ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი ფაქტორები მოიცავს ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირებას (განსაკუთრებით ვირუსული კონიუნქტივიტის რისკს), ალერგენის ზემოქმედებას, ზედა სასუნთქი გზების სიმპტომებს, გარემო გამღიზიანებლთა ზემოქმედებას და ატოპიური დერმატიტს ანამნეზში.
წყლისებური გამონადენი
ბლანტი, ლორწოვანი გამონადენი
ჩირქოვანი გამონადენი
ქავილი წამყვანი სიმპტომია
თვალის სიწითლე
კონიუნქტივიტის ფორმების უმრავლესობა შეიძლება გამოვლინდეს კონიუნქტივიტის ჰიპერემიით (ვაზოდილატაცია ჰიპერემიით).[1]
ქუთუთოები დილაობით შეწებებულია
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
კონიუქტივის ფოლიკულები
ქემოზი
ქუთუთოების შეშუპება
ზედაპირული წერტილოვანი კერატოპათიები
ცალმხრივი სიმპტომები და ნიშნები
იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ თვალის გაღიზიანებას
ზოგიერთი ტოპიკური და სისტემური მედიკამენტის გამოყენება, როგორებიცაა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები და პერორალური ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგული წამლები, შესაძლოა გახდეს თვალის გაღიზიანების და კონიუნქტივიტის მიზეზი.[1]
კონტაქტური ლინზების გამოყენება
გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტის მიზეზი კონტაქტური ლინზების ქრონიკული მექანიკური ზემოქმედებაა.[1] პირებს, რომლებიც ატარებენ რბილ ლინზებს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების, უფრო დიდი რისკი აქვთ განუვითარდეთ ბაქტერიული კერატოკონუქტივიტი.[1] გარდა ამისა, ლინზების იშვიათი გამოცვლა, ლინზების ხანგრძლივი ტარება, ცუდი ჰიგიენა, ლინზების ალერგენული ხსნარები, ლინზების მაღალი წყლის შემცველობა და ლინზების ცუდი მორგება უფრო სავარაუდოს ხდის გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტის განვითარებას.[1]
იშვიათი
რქოვანას სუბეპითელური ინფილტრატები
შესაძლოა აღინიშნოს როგორც მწვავე ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექციების დროს.
რქოვანას პანუსები
შესაძლოა აღინიშნოს როგორც მწვავე ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექციების დროს.
კანის ვეზიკულური გამონაყარი
შესაძლოა მიუთითებდეს ჰერპესის (მარტივი ან ვარიცელა-ზოსტერი) ინფექციაზე.[1]
დაკავშირებული სისტემური დაავადების სიმპტომები და ნიშნები
რინიტის, ასთმის, ან ორივეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული კონიუნქტივიტის დროს.[8] ქლამიდიური ან გონოკოკური კონიუნქტივიტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შარდ-სასქესო გამონადენი და დიზურია. ინფექციური კონიუნქტივიტის დროს შეიძლება გამოვლინდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები. ბაქტერიული კონიუნქტივიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს პარალელურად მიმდინარე ოტიტთან, სინუსიტთან ან ფარინგიტთან. ატოპიური კონიუნქტივიტის დროს შესაძლოა გამოვლიდნეს ატოპიური დერმატიტი. შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩუტყვავილას (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი), კარცინომის, ლეიკემიის, მასპინძელი ტრანსპლანტანტის წინააღმდეგ დაავადების, სტივენს ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ანამნეზი, რომელთაგან ყველა ასოცირებულია კონიუნქტივიტთან. იმუნოკომპრომისულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ინფექცია კონტაგიოზურ მოლუსკთან ერთად. მოდუნებული ქუთუთოს სინდრომმა, რომელიც სიმსუქნესთან და ძილის აპნოესთან ასოცირდება, შეიძლება გამოიწვიოს ზედა ქუთუთოს ინვერსია და მექანიკური ტრავმა ძილის განმავლობაში. შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს ანამნეზში თანმხლები თვალის ზედაპირის დაავადებ.[1]
რისკფაქტორები
ძლიერი
ინფიცირებულ პირის ექსპოზიცია
ინფექციური კონიუნქტივიტი მაღალკონტაგიოზურია.[1]
ერთი თვალის ინფექცია
კონიუნქტივიტი შეიძლება გავრცელდეს ერთი თვალიდან მეორეზე, განსაკუთრებით ვირუსული კონუქტივიტის დროს.
გარემო გამღიზიანებელი
ალერგიული ექსპოზიცია
თანმხლები ინფექცია
ინფექციური კონიუნქტივიტის დროს შეიძლება გამოვლინდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექცია. ბაქტერიული კონიუნქტივიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს პარალელურად მიმდინარე ოტიტთან, სინუსიტთან ან ფარინგიტთან.[1]
ბანაკებში, საცურაო აუზებში, სამხედრო ბაზებში
აზიელი ან ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენელი ახალგაზრდა მამაკაცები
გაზაფხულის კონიუნქტივიტი მეტად არის გავრცელებული ამ ჯგუფში.[30][Figure caption and citation for the preceding image starts]: ალერგიული (გაზაფხულის) კერატოკონუქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
ატოპური დერმატიტი
კონტაქტური ლინზების გამოყენება
გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტის მიზეზი კონტაქტური ლინზების ქრონიკული მექანიკური ზემოქმედებაა.[1] პირებს, რომლებიც ატარებენ რბილ ლინზებს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების, უფრო დიდი რისკი აქვთ განუვითარდეთ ბაქტერიული კერატოკონუქტივიტი. გარდა ამისა, ლინზების იშვიათი გამოცვლა, ლინზების ხანგრძლივი ტარება, ცუდი ჰიგიენა, ლინზების ალერგენული ხსნარები, ლინზების მაღალი წყლის შემცველობა და ლინზების ცუდი მორგება უფრო სავარაუდოს ხდის გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტის განვითარებას.[1]
თვალის პროტეზი
გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტის მიზეზი პროტეზის ქრონიკული მექანიკური ზემოქმედება შეიძლება იყოს.[1]
ტრავმა: მექანიკური, ქიმიური ან ულტრაიისფერი
მოდუნებული ქუთუთოს სინდრომმა, რომელიც სიმსუქნესთან და ძილის აპნოესთან ასოცირდება, შეიძლება გამოიწვიოს ზედა ქუთუთოს ინვერსია და მექანიკური ტრავმა ძილის განმავლობაში. ტოქსიური/ქიმიური კონიუნქტივიტი ქიმიური ნივთიერებებით ექსპოზირების და კონიუნქტივას გაღიზიანების შედეგია. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ზედაპირის ბრტყელი ნეოპლაზმისა და მელანომისადმი მიდრეკილება, ასევე შეიძლება გაააქტიუროს მარტივი ჰერპესვირუსი.[1]
ქირურგიული ოპერაცია ან ღია ნაკერები
გადატანილმა ოპერაციამ ან ნაკერებმა შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტი.[1]
ცხელი, მშრალი გარემო
როზაცეა
როზაცეას შეიძლება ჰქონდეს თვალის გამოვლინებები, მათ შორის წითელი თვალები და გაღიზიანება.[1]
ღეროვანი ურედების ალოგენური ტრანსპლანტაცია
პაციენტებს, რომლებსაც გაუკეთდათ ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, შეიძლება ჰქონდეთ კონიუქტივიტი, რომელიც დაკავშირებულია მასპინძლის რეაქციასან ტრანსპლანტაციის წინააღმდეგ [1]
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
პაციენტებს სტივენს-ჯონსონის სინდრომით/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზით (TEN) შეიძლება განუვითარდეთ კონიუქტივიტი, თუ ეს გამოწვეულია კონკრეტული მედიკამენტით ან ინფექციური აგენტით.[1]
გადატანილი ინფექცია მარტივი ჰერპესვირუსით
მარტივი ჰერპესვირუსის რეაქტივაცია შეიძლება გახდეს კონიუნქტივიტის მიზეზი.[1]
ახალშობილებში: ვაგინალური მშობიარობა
ახალშობილში, რომელიც ვაგინალურად დაიბადა, დედის ინფექცია შეიძლება გახდეს კონიუქტივიტის მიზეზი.[1]
თვალიდან გენიტალიებზე გავრცელება
გარკვეული ინფექციური აგენტები შეიძლება გავრცელდეს თვალიდან გენიტალიურ ორგანოებზე. ბავშვებში ეს სექსუალური ძალადობის ნიშანი შეიძლება იყოს.[1]
სუსტი
ასთმა
ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო მეტად გავრცელებულია ასთმის მქონე პაციენტებში.
პოლინოზი/ჭინჭრის ციება/თივის ცხელება
ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო მეტად გავრცელებულია პოლინოზის/თივის ცხელების/ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში.
თვალის ტოპიკალური სამკურნალო საშუალებები
თვალი სამკურნალო პრეპარატები, როგორებიც არიან გლაუკომის სამკურნალო საშუალებები, ანტიბიოტიკები და ანტივირუსული წამლები, ხშირად შეიცავენ კონსერვანტებს, მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელნიც ხშირი გამოყენების შემდეგ შეიძლება აკუმულირდნენ კონუქტივაში და თვალის გაღიზიანება გამოიწვიონ.
პერორალური ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგული მედიკამენტები
ორალურმა პრეპარატებმა, რომელთაც ანტიჰისტამინური ან ანტიქოლინერგული მოქმედება ახასიათებთ, შეიძლება თვალის გამოშრობა გამოიწვიოს, რაც ამცირებს თვალის დამცველობის უნარს და შესაბამისად კონიუნქტივიტის მიმართ წინასწარგანწყობას აყალიბებს.
ნეოპლაზია
ცხიმოვანი ჯირკვლების კარცინომამ შეიძლება ქრონიკული კონიუქტივიტი გამოიწვიოს. ამ ტიპის სისმსივნის საწინააღმდეგო სხივური თერაპია, შეიძლება ისეთი პათოლოგიური ცვლილებების მიზეზი გახდეს, როგორიც არის ფიალისებური უჯრედების და საცრემლე ჯირკვლების დაკარგვა და შედეგად თვალის სიმშრალე და გაღიზიანება. თვალის ზედაპირის ბრტყელი ნეოპლაზია და მელანომა შეიძლება უკავშირდებოდეს კონიუნქტივიტს.[1]
რევმატოლოგიური დაავადების ანამნეზი
უფრო მეტად დამახასიათებელია ალერგიული კონიუქტივიტი, ბატერიულ და ვირუსულ ფორმებთან შედარებით.[32]
დისთიროიდული მდგომარეობები
კონიუქტივიტის ზოგიერთი ფორმა დაკავშირებულია დისთიროიდულ მდგომარეობებთან: მაგ. ზედა ლიმბური კერატოკონიუნქტივიტი.[1]
იმუნოკომპრომისული მდგომარეობა
იმუნოკომპრომისულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ინფექცია კონტაგიოზურ მოლუსკთან ერთად.[1]
ვასკულიტი
ვასკულიტის ზოგიერთი ფორმა იწვევს კონიუნქტივიტს.[1]
ცხვირ-საცრემლე სადინარის ობსტრუქცია
ჩვილებში ცხვირ-საცრემლე სადინარის დახშობა შესაძლოა გახდეს კონიუნქტივიტის ხელშემწყობი.[1]
თვალის დამხმარე სტრუქტურების (მომიჯნავე) დარღვევა
მოსაზღვრე სტრუქტურების დარღვევები ხელს უწყობენ ბაქტერიულ ინფექციას.[1]
ცრემლის მძიმე ფორმის დეფიციტი
ცრემლის მძიმე დეფიციტი შესაძლოა ხელს უწყობდეს ბაქტერიულ ინფქეციას.[1]
ტრავმა
ტრავმული დაზიანება პაციენტს მოწყვლადს ხდის ბაქტერიული ინფექციის მიმართ.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას