შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

6 წლის, პრაქტიკულად ჯანმრთელ გოგონას 4 დღის წინ განუვითარდა მარცხენა თვალის სიწითლე და გაღიზიანება. დედის გადმოცემით, გოგონას აღენიშნება მოთეთრო-მოყვითალო გამონადენი, რის გამოც უჭირს დილაობით თვალის გახელა. ის უარყოფს ინფიცირებული პირთან კონტაქტს, ზედა სასუნთქი გზების სიმპტომატიკის არსებობას ან კონტაქტური ლინზების ტარებას. ასევე უარყოფს რაიმე სახის მნიშვენლოვან ტკივილსა და სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობას. გასინჯვით, პაციენტის გუგები თანაბარი ზომისა და რეაგირებისაა. ყურის წინა ლიმფური კვანძი არ არის მტკივნეული. ოფთალმოსკოპიით გასინჯვისას რქოვანა არ არის შემღვრეული, მაგრამ ნათლად ჩანს გამონადენი.

შემთხვევის ანამნეზი #2

14 წლის, პრაქტიკულად ჯანმრთელ ბიჭს 3 დღის წინ განუვითარდა მარჯვენა თვალის სიწითლე და გაღიზიანება, რომელიც დღეს გავრცელდა მარცხენა თვალზეც. მას აქვს წყლისებური გამონადენი თვალიდან და დილაობით ქუთუთოების შეწებების გამო, უჭირს თვალების გახელა. მისი გადმოცემით, ცოტა ხნის წინ აღენიშნებოდა ზედა სასუნთქი გზები სიმპტომები და მასთან კონტაქტში მყოფ, რამოდენიმე ბავშვს ახლახან ჰქონდა ვარდისფერი თვალები. ბავში უარყოფს რაიმე სახის მნიშვნელოვან ტკივილს ან სინათლისადმი მგრძნობელობას და არ ატარებს კონტაქტურ ლინზებს. თვალების გასინჯვით, პაციენტის გუგუები თანაბარი და რეაქტიულია, მარჯვენა ყურის წინა ლიმფური კვანძი მგრძნობიარე. გამოკვლევით არ გამოვლინდა რქოვანას შემღვრევა.

სხვა გამოვლინებები

სქესობრივად აქტიურ ადამიანებში, უხვი მოთეთრო-მოყვითალო გამონადენის უეცარი გამოვლენა 24-48 საათის განმავლობაში, შეესაბამება Neisseria gonorrhoeae, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. ალერგიული კონიუნქტივიტი ტიპიურად ბილატერულია, თან ახლავს ქავილი და ბლანტი ან წყლისემური გამონადენი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გონოკოკით გამოწვეული კონიუნქტივიტიCDC გამოსახულებების ბიბლიოთეკა/ჯო მილერი; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1b1f0296[Figure caption and citation for the preceding image starts]: გონოკოკით გამოწვეული კონიუნქტივიტი: იწვევს ნაწილობრივ სიბრმავესCDC გამოსახულების ბიბლიოთეკა, გამოყენებისთვის საჭიროა ნებართვა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6b76b8de

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას