მიდგომა
მწვავე კონიუნქტივიტი კლინიკურად ვლინდება წითელი თვალებით და გამონადენით; მნიშვნელოვანი ტკივილის, სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითების გარეშე. კლინიკურად უმეტესად გაძნელებულია ალერგიული ,ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტების გარჩევა, რადგან, ხშირად ამ ნოზოლოგიების სიმპტომები მნიშვნელოვნად გადაფარავს ერთმანეთს. თუ სავარაუდო ხდება კონიუნქტივიტის ინფექციური ბუნება, განიხილება ადენოვირუსული ინფექციის სწრაფი იმუნოანალიზის ჩატარების საჭიროება, ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დასადასტურებლად, რომელიც მწვავე კონიუნქტივიტის ყველაზე ხშირი მიზეზია.[33]
ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტების ყველა ფორმა ბილატერალურია. მდგომარეობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება წყლისებურ ან წებოვან გამონადენთან და ქავილთან. ეს უკანასკნელი უმთავრესი ჩივილია ალერგიული კონუქტივიტის დიაგნოზის სასარგებლოდ.[8] მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადებას ტიპურად ახასიათებს შეშუპებული კონიუნქტივა (ქემოზი), მსუბუქი პაპილარული კონუქტივის რეაქციითა და მწირი ლორწოვანი გამონადენით. უფრო მძიმე შემთხვევებში პალპებრალურ კონუქტივაზე გამოხატულია გიგანტური პაპილა, ლიმბალური ფოლიკულა და ფარისებური (სტერილური) წყლული რქოვანაზე. ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო ხშირად სეზონურია და ახასიათებს ატოპიური დერმატიტის, თივის ცხელების/ჭინჭრის ციების/პოლინოზის და ასთმის ანამნეზის მქონე პაციენტებს.[8]
ატოპიური კონიუნქტივიტი, რომელიც არის ალერგიული კონიუნქტივიტის ერთ-ერთი ფორმა, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია მოზრდილებისთვის და დაკავშირებულია ქუთუთოების ატოპიურ დერმატიტთან. გაზაფხულის კონიუნქტივიტი, რომელიც არის ალერგიული კონიუნქტივიტის ფორმა, როგორც წესი, გვხვდება აზიის ან ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცებში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სკოლაში დასწრებასა და მოსწრებაზე.[34][Figure caption and citation for the preceding image starts]: ალერგიული (გაზაფხულის) კერატოკონუქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends]. ვერნალური კონუქტივიტი არის კონუქტივიტის აგრესიული ფორმა,რომელიც ასოცირდება რქოვანას წყლულების არსებობასთან როგორც ატოპიური, ასევე ვერნალური კონიუნქტივიტი იშვიათია სეზონურ და პერენიულ კონიუნქტივიტებთან შედარებით, საიდანაც სეზონური და პერონეული ფორმები შეადგენენ თვალის ალერგიის შემთხვევების 98%-ს.[8] ატოპიური და ვერნალური კონიუნქტივიტი დაკავშირებულია კერატოკონუსის მომატებულ ინციდენტობასთან. კერატოკონუსი არის რქოვანას პროგრესირებადი გათხელება.[1]
სეზონური/პერინეული ალერგიული კონიუნქტივიტი არის მწვავე დაავადება, რომელსაც აქვს მორეციდივე მიმდინარეობა, ხოლო ატოპიური და ვერნალური კონიუნქტივიტი ქრონიული დაავადებებია, რომელთაც გამწვავებები ახასიათებს.[1][8]
ბაქტერიული კონიუნქტივიტი, მწვავე (არაგონოკოკური)
მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ორმხრივი ან ცალმხრივი. ცალმხრივი სიმპტომები და ნიშნები უფრო ხშირია ბაქტერიული ინფექციის დროს, ვირუსულ ინფექციასთან შედარებით.[14][15][16][17] პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან თვალების გაწითლებასა და წვას ან თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. ქავილი არ არის დამახასიათებელი მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტი ასოცირდება პაპილარული კონიუნქტივის რეაქციასთან, ქუთუთოების სიმკრთალესთან და ჩირქოვან გამონადენთან. არ არის გამოხატული ყურის წინა ლიმფადენოპათია, რომელიც ელვისებურ ბაქტერიულ კონიუნქტივიტს ახასიათებს. ბაქტერიული კონიუნქტივიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს პარალელურად მიმდინარე ოტიტთან, სინუსიტთან ან ფარინგიტთან.[1] ინფექციური კონიუნქტივიტის დროს ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული პათოგენებია Pneumococcus, Staphylococcus aureus, Moraxella catarrhalis და Haemophilus influenzae.[14][15][16][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაქტერიული კონიუნქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
ბაქტერიული კონიუნქტივიტი, უწვავესი (გონორეით გამოწვეული)
მოსალოდნელია, რომ მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტის გამომწვევი იყოს Neisseria gonorrhoeae. მისთვის დამახასიათებელია უხვი, ჩირქოვანი გამონადენი, ქუთუთოების შეშუპება და ქემოზი (თვალის კონიუნქტივის შეშუპება), რომელიც ვითარდება 12-დან 24 საათამდე დროის განმავლობაში. შესაძლოა აღინიშნებოდეს რქოვანას წყლულებიც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში რქოვანას პერფორაციას იწვევს.[1] როგორც წესი, პაციენტი სქესობრივად აქტიური ახალგაზრდაა; შეიძლება ახლდეს პრეაურიკულარული ლიმფადენოპათია. დიპლოკოკების გრამის წესით შეღებვა წარმოადგენს ძირითად სადიფერენციციო ნიშანს. თუ ბავშვს აქვს ეს მდგომარეობა, მაშინ სექსუალური ძალადობა უნდა გამოირიცხოს.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: გონოკოკით გამოწვეული კონიუნქტივიტიCDC გამოსახულებების ბიბლიოთეკა/ჯო მილერი; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: გონოკოკით გამოწვეული კონიუნქტივიტი: იწვევს ნაწილობრივ სიბრმავესCDC გამოსახულების ბიბლიოთეკა, გამოყენებისთვის საჭიროა ნებართვა [Citation ends].
ბაქტერიული კონიუნქტივიტი, ქლამიდიური
ქლამიდიური კონიუქტივიტი სქესობრივად გადამდები დაავადებაა და ტიპურად გვხვდება სქესობრივად აქტიურ ახალგაზრდებში. თუ ბავშვს აქვს ეს მდგომარეობა, მაშინ სექსუალური ძალადობა უნდა გამოირიცხოს.[1] ჩვეულებრივ, პაციენტებს აქვთ ბლანტი,წებოვანი ან ლორწოიანი გამონადენი, კონუქტივის ფოლიკულები, რქოვანას პანუსები და შესაძლებელია რქოვანას ინფილტრატებიც. ყურის წინა ლიმფადენოპათია ხშირია. ამ ფორმის დროს ხშირად ვითარდება ქრონიკული კონიუნქტივიტი. დადასტურებული თვალის ქლამიდიოზის მქონე პაციენტების დაახლოებით 70%-ს, ასევე აღენიშნება უროგენიტალური ქლამიდური დაავადება და ამიტომ საჭიროებენ გამოკვლევას
ქლამიდიური კონიუნქტივიტი, რომელიც გვხვდება განვითრებულ ქვეყნებში, ასევე ცნობილია "ინკლუზიური კონიუნქტივიტის" სახელით. მას იწვევს Chlamydia trachomatis-ის D-K სეროტიპები და ვრცელდება სქესობრივი გზით. ქლამიდიური კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია C trachomatis-ის A, B და C სეროტიპებით, ცნობილია ტრაქომას სახელით და, ძირითადად, შემოიფარგლება იმ რეგიონებით, სადაც არ არის წვდომა სუფთა წყალზე და სანიტარულ საშუალებებზე.[1] ტრაქომას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი თემა: ტრაქომა.
ვირუსული კონიუნქტივიტი
ვირუსული კონიუნქტივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ადენოვირუსი.[35] ადენოვირუსული კონიუნქტივიტი, როგორც წესი, უეცრად იწყება ერთ თვალში და ვრცელდება მეორეზე რამდენიმე დღის შემდეგ. ის ხშირად არის დაკავშირებული ინფიცირებულ პირთან ექსპოზიციასთან ან უკანასკნელ პერიოდში ზედა სასუნთქ გზებში განვითარებულ სიმპტომებთან. პაციენტი უჩივის თვალების შეწითლებას, ქავილს,წვის ან უცხო სხეულის შეგრძნებას თვალში, რომელიც ასოცირდება წყლიანი ან ლორწოიან გამონადენთან და ყურის წინა ლიმფადენოპათიასთან შესაძლებელია რქოვანას სუბეპითელური ინფილტრაციების არსებობა. ჰერპესული კონიუნქტივიტი (მარტივი ჰერპესის ვირუსი ან ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი), ჩვეულებრივ, ცალმხრივია და ვლინდება ქუთუთოების ვეზიკულებით, თუმცა შესაძლებელია ისეთი მიმდინარეობაც, რომლიც არ განირჩევა ადენოვირუსული კონიუნქტივიტისაგან. კონტაგიოზური მოლუსკი კიდევ ერთი ვირუსული გამომწვევია, რომელიც, მეტწილად, მოზრდილ ბავშვებში და ახალგაზრდა ზრდასრულებში გვხვდება; იმუნოკომპრომისული მდგომარეობა შესაძლოა იყოს კონტაგიოზური მოლუსკის რისკფაქტორი.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: ვირუსული კონიუნქტივიტირობერტ სამბურსკის, მდ კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
ლაბორატორიიული კვლევები
თუ სავარაუდო ხდება კონიუნქტივიტის ინფექციური ბუნება, განიხილება ადენოვირუსული ინფექციის სწრაფი იმუნოანალიზის ჩატარების საჭიროება, ადენოვირუსის (მწვავე კონიუნქტივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი ) იდენთიფიკაციისათვის.[36][37][38] ტესტის სენსიტიურობა მერყეობს 85%-დან 93%-მდე, ხოლო სპეციფიურობა 94%-დან-99%-მდე.[33][39] დადებითი და უარყოფითი პროგნოზული მაჩვენებლები შესაბამისად არის 82.4% და 96.3%.[39] რადგან ადენოვირუსული ინფექციის მქონე პაციენტები მეტი დროის განმავლობაში თავს უნდა იკავებდნენ სამსახურსა და სკოლაში წასვლისაგან, სწორ და ეფექტურ დიაგნოსტირებას (რომელიც შესაძლებელია ადენოვირუსული ინფექციის სწრაფი იმუნოანალიზის ჩატარებით) შეუძლია შეამციროს არარაციონალური ანტიბიოტიკთერაპია და დაავადების გავრცელება.
სხვა ლაბორატორიულ კვლევებს მიეკუთვნება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია(PCR) და უჯრედულ კულტივირება, მაგრამ პაციენტების უმრავლესობასთან ეს კვლევები არ ტარდება, რადგან ისინი დიდ დროით დანახარჯს მოითხოვენ.[40][41] ამ ტესტების საჭიროება განიხილება ინფექციური კონიუნქტივიტის ქრონიკული ფორმების დროს, პათოგენის არსებობის კონფირმაციისთვის.
უჯრედული კულტივირება ყველაზე ზუსტი და საიმედო კვლევაა, მაგრამ შედეგის მისაღებად 3 კვირამდე დროს მოითხოვს. PCR უმეტესად სამეცნიერო კვლევების მიზნით გამოიყენება.[42]
ინფექციური კონიუნქტივიტის საეჭვო შემთხვევის მქონე ყველა ჩვილს უნდა ჩაუტარდეს კონიუნქტივის კულტურა და ნაცხი ციტოლოგიის მიზნით, ასევე უნდა შესრულდეს ნიმუშების შეღებვა სპეციალური წესებით (მაგ. გრამის ან გიემზას წესით)[1]
ზემწვავე კონიუნქტივიტის დროს საჭიროა გრამის წესით შეღებვა გრამ-ნეგატიური დიპლოკოკების იდენტიფიცირებისათვის და უჯრედული კულტურა (შოკოლადის აგარი) N gonorrhoeae გამოსარიცხად.[21] ქლამიდიური კონიუნქტივიტის საეჭვო შემთხვევა შეიძლება დადასტურდეს ლაბორატორიული ტესტირებით, როგორებიცაა პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ან უჯრედის კულტურა.[1]
კანის ალერგიული სინჯები და ცრემლში იმუნოგლობულინი E-ის დონის შემოწმება შესაძლოა იყოს საჭირო უფრო მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტის დროს. კანის ალერგიული ტესტირებით შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიკური ალერგენები, რომლებიც იქნება სამიზნე იმუნოსუპრესიისთვის, ხოლო ცრემლის იმუნოგლობულინი E-ის დონე შესაძლოა დაგვეხმაროს ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტირებაში და მისი სიმძიმის შეფასებაში.[1]
არაინფექციური კონიუნქტივიტი
არაინფექციური კონიუნქტივიტის დიაგნოსტირება, ჩვეულებრივ, პაციენტის ანამნეზზე დაყრდნობით შეიძლება. თვალზე პირდაპირმა ქიმიურმა ექსპოზიციამ შეიძლება ტოქსიკური/ქიმიური კონიუნქტივიტი გამოიწვიოს. თუ ეჭვია დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ქიმიური ნივთიერების შესხმით, საჭიროა თვალის pH-ის განსაზღვრა და თვალის ირიგაცია, სანამ pH არ გახდება 7. კონიუნქტივიტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს კონტაქტური ლინზების გამოყენებით ან ქუთუთოებისგან მექანიკური გაღიზიანებით. მოდუნებული ქუთუთოს სინდრომმა, რომელიც სიმსუქნესთან და ძილის აპნოესთან ასოცირდება, შეიძლება გამოიწვიოს ზედა ქუთუთოს ინვერსია და მექანიკური ტრავმა ძილის განმავლობაში. ზოგიერთი ტოპიკური და სისტემური მედიკამენტის გამოყენება, როგორებიცაა გლაუკომას მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები და პერორალური ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგული წამლები, შესაძლოა გახდეს თვალის გაღიზიანების და კონიუნქტივიტის მიზეზი.[1]
ნეოპლასტური კონიუქტივიტი ცხიმის ჯირკვლების კარცინომით არის გამოწვეული; სხივურმა თერაპიამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ქრონიკული კონიუქტივიტი. შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს თვალის ზედაპირის ბრტყელუჯრედული ნეოპლაზიით და მელანომით.[1] ცხიმოვანი ჯირკვლის კარცინომის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მაგარი, კვანძოვანი, ფიქსირებული წარმონაქმნი ქუთუთოს ხრტილზე. თვალის ზედაპირის ბრტყელუჯრედოვანი ნეოპლაზიის და მელანომის დროს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ულტრაიისფერ სხივებთან ექსპოზიციის ანამნეზი. თვალის ზედაპირის ბრტყელუჯრედოვანი ნეოპლაზიის დროს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის ანამნეზი.[1]
კონსულტირება
შემდეგი მდგომარეობები, შესაძლებელია უფრო სერიოზული დაზიანების მანიშნებელი იყოს და საჭიროებდეს თვალის სპეციალისტის კონსულტაციას: ტრავმის ანამნეზი, რევმატოიდული დაავადება, კონტაქტური ლინზების გამოყენება, მნიშვნელოვანი ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, არათანაბარი ან ფიქსირებული გუგები, გუგების აფერენტული დეფექტი ან რქოვანაზე თეთრი ლაქები.[39]
ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია მხარს უჭერს პაციენტთა ოფთალმოლოგთან სწრაფ და შესაბამის რეფერალს, თუ ისინი უჩივიან მხედველობის დაქვეითებას, მათ შორის ქუთუთოების ან კონიუნქტივის ანთების გამო, გამონადენით ან მის გარეშე.[43]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას