0.1%) ≥3 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ; (0.2%) ≥2 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

იყოს

ოფთალმოლოგიური ნედოკრომილი: (2%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური კეტოტიფენი: (0.025%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

პლიუს – 

მხარდამჭერი ზომები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დამხმარე საშუალებებია ხელოვნური ცრემლი და ცივი კომპრესი. ხელოვნური ცრემლი აზავებს სხვადსხვა ალერგენს და ანთებით მედიატორებს, რომლებიც შეიძლება იყოს თვალის გარსებზე. პაციენტებს ასევე შეუძლიათ ატარონ მზის სათვალეები, როგორც ბარიერი ალერგენებისთვის, არ მოისრისონ თვალები და თავი მოარიდონ ცნობილ ალერგენებს. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპოალერგიული საწოლები, ქუთუთოების გამწმენდი საშუალებები, დაბანა/შხაპი ძილის წინ და ტანსაცმლის ხშირი რეცხვა.[1]

Back
განიხილე – 

ადგილობრივი მოქმედების არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შეიძლება დაემატოს ადგილობრივი მოქმედების არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოროლაკი, დიკლოფენაკი, ბრომფენაკი და ნეპაფენაკი, თუ საჭიროა ანთების საწინააღდეგო შემდგომი ეფექტი.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური კეტოროლაკი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ნეპაფენაკი: (0.1%) ≥10 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ; (0.3%) ≥10 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური დიკლოფენაკი: (0.1%) ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ბრომფენაკი: (0.09%) ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში ერთხელ ან ორჯერ (ფორმულაციის მიხედვით)

Back
1-ლი რიგის – 

პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორი ±ანტიჰისტამინური

მძიმე ალერგიული დაავადება განიხილება, როგორც მთელი წლის განმავლობაში სიმპტომების არსებობა და ასოცირდება უფრო ძლიერ ანთებით პროცესებთან, ვიდრე საშულო სიმძიმით მიმდინარე დაავადება.

გამოიყენება ტოპიკური პოხიერი უჯრედების მასტაბილიზირებელი (მაგ. ნატრიუმის ქრომოგლიკატი, ლოდოქსამიდი) და/ან ტოპიკური ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგ: ეფინასტინი, აზელასტინი, ფენირამინი და ალცაფტადინი), ტოპიკურ კორტიკოსტეროიდთან ან ციკლოსპორინთან ერთად.[54][92]

ვაზოკონსტრიქტორები (როგორიცაა მაგ.ნაფაზოლინი )შედიან ზოგიერთ ტოპიკურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებში სისხლძარღვოვანი ინფექციის დამატებითი მოკლევადიანი შემსუბუქებისათვის

მედიკამენტები, ორივე ანტიჰტამინური და პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორის მოქმედებით, მოიცავს ოლოპატადინს ,ნედოკრომილს და კეტოტიფენს.[57][58][59][60]

ორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვთ, შეიძლება დაინიშნოს ტოპიკურ ანტიჰისტამინებთან ერთად ან მათ ნაცვლად. ახალი თაობის ორალურ ანტიჰისტამინებს უპირატესობა ენიჭებათ, ნაკლებ სედატიუობის გამო. ეს არის ფექსოფენადინი, ლორატადინი და ცეტირიზინი

მიუხედავად იმისა, რომ ორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად გამოიყენება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ან გააუარესონ მშრალი თვალის სინდრომი, დააზიანოს ცრემლსადენი ფენა და ამით გააუარესოს ალერგიული კონიუნქტივიტი. ხელოვნური ცრემლების გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს ცრემლის დეფიციტი და განზავდეს ალერგენები და ანთებითი შუამავლები თვალის ზედაპირზე.[1]

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ნატრიუმის ქრომოგლიკატი: (2%) 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) 4-6 საათში ერთხელ

იყოს

ოფთალმოლოგიური ლოდოქსამიდი: (0.1%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

--და/ან--‑

ოფთალმოლოგიური ეპინასტინი: (0.05%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური აზელასტინი: (0.05%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური ნაფაზოლინ/ფენირამინი: (0.025%/0.3%) ≥6 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური ალკაფტადინი: (0.25%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

--და/ან--‑

ცეტრიზინი: 6-11 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; 1-5 წლის ასაკის ბავშვები: 2.5-5 მგ/დღე პერორალურად საჭიროებისამებრ, 1-2 დაყოფილ დოზად; 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 5-10 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ლორატადინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვები: 5 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥6 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ფექსოფენადინი: 2-11 წლის ასაკის ბავშვები: 30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥12 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 180 მგ პერორალურა დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ, საჭიროებისამებრ

ან

ოფთალმოლოგიური ოლოპატადინი: (0.1%) ≥3 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ; (0.2%) ≥2 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

იყოს

ოფთალმოლოგიური ნედოკრომილი: (2%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

იყოს

ოფთალმოლოგიური კეტოტიფენი: (0.025%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

--და/ან--‑

ცეტრიზინი: 6-11 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; 1-5 წლის ასაკის ბავშვები: 2.5-5 მგ/დღე პერორალურად საჭიროებისამებრ, 1-2 დაყოფილ დოზად; 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 5-10 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ლორატადინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვები: 5 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥6 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ

იყოს

ფექსოფენადინი: 2-11 წლის ასაკის ბავშვები: 30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საჭიროებისამებრ; ≥12 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 180 მგ პერორალურა დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ, საჭიროებისამებრ

Back
პლიუს – 

ტოპიკური კორტიკოსტეროიდი ან ციკლოსპორინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მძიმე ან რეზისტენტული ალერგიული დაავადების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ტოპიკური კორიკოსტეროიდების დამატებითი სამკურნალო კურსი (1-2 კვირა).[1][62] ეს მკურნალობა შეიძლება გამოვიყენოთ ტოპიკურ ან ორალურ ანტიჰისტამინურ და პოხიერ უჯრედების სტაბილიზატორ პრეპარატებთან ერთად. განიხილება თვალის ექიმის კონსულტაციის საჭიროება. მხოლოდ კლინიცისტ ოფთალმოლოგს შეუძლია დანიშნოს ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები.

ტოპიკალური ციკლოსპორინი ეფექტურია და კორტიკოსტეროიდ-დამზოგველ მიდგომას წარმოადგენს. ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მეორე რიგის პრეპარატი კორტიკოსტეროიდების შემდეგ, მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტების დროს თვალის სიმშრალის და ანთების სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ ეფექტური, როგორც დამატებითი მკურნალობა, მძიმე ატოპიური ან გაზაფხულის კონიუქტივიტის დროს.[1][8][9][66][67][68][69]

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ლოტეპრედნოლი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პრედნიზოლონი: (01%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში 2-4-ჯერ

მეორეული ვარიანტები

ოფთალმოლოგიური ციკლოსპორინი: (0.05% ან 0.09%) ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში(თვალებში) დღეში ორჯერ

Back
პლიუს – 

მხარდამჭერი ზომები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დამხმარე საშუალებებია ხელოვნური ცრემლი და ცივი კომპრესი. ხელოვნური ცრემლი აზავებს სხვადსხვა ალერგენს და ანთებით მედიატორებს, რომლებიც შეიძლება იყოს თვალის გარსებზე. პაციენტებს ასევე შეუძლიათ ატარონ მზის სათვალეები, როგორც ბარიერი ალერგენებისთვის, არ მოისრისონ თვალები და თავი მოარიდონ ცნობილ ალერგენებს. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპოალერგიული საწოლები, ქუთუთოების გამწმენდი საშუალებები, დაბანა/შხაპი ძილის წინ და ტანსაცმლის ხშირი რეცხვა.[1]

Back
განიხილე – 

ადგილობრივი მოქმედების არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

საჭიროებისამებრ, შეიძლება დაემატოს ადგილობრივი მოქმედების არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოროლაკი, დიკლოფენაკი, ბრომფენაკი და ნეპაფენაკი, თუ საჭიროა ანთების საწინააღდეგო შემდგომი ეფექტი.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური კეტოროლაკი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ნეპაფენაკი: (0.1%) ≥10 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ; (0.3%) ≥10 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური დიკლოფენაკი: (0.1%) ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ბრომფენაკი: (0.09%) ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში ერთხელ ან ორჯერ (ფორმულაციის მიხედვით)

Back
განიხილე – 

ალერგენის მიმართ სპეციფიკური იმუნოთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ალერგენისთვის სპეციფიკური იმუნოთერაპია შეიძლება იყოს ვარიანტი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ დაავადება, რომლის კონტროლი შეუძლებელია ადგილობრივი მედიკამენტებითა და პერორალური ანტიჰისტამინებით.[1]

ბაქტერიული კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

განიხილეთ ფართო სპექტრის ტოპიკური ანტიბიოტიკები

მსუბუქი ბაქტერიული კონიუნქტივიტი, ჩვეულებრივ, თვითგანკურნებადია და შეიძლება არ საჭიროებდეს ანტიბიოტიკოთერაპიას.[1] თუმცა, პლაცებოსთან შედარებით, ანტიბიოტიკები ასოცირდება სიმპტომების ან ნიშნების ზომიერ კუპირებასთან 4-დან 9 დღით ადრე.[70]​​[71] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​​​

განიხილეთ ფართო სპექტრის ტოპიკური ანტიბიოტიკები, როგორებიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი ან პოლიმიქსინი/ტრიმეტოპრიმი, როგორც პირველი რიგის თერაპია.[70][72][73][74]

ალტერნატიული საშუალებებია ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი/ბაციტრაცინი ან სულფაცეტამიდი.[70][75]

ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს 7 დან 10 დღემდე.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური აზიტრომიცინი: (0.1%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ ორი დღის განმავლობაში, შემდგომ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში

ან

ოფთალმოლოგიური ერითრომიცინი: (0.5% ბავშვებში და ზრდასრულებში: წაუსვით დაზიანებულ თვალზე დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პოლიმიქსინ B/ტრიმეთოპრიმი: (10,000 ერთ/მლ; 1 მგ/მლ) ≥2 თვის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 3 საათში ერთხელ, დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ

მეორეული ვარიანტები

ოფთალმოლოგიური ბაციტრაცინი: (500 ერთ./გრ) ბავშვები და ზრდასრულები: დაზიანებულ თვალზე (თვალებზე) 3-4 საათში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური სულფაცეტამიდი: (10%-იანი ხსნარი) ≥2 თვის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2-3 საათში ერთხელ; (10%-იანი მალამო) ≥2 თვის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: წაუსვით დაზიანებულ თვალში ყოველ 3-4 საათში ერთხელ, ძილის წინ

ან

ბაციტრაცინი/თვალის პოლიმიქსინ B: (500 ერთ/გ; 10,000 ერთ/გ) ბავშვებში და ზრდასრულებში: წაუსვით დაზიანებულ თვალზე ყოველ 3-4 საათში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

ტოპიკური ფთორქინოლონი

თვალის მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება ტოპიკური ფთორქინოლინები. ასევ შეიძლება მათი გამოყენება, თუ დადგენილია სხვა ანტიბოტიკების მიმართ რეზისტენტობა. იმუნოსუპრესიულმა პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა ტოპიკური ფთორქინოლინებით, როგორც პირველი რიგის თერაპიით.[1][76][77][78][83][84]

ანტიბიოტიკების გამოყენება გრძელდება 7 დღის განმავლობაში.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ბესიფლოქსაცინი: (0.1%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ოფლოქსაცინი: (0.3%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2-4 საათში ერთხელ 2 დღის გამავლობაში, შემდეგ დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ციპროფლოქსაცინი: (0.3%) ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ 2 დღის გამავლობაში, შემდეგ ყოველ 4 საათში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური ლევოფლოქსაცინი: (0.5%) ≥6 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 8-ჯერ დღეში, 2 დღის გამავლობაში, შემდეგ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში

ან

ოფთალმოლოგიური მოქსიფლოქსაცინი: (0.5%) წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ

ან

ოფთალმოლოგიური გათიფლოქსაცინი: (0.5%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 8-ჯერ დღეში, 1 დღის გამავლობაში, შემდეგ დღეში 2-4-ჯერ

Back
1-ლი რიგის – 

ტოპიკური პლიუს სისტემური ანტიბიოტიკები

მოსალოდნელია, რომ მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტის გამომწვევი იყოს Neisseria gonorrhoeae.

საჭიროებს სისტემურ მკურნალობას ცეფტრიაქსონის ერთჯერადი დოზით და ქლამიდიური კოინფექციის შემთხვევაში იმავდროულად პერორალური დოქსიციკლინით ან აზიტრომიცინით მკურნალობას.[1][85]

ტოპიკური მკურნალობა ბაციტრაცინით ან ციპროფლოქსაცინით, როგორც წესი, გამოიყენება პერორალურ თერაპიასთან ერთად.[1]

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს თემას გონორეას ინეფქციის შესახებ, მედიკამენტურ რეჟიმებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის.

ქლამიდიური კონიუნქტივიტი (ჩართვა)

Back
1-ლი რიგის – 

ტოპიკური პლიუს სისტემური ანტიბიოტიკები

ქლამიდიური კონიუნქტივიტი, რომელიც გვხვდება განვითრებულ ქვეყნებში, ასევე ცნობილია "ინკლუზიური კონიუნქტივიტის" სახელით. მას იწვევს Chlamydia trachomatis-ის D-K სეროტიპები და ვრცელდება სქესობრივი გზით. ქლამიდიური კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია C trachomatis-ის A, B და C სეროტიპებით, ცნობილია ტრაქომას სახელით და, ძირითადად, შემოიფარგლება იმ რეგიონებით, სადაც არ არის წვდომა სუფთა წყალზე და სანიტარულ საშუალებებზე.[1] ტრაქომას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი თემა: ტრაქომა.

ქლამიდიური კონიუნქტივიტი საჭიროებს ერთობლივ პერორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობას. როგორც წესი, გამოიყენება ადგილობრივი ანტიბიოტიკებიც.[1]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: <45 კგ წონის ბავშვებში: 20 მგ/კგ პერორალურად ერთი დოზის სახით, მაქსიმუმ 1 გ/დოზა; >45 კგ ბავშვები და ზრდასრულები: 1 გ პერორალურად, 1 დოზის სახით

იყოს

დოქსოციკლინი: ≥8 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 100 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში

--და--

ოფთალმოლოგიური აზიტრომიცინი: (0.1%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ ორი დღის განმავლობაში, შემდგომ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში

იყოს

ოფთალმოლოგიური ერითრომიცინი: (0.5% ბავშვებში და ზრდასრულებში: წაუსვით დაზიანებულ თვალზე დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ

ვირუსული კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

ტოპიკური ანტიჰისტამინი

ქავილის შემცირება შესაძლებელია ტოპიკური ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებით.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ეპინასტინი: (0.05%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

ან

ოფთალმოლოგიური აზელასტინი: (0.05%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ნაფაზოლინ/ფენირამინი: (0.025%/0.3%) ≥6 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ალკაფტადინი: (0.25%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური ოლოპატადინი: (0.1%) ≥3 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ; (0.2%) ≥2 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური ნედოკრომილი: (2%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

ან

ოფთალმოლოგიური კეტოტიფენი: (0.025%) ≥3 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ

Back
პლიუს – 

მხარდამჭერი ზომები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დამხმარე საშუალებებია ხელოვნური ცრემლი და ცივი კომპრესი.

სველი, ცივი პირსახოცი შეიძლება მოთავსდეს თვალის არეზე სიმპტომების შესამცირებლად.

პერორალური ანალგეზიური საშუალებებით ასევე შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება.[1]

Back
განიხილე – 

ტოპიკური კორტიკოსტეროიდი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ადენოვირუსული კონიუნქტივიტი ასოცირდება ფსევდომემბრანის ან რქოვანას სუბეპითელური ინფილტრატების წარმოქმნასთან და მოითხოვს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას. მხოლოდ კლინიცისტ -ოფთალმოლოგს შეუძლია დანიშნოს ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებას გარკვეული მოგვიანებითი ოკულარული რისკები ახასითებს, როგორიც არის ჭრილობის შეხორცების გაძნელება, მეორადი ინფექციები, თვალის შიდა წნევის მატება და კატარაქტის ფორმირება. ლოტერპრედნოლს ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს, პრედნიზოლონთან შედარებით.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ლოტეპრედნოლი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პრედნიზოლონი: (01%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში 2-4-ჯერ

Back
განიხილე – 

ტოპიკური განციკლოვირი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ტოპიკური განციკლოვირი შეიძლება განვიხილოთ ადენოვირუსის დადასტურებული შემთხვევის დროს, თუმცა, მათი გამოყენება არ არის ლიცენზირებული.[86][87]

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური განციკლოვირი: (0.15%) ბავშვები ≥2 წლის ასაკისიდან: დოზირების საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს

Back
1-ლი რიგის – 

დაკვირვება ± ტოპიკური ან პერორალური ანტივირუსული პრეპარატები

მარტივი ჰერპესვირუსით (HSV) განპირობებული კონიუნქტივიტი, როგორც წესი, თვითგანკურნებადია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს ადგილობრივი ან პერორალური ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობა უფრო მძიმე დაავადების დროს, განსაკუთრებით თუ რქოვანას ჩართვაა საეჭვო.[1] მარტივი ჰერპესვირუსით გამოწვეული კერატიტის სამართავად იხილეთ ჩვენი თემა კერატიტის შესახებ.

Back
1-ლი რიგის – 

სწრაფი რეფერალი ოფთამოლოგთან

ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ გაგზავნა საჭიროა თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება ჰერპეს ზოსტერის გამოვლინებები თვალზე.[88] მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი თემა ჰერპეს ზოსტერის შესახებ.

Back
1-ლი რიგის – 

დაკვირვება ± დაზიანებების მოშორება

დაზიანებები, როგორც წესი, ალაგდება დროთა განმავლობაში; იმუნოკომპეტენტურ პირებში ინფექციის მიმდინარეობის ბუნებრივი კურსი მოიცავს დაზიანებების სპონტანურ ალაგებას ინფიცირებიდან 1-2 წელიწადში, იმუნოკომპრომისულ პაციენტებში კი ინფექცია უფრო ხანრგრძლივი დაავადებით გამოირჩევა. სიმპტომების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დაზიანებების მოშორება.[1]

ახალშობილთა კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

დაუყოვნებლივი რეფერალი ოფთალმოლოგთან

ეს კონიუნქტივის ანთებაა, რომელიც სიცოცხლის პირველი 30 დღის განმავლობაში ვითარდება. მას აგრეთვე ახალშობილთა ოფთალმიას უწოდებენ. ეს, ჩვეულებრი, მსუბუქი ავადმყოფობაა. თუმცა, მკურნალობის გარეშე (მაგ. გონორეას, ქლამიდიას, ფსევდომონას ან ჰერპესის დროს) შეიძლება განვითარდეს მხედველობისთვის საშიში გართულებები და პოტენციურად მძიმე სისტემური ინეფქცია.[89][90] ქლამიდიით გამოწვეული ახალშობილთა კონიუნქტივიტის გართულებებია რქოვანას ზედაპირული ვასკულარიზაცია, კონიუნქტივას დანაწიბურება და პნევმონია. გონორეული ინფექციების გართულებებია რქოვანას დანაწიბურება, დაწყლულება, პანოფთალმიტი, სფეროს პერფორაცია და მხედველობის პერმანენტული დაქვეითება.[89][90][91] ნეონატალური კონიუნქტივის საეჭვო შემთხვევის მქონე პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა რეფერირდნენ ოფთალმოლოგთან.[1][89]

კონტაქტური ლინზის მომხმარებელი

Back
1-ლი რიგის – 

ტოპიკური კორტიკოსტეროიდი

გაღიზიანების და ანთების შესამცირებლად შეიძლება ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსის (1-2 კვირა) დანიშვნა. მხოლოდ კლინიცისტ ოფთალმოლოგს შეუძლია დანიშნოს ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები. კონტაქტური ლინზების ტარება უნდა შეწყდეს 2 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაშ. განხილულ უნდა იქნას ლინზების რეჟიმი და მოვლის საშულებები უნდა შეიცვალოს კონსერვატორებისგან თავისუფალი სისტემებით. კონტაქტურ ლინზებთან დაკავშირებული კერატოკონიუნქტივიტმა პოტენციურად შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მხედველობის ფუნქციაზე, ამიტომ უნდა განვიხილოთ რეფერალი ოფთამოლოგთან.[1]

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ლოტეპრედნოლი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პრედნიზოლონი: (01%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში 2-4-ჯერ

Back
განიხილე – 

ტოპიკური ფთორქინოლონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ კონუქტივიტი ბაქტერიულია, უნდა დაინიშნოს ტოპიკური ფთორქინოლონები.[1][76][77][78][79][83][84]

ანტიბიოტიკების გამოყენება გრძელდება 7 დღის განმავლობაში.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ბესიფლოქსაცინი: (0.1%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ოფლოქსაცინი: (0.3%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2-4 საათში ერთხელ 2 დღის გამავლობაში, შემდეგ დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური ციპროფლოქსაცინი: (0.3%) ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ 2 დღის გამავლობაში, შემდეგ ყოველ 4 საათში ერთხელ

ან

ოფთალმოლოგიური ლევოფლოქსაცინი: (0.5%) ≥6 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 8-ჯერ დღეში, 2 დღის გამავლობაში, შემდეგ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში

ან

ოფთალმოლოგიური მოქსიფლოქსაცინი: (0.5%) წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში სამჯერ

ან

ოფთალმოლოგიური გათიფლოქსაცინი: (0.5%) ≥1 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1 წვეთი დაზიანებულ თვალში, ყოველ 2 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 8-ჯერ დღეში, 1 დღის გამავლობაში, შემდეგ დღეში 2-4-ჯერ

მექანიკური კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

მხარდამჭერი ზომები

თვალის ლუბრიკანტი შეიძლება დაგვეხმაროს მსუბუქი შემთხვევების მართვაში.[1]

მოდუნებული ქუთუთოს სინდრომის დროს მდგომარეობას დროებით ამსუბუქებ ძილის დროს დახურული ზედა ქუთუთოების პლასტირით დამაგრება ან დამცავი სახვევის ტარება.[1]

Back
განიხილე – 

ქირურგიული ჩარევა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე შემთხვევების დროს, შეიძლება განიხილებოდეს ქირურგიული ჩარევის, მიზანშეწონილობა. მაგ.ზედა ქუთუთოს გადაფარვის პრევენციისთვის, მთელ სისქეზე ქუთუთოს ჰორიზონტალური დამოკლება.[1]

ტოქსიური/ქიმიური კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

თვალის ირიგაცია და ხელოვნური ცრემლები ± კორტიკოსტეროიდები

ყველა სახის ექსპოზიციის შემდეგ თვალები დაუყოვნებლივ უნდა გამოირეცხოს და შემოწმდეს ცრემლის pH. გამორეცხვა უნდა გაგრძელდესა სანამ pH არ მიაღწევს 7-ს.

სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით, ხშირად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ცრემლი.

ანთების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსის დანიშვნა. მხოლოდ კლინიცისტ -ოფთალმოლოგს შეუძლია დანიშნოს ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ლოტეპრედნოლი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პრედნიზოლონი: (01%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში 2-4-ჯერ

მედიკამენტებთან ასოცირებული კონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის – 

მედიკამენტის შეჩერება ± ხელოვნური ცრემლები ± კორტიკოსტეროიდი

იმ მეიკამენტების შეწყვეტა, რომლებმაც გამოიწვია კონუქტივიტი, ჩვეულებრივ, ეტაპობრივად ალაგებს სიმპტომებს (რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ).

კონსერვანტებისგან თვისუფალმა ხელოვნურმა ცრემლმა შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები.

თუ სახეზეა კონუქტივის ან ქუთუთოების მძიმე ანთება, შეიძლება დადგეს ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობა. თუმცა, მხოლოდ ოფთალმოლოგმა უნდა დანიშნოს ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები.

პირველადი პარამეტრები

ოფთალმოლოგიური ლოტეპრედნოლი: (0.5%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ოთხჯერ

ან

ოფთალმოლოგიური პრედნიზოლონი: (01%) ≥2 წლის ბავშვები და ზრდასრულები: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში 2-4-ჯერ

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას