ეპიდემიოლოგია

კონიუქტივიტით დასნებოვნება თანაბრია მამაკაცებისა და ქალების ყველა ასაკობრივ ჯგუფში.[1] ამ დაავადებას, ჩვეულებრივ, ზოგადი პრაქტიკის ექიმი მკურნალობს. მიახლოებითი შეფასებით, კონუქტივიტი ჯანდაცვის პირველადი რგოლის კონსულტაციების თითქმის 1 % -ის მიზეზს წარმოადგენს.[2] ინგლისში ყოველწლიურად კონუტივიტის 13-14 შემთხვევაა 1000 მოსახლეზე.[3][4] ინციდენტობის მაჩვენებელი, როგორც ჩანს, მეტია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში (80 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე), ვიდრე 4 წლის ზევით ასაკის ბავშვებში (12 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე).[5] ა.შ.შ.-ში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ყველა ვიზიტის 3% დაკავშირებულია თვალის დაავადებებთან, აქედან 30% კონუქტივიტთან. პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან ვიზიტების 2% განპირობებულია თვალის პათოლოგიებით, აქედან 54% ან კონუქტივიტით ან რქოვანას აშრევებით.[6]

ალერგიული კონიუქტივიტების 90%-ზე მეტს სეზონური კონიუნქტივიტი წარმოადგენს.[7][8][9][10][11] 2015 წელს ჩატარებულმა ონლაინ გამოკითხვამ, აშშ-ში დაადგინა, რომ სეზონური კონიუნქტივიტის მქონე პაციენტების უმრავლესობა აფიქსირებს ზომიერიდან მძიმემდე სიმპტომებს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მათი ცხოვრების ხარისხს.[12] მრავალწლიანი კონიუნქტივიტი ნაკლებად არის გავრცელებული, ამასთან, ამ ფორმის მქონე პაციენტების 80%-ს აღენიშნებათ სეზონური გამწვავებები.[7] ატოპური ალერგიული კონიუნქტივიტი მეტად არის დამახასიათებელი მოზრდილებისთვის და გაზაფხულის კონუქტივიტი (უფრო მძიმე, ქრონიკული ფორმის ალერგიული კონუქტივიტი) უფრო ხშირია ბიჭებში. ატოპიური და გაზაფხულის კონუქტივიტი ერთად თვალის ალერგიული დაავადებების 2 %-ს წარმოადგენს; ატოპიური დერმატიტი პოპულაციის 3%-ს აღენიშნება და მათგან 25%-ში ჩართულია თვალი.[8][9][10][11] გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის პრევალენტობა ევროპაში მერყეობს 1.2-დან 10.6 შემთხვევამდე 10.000 მოსახლეზე, თუმცა რქოვანას ასოცირებული გართულებების პრევალენტობა ბევრად მცირეა (0.3-2.3 10.000 მოსახლეზე).[13]

ბაქტერიული კონიუნქტივიტი უფრო ხშირია ბავშვებში, ხოლო ვირუსული კონიუნქტივიტი უფრო ხშირია მოზრდილებში. ინფექციური კონიუნქტივიტების 42%-80% ბაქტერიულია, 3% - ქლამიდიური და 13%-70% - ვირუსული.[14][15][16][17][18] კონიუქტივიტის ჯამური შემთხვევების 80%-ს ვირუსული პათოგენი იწვევს.[19]

თვალის ნაწიბუროვანი პემფიგოიდი (ლორწოვანი გარსების პემფიგოიდის ქვეტიპი) და ნეოპლასტიური კონიუქტივიტი იშვიათია.[20][Figure caption and citation for the preceding image starts]: ალერგიული (გაზაფხულის) კერატოკონუქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3cfa31a7[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაქტერიული კონიუნქტივიტიბ-ნი ჰიუ ჰარისის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@17bdb332[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვირუსული კონიუნქტივიტირობერტ სამბურსკის, მდ კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6737339

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას