მონიტორინგი

მონიტორინგის სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ეტიოლოგიასა და მკურნალობაზე.

მჭიდრო მეთვალყურეობა საჭიროა ადენოვირუსული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ადენოვირუსული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, საჭიროა მონიტორინგის განახლება, თუ 2-3 კვირის შემდეგ მათ განუვითარდათ სიმპტომები.[1]

გონოკოკური კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, გამოჯამრთელებამდე ყოველდღიური მონიტორინგია საჭირო.[1] ქლამიდიური კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში მონიტორინგი საჭიროა მკურნალობის შემდეგაც, ვინაიდან მაღალია მკურნალობის წარუმატებლობის სიხშირე.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას