ახალი ტიპის მკურნალობა

ადენოვირუსის საწინააღმდეგო საშულებები

მიმდინარეობს კვლევები ადენოვირუსის საწინაარმდეგო მიზანმიმართული მკურნალობის გამოსავლენად. რამდენიმე აივ მედიკამენტი და სხვა ახლი პრეპარატები იმედისმომცემნი არიან ამ მიმართულებით და მიმდინარეობს კლინიკური კვლევების მე-2 ფაზა. ანტი-ადენოვირუსული ეფექტი შეინიშნება ზალციტაბინთან, სანილბუდინთან, სტამპიდინთან, ინტერფერონ ბეტასთან, აგანოციდთან და ანი-ოსტეოპონტინურ პეპტიდებთან. ანტიადენოვირუსული აქტივობა ვლინდება ნუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებში (ზალციტაბინი და სანილბუდინი), მაგრამ არა-ნუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებში ან პროტეაზას ინჰიბიტორებში[93][94] სხვა პოტენციური მკურნალობა არის პივოდინ-იოდინი. ერთ-ერთ ინ ვიტრო კვლევაში პივოდინ-იოდინმა (0.8%) დათრგუნა თავისუფალი ადენოვირუსის დასნებოვნების უნარი ექსპოზიციიდან 10 წუთის შემდეგ, მაგრამ ნაკლებად ეფექტური იყო ინტრაცელულარული ადენოვირუსის წინააღმდეგ.[95] ბავშვებში ჩატარებულმა პროსპექტულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პოვიდონ-იოდინი არაეფექტურია ადენოვირუსის წინააღმდეგ, თუმცა სხვა რეტროსპექტული კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ პოვიდონ-იოდინი უსაფრთხოდ აუმჯობესებს გამოჯანმრთელების დროს, საკონტროლო ჯგუფთან შედარეით.[96][97] გამოვლინდა, რომ პოვიდონ-იოდინის (0.4%) და დექსამეტაზონის (0.1%) კომბინაციამ გამოიწვია დნმ-ის ასლების მნიშვნელოვანი შემცირება მე-5 დღისთვის.[98] ტოპიკური კობალტის ხელატი CTC-96 ან დოქსივირი ავლენს ანტი-ადენოვირუსლ in vitro აქტივობას.[99]

ტაკროლიმუსი ან ინტერფერონი ალფა

რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა კვლევამ აჩვენა, რომ როგორც ტაქროლიმუსი, ისე ინტერფერონი ალფა-2b, როგორც ჩანს, ეფექტური და უსაფრთხოა რეზისტენტული კერატოკონიუნქტივიტის მკურნალობის დროს.[100] რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების ერთ-ერთმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი ეფექტურია ვერნალური კერატოკონიუნქტივიტის სამკურნალოდ.[101]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას