პირველადი პრევენცია
ორსულ ქალებში პირველადი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის პრევენცია მოწოდებულია ხელების ჰიგიენის კარგი მეთოდებით. CDC: CMV and congenital CMV infection Opens in new window[30]
ვაქცინაცია CMV დაავადების პრევენციის მიზნით კვლავ კვლევის ფაზაშია. CMV-სერონეგატიური ტრანსპლანტანტის რეციპიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სისხლის ტრანსფუზია, უნდა მიიღონ სისხლი CMV-სერონეგატიური დონორებისგან. CMV-სერონეგატიური სისხლის დონორის დეფიციტის გამო, ეს ყველა შემთხვევაში ლოჯისტიკურად შესაძლებელი არ არის. თუ ეს ხელმისაწვდომი არ არის, რეკომენდებულია ლეიკო-რედუცირებული დასხივებული სისხლის პროდუქტების გამოყენება. ეს ამცირებს CMV-ს გადაცემის სიხშირეს დაახლოებით 1%-მდე.[31]
პაციენტებში აივ ინფექციით, CMV სამიზნე ორგანოს დაავადების პრევენციის რეკომენდებული მიდგომაა ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენება CD4+ უჯრედების რაოდენობრივი ანალიზის 100 უჯრედი/მიკროლიტრზე ზემოთ შესანარჩუნებლად.[2][32]
მეორეული პრევენცია
ანტივირუსული პროფილაქტიკა:
ეს მეთოდი გულისხმობს ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების რისკის ქვეშ მყოფი ყველა პაციენტისთვის პერორალური ანტივირუსული საშუალებების დანიშვნას, როგორიცაა ვალგანციკლოვირი ან ლეტერმოვირი. როგორც წესი, ეს მოიცავს: ყველა CMV-სეროპოზიტიური დონორი , სერონეგატიური რეციპიენტი (CMV D+/R-) მყარი ორგანოს ტრანსპლანტანტის რეციპიენტები; CMV სეროპოზიტიური რეციპიენტი (CMV R+) ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტები; და ყველა ტრანსპლანტანტის რეციპიენტი პაციენტი, რომლებიც იღებენ ლიმფოციტების დამშლელ აგენტებს უარყოფის სამკურნალოდ. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტივირუსული პროფილაქტიკა ამცირებს არა მხოლოდ CMV დაავადების ინციდენტობას, არამედ ყველა მიზეზით სიკვდილობას ორგანოთა გადანერგვის შემდეგ.[78] ის ასევე გამოიყენებოდა CMV-სეროპოზიტიურ AIDS პაციენტებში CD4 T- უჯრედების რაოდენობრივი ანალიზით <50 უჯრედი/მიკროლიტრი.[79][80] თუმცა, ანტირეტროვირუსული თერაპია (ART) ზოგადად არის მართვის უპირატესი ვარიანტი CD4-ის უჯრედების რაოდენობის გაუმჯობესების მიზნით HIV პაციენტებში, რომლებიც არიან მძიმედ იმუნოკომპრომისული.[2][32]ამ პაციენტებისთვის შემდგომი პროფილაქტიკური თერაპიის დამატებისას, მნიშვნელოვანია ტაბლეტებით დატვირთვის და დამატებითი მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გათვალისწინება.
ლეტერმოვირი, ორალური ანტივირუსული აგენტი, რომელიც მოქმედებს CMV DNA ტერმინაზას კომპლექსსზე, მიღებულ იქნა, როგორც არჩევის პრეპარატი ანტივირუსული პროფილაქტიკისთვის ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატის რეციპიენტებში CMV რეპლიკაციის მაღალი რისკით, როგორიცაა შეუთავსებელი ან არანათესავი დონორები, ღეროვანი სისხლის ტრანსპლანტაცია, ან ტრანსპლანტანტი-მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების არსებობა.[81] ლეტერმოვირი აპრობირებულია აშშ-სა და ევროპაში CMV ინფექცია/დაავადების პროფილაქტიკისთვის მოზრდილ CMV-სეროპოზიტიური რეციპიენტებში (CMV R+) ალოგენური ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს. რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში, ლეტერმოვირის ადიმინისტრირებამ 14 კვირის განმავლობაში ტრანსპლანტაციის შემდგომ 24 კვირაზე მნიშვნელოვნად შეამცირა CMV ინფექციის ინციდენტობა პლაცებოსთან შედარებით (37% v. 61%, შესაბამისად; P <0.001)[81] აღსანიშნავია, რომ CMV დაბალი დონის რეპლიკაცია ხშირია HCT რეციპიენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს, თუმცა ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა ბოლომდე არ არის ცნობილი.[82]
ლეტერმოვირი, ასევე აპრობირებულია აშშ-ში და ევროპაში CMV ინფექცია/დაავადების პროფილაქტიკისთვის თირკმლის ტრანსპლანტატის მოზრდილ რეციპიენტებში , რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ (CMV D+/R-). რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში, რომელიც ადარებდა ლეტერმოვირს ვალგანციკლოვირთან CMV-სერონეგატიურ მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს ორგანო CMV-სეროპოზიტიური თირკმლის ტრანსპლანტატ დონორისგან, ლეტერმოვირი არ ჩამორჩებოდა ვალგანციკლოვირს CMV დაავადების პროფილაქტიკისთვის ტრანსპლანტაციის შემდეგ 52 კვირზე (10.4 % 11.8%-ის წინააღმდეგ) და ჰქონდა ლეიკოპენიის ან ნეიტროპენიის უფრო დაბალი მაჩვენებელი. ლეტერმოვირი იწვევდა პროფილაქტიკის შეწყვეტის დაბალ მაჩვენებელს გვერდითი მოვლენების გამო (4.1% წინააღმდეგ 13.5% ვალგანციკლოვირისთვის) და არ დაფიქსირებულა წამლისადმი რეზისტენტობის შემთხვევები მათ შორის, ვინც მკურნალობდა.[83] პრეპარატის მაღალი ღირებულების გამო, არსებობს გარკვეული კამათი იმის შესახებ, უნდა იქნას თუ არა გამოყენებული ლეტერმოვირი, როგორც არჩევის პრეპარატი პროფილაქტიკისთვის ამ პოპულაციაში, ან მხოლოდ ვალგანციკლოვირის ტოქსიკურობის შემთხვევაში.
კონგენიტალური ინფექციის პრევენცია ციტომეგალოვირუსით ინფიცირბეული ორსული ქალების მკურნალობის გზით წარმოადგენს მიმდინარე კვლევის საგანს.[30] ერთ პროსპექტულ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში ნაჩვენებია, რომ ვალაციკლოვირი ამცირებს CMV ვერტიკალურ გადაცემას პლაცებოსთან შედარებით, როდესაც მიეცემა ორსულს პირველადი CMV ინფექციით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში შეძენილი CMV-თვის; თუმცა, საჭიროა მეტი კვლევები მკურნალობის დროისა და ხანგრძლივობის ეფექტის დასადგენად.[84] გარდა ამისა, ცალკეული პაციენტის მონაცემების მეტა-ანალიზი მიუთითებს, რომ ვალაციკლოვირი მნიშვნელოვნად ამცირებს CMV ვერტიკალურ გადაცემას პერიკონცეფციურად და პირველ ტრიმესტრში შეძენილი ინფექციებისთვის, ასევე ამცირებს ახალშობილთა ინფექციებს და ორსულობის შეწყვეტას CMV-ის გამო. მისი ეფექტიანობა გაუმჯობესებულია მკურნალობის ადრეული დაწყებით, მძიმე ფორმის გვერდითი ეფექტების მინიმალური მაჩვენებლით.[85] ერთმა კვლევამ, რომელიც აფასებდა ჰიპერიმუნოგლობულინის მიზნობრივ ეფექტურობას ორსულებში პირველადი CMV ინფექციით, აჩვენა, რომ ის მნიშვნელოვნად არ ამცირებს ვერტიკალური გადაცემის სიხშირეს პლაცებოსთან შედარებით.[86] კიდევ ერთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა, რომელიც აფასებდა ჰიპერიმუნოგლობულინს თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინექციის პრევენციის კუთხით, შეჩერდა ნაადრევად, უსარგებლო შედეგების გამო.[87]
გამაფრთხილებელი თერაპია:
მეთოდს თან სდევს ანტივირუსული მედიკამენტების მიწოდება, ხშირად ვალგანციკლოვირს, ან ინტრავენურ განციკლოვირს, მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ასიმპტომური ვირუსული რეპლიკაციისთვის დამახასიათებელი ლაბორატორიული მაჩვენებლები. ამ სტრატეგიის ძირითადი კომპონენტი გამოირჩევა მაღალი წინასწარ განსაზღვრულობით და სენსიტიური მეთოდია სისხლში CMV-ის გამოსავლენად, როგორიცაა ნუკლეინის მჟავის ტესტირება (NAT), ან ანტიგენემიური ანალიზი.[88][89][90] ამ პაციენტებში ანტივირუსული მედიკამენტის ადმინისტრირების ხანგრძლივობა იმართება ციტომეგალოვირუსის ზედამხედველობით NAT-ის, ან ანტიგენემიის საშუალებით. ზოგადად, ეს მიეწოდება 2 კვირამდე უარყოფითი CMV NAT, ან ანტიგენემიის ანალიზის შემდეგ. გამაფრთხილებელი თერაპია ჩანს რომ ეფექტურია ციტომეგალოვირუსის დაავადების პრევენციაში პლაცებოსათან, ან სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით, მაგრამ არ არსებობს საკმარისი კვლევა იმის განსასაზღვრად, თუ ეს ეფექტი ასევე ეხება მყარი ორგანოს ტრანსპლანტატის მიმღებებში პროფილაქტიკას.[91] მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პროფილაქტიკა და წინასწარი თერაპია რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსის პრევენციის მიზნით მყარი ორგანოების ტრანსპლანტანტის მიმღებ პაციენტებში, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც აფასებდა ამ ორ მიდგომას ციტომეგალოვირუსზე სეროდადებით და სეროუარყოფით ღვიძ₾ის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში, აღმოჩნდა, რომ წინასწარი თერაპია უზრუნველყოფდა ციტომეგალოვირუსის შედარეით უფრო დაბალ ინციდენტობას 12 თვის განმავლობაში; საჭიროა დამატებითი კვლევები.[92]
სკრინინგი:
ჩვილებისთვის, ვერტიკალურად გადაცემული HIV-ით, რეკომენდებულია თანდაყოლილი CMV ინფექციაზე რუტინული ტესტირება სიცოცხლის პირველი 21 დღის განმავლობაში. CMV ტესტირება ასევე რეკომენდებულია ყველა ჩვილისთვის, რომელიც ექსპოზირებულია HIV-თან საშვილოსნოში, რადგან მათი HIV სტატუსი განუსაზღვრელი იქნება სიცოცხლის პირველი სამი კვირის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელია თანდაყოლილი CMV ინფექციის დიაგნოზი. მონაცემები მიუთითებს, რომ თანდაყოლილი CMV-ის პრევალენტობა შეიძლება იყოს უფრო მაღალი ჩვილებში, რომლებიც ექსპოზირებულია HIV-თან, შედარებით იმ ჩვილებთან, რომლებიც არ არიან HIV-ექსპოზირებული, და რომ თანდაყოლილი CMV და აივ ერთობლივი გადაცემა გადაცემის სიხშირე, ისევე როგორც სიმპტომატური თანდაყოლილი CMV ინფექცია მაღალია HIV ექსპოზირებულ ჩვილებში.[32]
CMV ანტისხეულების ტესტირება რეკომენდებულია 1 წლის ასაკში (ან საბაზისო შეფასებისას, თუ ასაკი 1 წელზე მეტია თავდაპირველი მომართვისას) და შემდეგ ყოველწლიურად CMV-სერონეგატიური ჩვილებისა და HIV ბავშვებისთვის, რომლებიც იმუნოსუპრესიულნი არიან (მაგ. CD4 უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი <100 უჯრედი/მიკროლიტრი ან CD4 პროცენტი <10%).[32]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას