გართულებები
ინტრავენური განციკლოვირის ან ვალგანციკლოვირის თერაპიის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია ძვლის ტვინის სუპრესია, ყველაზე ხშირად ლეიკოპენიასა და თრომბოციტოპენიასთან ერთად.[75] განციკლოვირის შემცირებული დოზა გამოიყენება ამ გართულების სამართავად, თუმცა ამან შეიძლება მიგვიყვანოს რეზისტენტულ ვირუსამდე. გრანულოციტების კოლონიის-მასტიმულირებელი ფაქტორის (G-CSF) გამოყენება შეთავაზებულია როგორც პოტენციური მკურნალობის ვარიანტი.[76]
ფოსკარნეტით მკურნალობისას ხშირია ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის.[2] რეკომენდებულია ამ დარღვევების რუტინული მონიტორინგი და დეფიციტური ელექტროლიტების შევსება.
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინვაზია ბადურაზე იწვევს პერმანენტულ დაზიანებას, ამრიგად, კონტროლირებული ვირუსული ინფექციის შემთხვევაშიც კი, ბადურის დესტრუქციაა შეუქცევადია. აქედან გამომდინარე, CMV რეტინიტის ადრეული დიაგნოზი პერმანენტული სიბრმავის პრევენციის მთავარი გასაღებია .[37]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას