დიფერენციული დიაგნოზები

მშრალი თვალები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპიურად მოზრდილების ქრონიკული მდგომარეობაა; უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში; ჩვეულებრივ ბილატერალურია, მინიმალური გამონადენით ან წამწამების დაზიანებპთ (matting), მინიმალური ცრემლდენა; არ არის გამონადენი ან ლიმფადენოპათია.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

რქოვანას წერტილოვანი შეღებვა ფლუროსცენტული საღებავით; შრიმერის ტესტი<10 მმ; ცრემლის დაშლის დრო <10წამი

ქუთუთოს ანთება(ბლეფარიტი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპიურად მოზრდილების ქრონიკული მდგომარეობაა; უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში; ჩვეულებრივ ბილატერალურია, მინიმალური გამონადენით წამწამების დაზიანება (ცვენა, არასწორი ზრდა), მინიმალური ცრემლდენა; არ არის გამონადენი ან ლიმფადენოპათია; გამოხატულია მეიბომიის ჯირკვლების დისფუნქცია, ქუთუთოების კიდეების შეწითლება, ქერცლი და ქერქები წამწამების გასწვრივ.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

ცრემლის დაშლის დრო <10წამი

ეპისკლერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უფრო ხშირად ცალმხრივია, ვიდრე ორმხრივი; ტიპიურად სეგმენტური ინექცია; არ არის გამონადენი ან ქუთუთოების დაზიანება ( matting); მინიმალური დისკომფორტი.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

არ არსებობს დამადასტურებელი ანალიზი; განმეორებითი, ორმხრივი ან პერსისტენტული შემთხვევები მოითხოვს სისხლის ანალიზს სისტემური ანთებითი დაავადების გამოსარიცხად.

კონტაქტური ლინზების გადაჭარბებული დოზით გამოყენება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლინზებით ძილი ანამნეზში; მრავალჯერადი განმეორება; სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

არ არსებობს დამადასტურებელი ტესტი.

წინა უვეიტი (ირიტი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე გაღიზიანება; ცალმხრივი მიმდინარეობა უფრო ხშირია, ვიდრე ორმხრივი.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

არ არსებობს დამადასტურებელი ანალიზი; განმეორებითი, ორმხრივი ან პერსისტენტული შემთხვევები მოითხოვს სისხლის ანალიზს სისტემური ანთებითი დაავადების გამოსარიცხად.

სისხლის თეთრი და წითელი უჯრედები, ისევე როგორც flare( ეფექტი, გამოწვეული პროტეინების შემცველობის მატებით) ჩვეულებრივ ჩანს ჭვრიტული ლამპით კვლევის დროს

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მოზრდილები, ტიპიურად 40 წელს ზევით; შეიძლება თან ახლდეს გულისრევა და ღებინება, აგრეთვე, ღრმა, ყრუ პერიოკულარული თავის ტკივილი; ცალმხრივი; ტკივილი ასოცირებულია მხედველობის დაქვეითებასთან; საშუალოდ გაფართოებული, არარეაქტიული გუგები; გუგის აფერენტული დეფექტის არსებობა.[47][48][49][50][51][52]

კვლევები

თვალისშიდა წნევის მნიშვნელოვანი მატება(ნორმა <22მმ ვწყ სვ); თხელი რქოვანა(პახიმეტრიით<520); გუგის აფერენტული დეფექტი.

კერატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ძლიერი ტკივილი, გამონადენი, ფოტოფობია, გაძლიერებული ცრემლდენა; ქუთუთო ასევე შეიძლება შეშუპდეს.

გამოკვლევისას შეიძლება გამოვლინდეს რქოვანას წყლული, რომელიც შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი; მხედველობის სიმახვილის შემცირება; შეშუპებული ქუთუთო და გამონადენი შეიძლება შესამჩნევი იყოს.

იშვიათად, ბაქტერიული კონიუქტივიტი გადადის კერატიტში, კონტაქტური ლინზის მომხმარებელ და იმუნოკომპრომისულ (სუსტი იმუნიტეტის მქონე) პაციენტებში.[51]

კვლევები

ეპითელიუმის დეფექტი ადვილად ჩანს რქოვანას ფლუორესცინით შეღებვის შემდეგ.

რქოვანას ანაფხეკი მიკროსკოპული კულტურისა და მგრძნობელობისთვის: სრულდება სპეციალიზებულ კლინიკაში.

წყლულის ეტიოლოგია შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი.

რქოვანა გარსის წყლული

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შეიძლება თავდაპირველად ჰქონდეს უცხო სხეულის შეგრძნება, რომელიც გადადის ფოტოფობიაში, დაბინდულ მხედველობაში, ტკივილსა და გამონადენში; ქუთუთოებიც შეიძლება შეშუპდეს.

გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კონიუნქტივას ჰიპერემია, შეშუპებული ქუთუთოები და გამონადენი; რქოვანას ფლუორესცეინით შეღებვა; წყლული შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი.

კვლევები

რქოვანას ანაფხეკი მიკროსკოპული კულტურისა და მგრძნობელობისთვის: სრულდება სპეციალიზებულ კლინიკაში.

წყლულის ეტიოლოგია შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი.

რქოვანას ნაკაწრი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მხედველობის პათოლოგიის მწვავე დაწყება; შესაძლოა წინ უძღოდეს მცირე ტრავმის ისტორია.

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; გუგის ნორმალური რეაქცია; ერთი თვალი, კონიუნქტივას ინექცია რქოვანას ფლუორესცეინით შეღებვის შემდეგ; ქუთუთო შეიძლება იყოს შეშუპებული; არ ვლინდება გამონადენი.

კვლევები

რქოვანას აბრაზია ჩანს ფლუორესცეინის ლაქით.

უცხო სხეული რქოვანაში

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება აღინიშნოს უცხო სხეულის შეგრძნება, რომელიც გადადის ფოტოფობიაში და ტკივილში; ამ შეგრძნებას ხშირად წინ უსწრებს ქარი ან ჩაქუჩის ანდა ნივთის ზედაპირის რელიეფის მექანიკურ გადასწორების აღჭურვილობის გამოყენება.

უცხო სხეული შეიძლება გამოჩნდეს რქოვანაზე, ზედა ქუთუთოების ქვეშ ან ქვედა ფორნიქსის შიგნით; ნორმალური მხედველობის სიმახვილე და გუგის რეაქციები.

კვლევები

მაღალი სიჩქარით მიყენებული დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია თვალბუდის გამოკვლევა უცხო სხეულის გამოსარიცხად.

უცხო სხეული თვალის სუბტარსალურ სივრცეში (Subtarsal conjunctival)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად მხედველობის დაქვეითება; დაბალი სიჩქარით მქროლავი ქარის მიერ თვალში ხვდება უცხო სხეულის პატარა ნაწილაკები, უცხო სხეულით კაწვრის მუდმივი შეგრძნება, უარესდება თვალის დახამხამების დროს; აწყლიანება, ხშირად , უხვი; არ ვლინდება გამონადენი.

გასინჯვისას შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; ინექციური კონიუნქტივა, ხშირად ლოკალიზებული; უცხო სხეული თვალსაჩინოა კონიუნქტივაზე ქუთუთოს გადმობრუნებისას (ზედა ან ქვედა), ხშირად ვიზუალიზაცია ხერხდება ფლუორესცეინის შეღებვით; შესაბამისი წვრილი რქოვანას ხაზოვანი აბრაზიები; ნორმალური გუგის რეაქცია.

კვლევები

უცხო სხეული შეიძლება გამოჩნდეს ფლუორესცეინით შეღებვისას.

სუბკონიუნქტივური ჰემორაგია (არატრავმული)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, სპონტანურად ჩნდება; ზოგჯერ ანამნეზში გვხვდება ვალსალვას მანევრი, ხველა, დაცემინება, სიმძიმის აწევა; მეტწილად უსიმპტომოა; ზოგჯერ ვლინდება მცირე დისკომფორტი ან გასკდომის შეგრძნება დაწყებისას; შეიძლება უკავშირდებოდეს სისტემურ ჰიპერტენზიას ან ანტიკოაგულანტ მედიკამენტებს.

გასინჯვით ვლინდება შემოსაზღვრული ჰემორაგიული უბანი კონიუნქტივას ქვეშ (თუ უკანა საზღვარი არ ჩანს, შეიძლება ინტრაკრანიული ჰემორაგია იყოს, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ გაგზავნას გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში), ხშირად სექტორულია; რქოვანა სუფთაა, არ ვლინდება ფლუორესცეინით ლაქა; მხედველობა ნორმაშია, გუგას რეაქცია ნორმაშია; შესაძლებელია სისტემური ჰიპერტენზია; სისხლის წნევა უნდა გაიზომოს ყველა პაციენტში და იმართოს გაიდლაინების მიხედვით.[53]

კვლევები

არ არსებობს დამადასტურებელი ტესტი. კლინიკური დიაგნოზი

სკლერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თვალის ძლიერ ტკივილს და სიწითლეს (გამოხატული ნიშანი); არ არის გამონადენი; შეიძლება იყოს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; სამედიცინო ანამნეზი უნდა განიხილებოდეს ნებისმიერი ცნობილი სისტემური ასოციაციისთვის, როგორიცაა შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, გრანულომატოზი პოლიანგიიტით (ადრე ცნობილი, როგორც ვეგენერის გრანულომატოზი), სისტემური წითელი მგლურა და მორეციდივე პოლიქონდრიტი.

გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს ღრმა სკლერული სისხლძარღვების შეშუპება და ტკივილი თვალის პალპაციისას; არ არის ფლუორესცეინის ლაქა; მხედველობის სიმახვილე და გუგების რეაქციები შეიძლება იყოს პათოლოგიური, დამოკიდებულია სკლერიტის მდებარეობაზე (წინა ან უკანა).

კვლევები

სკლერიტის მიზეზების შეფასება საჭიროა სპეციალისტ კლინიკაში, რათა აუტოიმუნური დაავადებაც შეფასდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას