პირველადი პრევენცია
ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირება ხელს უწყობს შესაბამისი მკურნალობის დროულ დაწყებას და/ან იზოლაციას, რის შედეგადაც მცირდება დაავადების გავრცელება და თვალის ავადობა. პაციენტებმა უნდა დაიცვან უსაფრთხო ჰიგიენის ზომები, მაგ. არ გამოიყენონ ზიარი პირსახოცები, რითაც ხელს შეუწყობენ ინფექციის გავრცელების პრევენციას.
ჰერპეს-ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მკაცრად რეკომენდებულია 50 წლის და უფროსი ასაკის პირთათვის.[1]
თვალის დაცვას შეუძლია უზრუნველყოს პაციენტების დაცვა ქიმიურ ნივთიერებებთან და ტოქსინებთან ექსპოზიციისგან.[1]
მეორეული პრევენცია
ანმნეზში ალერგიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს ცნობილ ალერგენს.
ინფექციური კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებმა (მშობლებმა) მხედველობაში უნდა მიიღონ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ისეთი ღონისძიებების არსებობა, როგორიც არის: ხშირი ხელის დაბანა, პირსახოცების და სხვა თეთერულის გაზიარების შეწყვეტა და სამსახურში/სკოლაში/ბაღში წასვლიდან თავის შეკავება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას