ეტიოლოგია
ინფექციური კონიუნქტივიტის დროს ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული პათოგენებია Pneumococcus, Staphylococcus aureus, Moraxella catarrhalis და Haemophilus influenzae.[14][15][16] იშვიათად, Neisseria gonorrhoeae იწვევს ზემწვავე ჩირქოვან კონიუნქტივიტს; მიკროორგანიზმი გენიტალიებიდან გადადის ხელებზე, შემდეგ კი თვალებზე.[21]Chlamydia მდგრადი კონიუნქტივიტის ხშირ მიზეზს წარმოადგენს.[14] ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა თვალის ინფექციების კონტექსტში - მზარდი პრობლემაა.[22]
ვირუსული კონიუნქტივიტის გამომწვევი შეიძლება იყოს ადენოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ეპშტეინ-ბარი, ვარიცელა ზოსტერი, კონტაგიოზური მოლუსკი, კოქსაკ და ენტეროვირუსი.[1] ადენოვირუსული კონუქტივიტი, ჩვეულებრივ იწვევს ეპიდემიურ კერატოკონუქტივიტს, ფოლიკულურ და არასპეციფიკურ კონუქტივიტს.[18][23] ვირუსული კონუქტივიტი მაღალკონტაგიოზურია და ვრცელდება პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე ან გამონაყოფით დაბინძურებული ზედაპირებთან შეხებით.[24][25]
კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატოკონუქტივიტი ან გიგანტურ უჯრედოვანი პაპილარული კონუქტივიტი. ის მეორეადად ვითარდება ლინზების იშვიათი გამოცვლის, ხანგრძლივი ტარების, ცუდი ჰიგიენის შედეგად. ასევე, კონტაქტური ლინზის ხსნარის მიმართ ალერგიის, ლინზებში იონური ნივთირებების ან წყლის მაღალი შემცველობის და მათი ცუდად მორგების გამო.[1]
მექნიკური კონიუნქტივიტი შეიძლება გამოწვიოს კონიუნქტივის ქრონიკულმა გაღიზიანებამ, განსაკუთრებით ძილის დროს. მის ხშირ მიზეზს წარმოადგენს მოდუნებული ქუთუთოს სინდრომი, რომელიც თავის მხრივ სიმსუქნესთან, ძილის აპნოესთან, ზედა ქუთუთოს სისუსტესთან და ქუთუთოების გადაფარვასთან (ზედა ქუთუთო გადმოდის ქვედა ქუთუთოზე) ასოცირდება.[1]
ტოქსიური/ქიმიური კონიუნქტივიტი ქიმიური ნივთიერებებით ექსპოზირების და კონიუნქტივას გაღიზიანების შედეგია. ზოგიერთი პრეპარატები, როგორიცაა გლაუკომის სამკურნალო საშუალებები, ანტიბიოტიკები და ანტივირუსული წამლები, ხშირად შეიცავენ კონსერვანტებს, მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელთაც ხშირი გამოყენების შემდეგ შეუძლიათ აკუმულირდნენ კონუქტივაში; ასეთი კონსერვანტები შეიძლება კონუქტივიტის გამომწვევი მიზეზი გახდნენ.
თვალის ნაწიბუროვანი პემფიგოიდის (ლორწოვანი გარსების პემფიგოიდის ქვეტიპი) განვითარება შეიძლება გენეტიკური განწყობის ან ზოგიერთი ტოპიკური მედიკამენტის გამოყენებით, როგორიცაა იდოქსურიდინი, პილოკარპინი, ეპინეფრინი (ადრენალინი), ტიმოლოლი და ექოთიოფატი.
ნეოპლასტური კონიუქტივიტი ცხიმის ჯირკვლების კარცინომით არის გამოწვეული; სხივურმა თერაპიამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ქრონიკული კონიუქტივიტი. შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს თვალის ზედაპირის ბრტყელუჯრედული ნეოპლაზიით და მელანომით.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაქტერიული კონიუნქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
არსებობს კონიუქტივიტის სხვა იშვიათი მიზეზებიც, რომელთაგან ზოგიერთს აქვს მაპროვოცირებელი ფაქტორები ან ასოცირებული ნიშნები:[1]
ზედა ლიმბური კერატოკონიუქტივიტი (SLK): როგორც წესი, პაციენტი ქალია ქრონიკულად წითელი და გაღიზიანებული თვალებით, ფარისებრის ფუნქციის ტესტების დარღვევით. მდგომარეობა რამდენიმე წელი შეიძლება გრძელდებოდეს.
ბლეფაროკონიუნქტივიტი: ქრონიკული ბლეფარიტი კონიუნქტივის ჰიპერემიის გამწვავებებით; შესაძლოა აღინიშნებოდეს ინფექციური კომპონენტი, მაგ. Staphylococcus, ან Demodex (ტკიპები)
მშრალი კონიუქტივიტი: მშრალი თვალის სინდრომი
როზაცეას კონიუქტივიტი: როზაცეას შეიძლება ჰქონდეს თვალის გამოვლინებები, მათ შორის წითელი თვალები და გაღიზიანება
გიგანტური ფორნიქსის სინდრომი: კონიუქტივიტის იშვიათი მიზეზი ხანდაზმულ ქალებში (მერვე-მეათე ათწლეული), სადაც გვხვდება გადიდებული ზედა ფორნიქსი და მორეციდივე ქრონიკული ჩირქოვანი კონიუქტივიტი[26]
ქუთუთოების პედიკულოზი: ქუთუთოების კიდეების ინვაზია ბოქვენის ტილებით (Phthirus pubis)
კონიუქტივას ქალაზია: არის ფაშარი ან ზედმეტი კონიუქტივური ქსოვილი, შესაძლოა თვალის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს; შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიმშრალე
იმუნურად გაშუალებული: თვალის ნაწიბუროვანი პემფიგოიდი (ლორწოვანი გარსის პემფიგოიდის ქვეტიპი), ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), ფარისებრი-თვალის დაავადება და ვასკულიტი არის კონიუქტივიტის იმუნური შუამავლობით გამოწვეული მიზეზები.
ფიბრინული კონიუქტივიტი: ლორწოვანი გარსების იშვიათი ფსევდომემბრანული დაავადება.
პათოფიზიოლოგია
კონიუქტივა შეიცავს არა-კერატირებულ, ბრტყელუჯრედოვან ეპითელიუმს და თხელ, უხვად ვასკულარიზებულ რქოვანას საკუთარი ნივთიერებას (substantia propria cornea- თვალის რქოვანას ყველაზე განიერი შრე, შედგება თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტებისაგან, რომლებიც გარშემოვლებულია გლიკოზამინგლიკანების შემცველი მაცემენტებელი ნივთიერებით). კონიუქტივა ასევე აღჭურვილია საცრემელე ჯირკვლებით და ფიალისებური უჯრედებით.
ალერგიული კონუქტივიტი გამოწვეულია ალერგენის საპასუხოდ განვითარებული პირველი ტიპის იმუნური პასუხით. ალერგენი უკავშირდება პოხიერ უჯრედებს და ჯვარედინად ააქტიურებს IgE-ს, რასაც მივყავართ პოხიერი უჯრედების დეგრანულაციამდე და ანთებითი კასკადის გაშვებამდე.[8] გამოთავისუფლებული შუამავლებია ჰისტამინი, ტრიპტაზა, ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინები. ალერგიული კასკადის ადრეული ფაზა გრძელდება დაახლოებით 20-დან 30 წუთამდე, შუამავლები იწვევს ქავილს, სისხლძარღვთა გამტარიანობის გაზრდას, ვაზოდილაციას, სიწითლეს და კონიუქტივის ჰიპერემიას. გვიანი ფაზა იწყება რამდენიმე საათის შემდეგ, ანთებითი უჯრედების ინფილტრაციით, როგორიცაა ნეიტროფილები, ლიმფოციტები, ბაზოფილები და ეოზინოფილები.[27]
ინფექციური კონიუნქტივიტი მასპინძლის დამცველობითი უნარის შესუსტების და გარე კონტამინაციის შედეგია.[28] ინფექციური პათოგენები, მიმდებარე მიდამოებიდან ან სისხლის ნაკადის საშუალებით, შეიჭრებიან კონუქტივაში და მრავლდებიან მის უჯრედებში. როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული ინფექცია იწყებს ლეიკოციტების ან ლიმფოციტების ანთებით კასკადს, რაც თავის მხრივ დაზიანების მიდამოში მოიზიდავს სისხლის წითელ და თეთრ უჯრედებს. ეს თეთრი უჯრედები, ადვილად გადაადგილდებიან დილატირებულ და მაღალი გამტარობის მქონე კაპილარებში, მიაღწევენ კონიუქტივას და აკუმულირდებიან მასში.
კლასიფიკაცია
ოფთალმოლოგიის უპირატესი პრაქტიკების ამერიკული აკადემია[1]
ალერგიული კონიუნქტივიტი
ატოპური კერატოკონუქტივიტი
სეზონური/ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი
გაზაფხულის კონიუნქტივიტი
ბაქტერიული კონიუნქტივიტი
გონოკოკური (ზემწვავე) ბაქტერიული კონიუნქტივიტი
არა-გონოკოკური ბაქტერიული კონიუნქტივიტი
ქლამიდიური კონიუნქტივიტი
ვირუსული კონიუნქტივიტი
ადენოვირუსული კონიუნქტივიტი
ჰერპეს კონიუნქტივიტი (მარტივი ჰერპესვირუსი და ვარიცელა ზოსტერის ვირუსი)
კონტაგიოზური მოლუსკი
კონიუნქტივიტის ნაკლებად გავრცელებული ფორმები:
მექანიკური/ირიტაციული/ტოქსიკური კონიუნქტივიტი
ზედა ლიმბური კერატოკონიუქტივიტი (SLK)
ბლეფაროკონიუქტივიტი
მშრალი კონიუქტივიტი (მშრალი თვალი)
როზაცეას კონიუქტივიტი
კონტაქტურ ლინზებთან დაკავშირებული კონიუნქტივიტი
გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტი
ჩამოშვებული ქუთუთოს სინდრომი
ქუთუთოების პედიკულოზი (Phthirus pubis)
ტოქსიური/ქიმიური კონიუნქტივიტი
მედიკამენტებთან დაკავშირებული კონიუნქტივიტი
კონიუნქტივას ქალაზია
იმუნური კონიუნქტივიტი
თვალის ლორწოვანი გარსების პემფიგოიდი
ტრანსპლანტანტისა და მიმღები პაციენტის შეუთავსებლობა
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
გრეივსის დაავადების ოფთალმოპათია
ვასკულიტი
ნეოპლასტიური
ცხიმოვანი კარცინომა
თვალის ზედაპირის ბრტყელი ნეოპლაზია
მელანომა
სხვა
ფიბრინული კონიუნქტივიტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას