მიდგომა
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ სტატუსზე. იმუნოკომპეტენტურ პირებს ხშირად არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომები. თუმცა, იმუნოკომპრომისულ პირებს აქვთ ცხელება, ძვლის ტვინის სუპრესია და სამიზნე ორგანოს დაავადებები. CMV-ს კლინიკური სურათით მომართულ ყველა პაციენტში რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი, შრატის კრეატინინი და ღვიძლის ფუნქციური სინჯები (LFTs). CMV კონფირმაციისთვის დიაგნოსტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს თითოეულ საეჭვო შემთხვევაში და ტესტირების მეთოდი დამოკიდებულია იმუნურ სტატუსზე.
CMV-ის ლაბორატორიული შეფასება
იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში პირველადი CMV ინფექცია დიაგნოსტირდება სეროლოგიის გამოყენებით, CMV-სპეციფიკური IgM-ის დეტექციით. CMV ანტისხეულების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება დაადასტუროს ახლახანდელი CMV ინფექციის დიაგნოზი. ტრანსპლანტაციის პირობებში სეროლოგია სასარგებლოა CMV დაავადების რისკის დასადგენად, მაგრამ არა მწვავე CMV ინფექციის დიაგნოზისთვის.
იმუნოკომპრომისულ მასპინძლებში CMV დაავადების დიაგნოზი დასტურდება სისხლსა და ქსოვილოვან ნიმუშებში ვირუსის დემონსტრირებით ან დეტექციით.[33] CMV ინფექციის დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის, რესპირატორული სეკრეტის, მინისებური სითხის, ცერებროსპინალური სითხის და ქსოვილოვანი ნიმუშების ვირუსული კულტურა. ციტოპათიური ეფექტების დემონსტრირებამდე ჩვეულებრივ სინჯარის კულტურას სჭირდება რამდენიმე კვირა; აქედან გამომდინარე, ის რეალურ დროში კლინიკური მოვლისას არ არის გამოსადეგი. შემოგარსული სინჯარის ანალიზი (ვირუსული კულტივაციის მეთოდის სხვა ტიპი) შედეგებს იძლევა 48 საათს განმავლობაში, მაგრამ ზოგადად ვირუსულ კულტურას აქვს მწირი სენსიტიურობა და უმეტეს დაწესებულებებში ჩანაცვლებული იქნა მოლეკულური ანალიზებით.
ამჟამად, ამ ნიმუშებში CMV-ის დეტექციის ყველაზე სწრაფი და სენსიტიურ მოლეკულურ მეთოდად ითვლება ნუკლეინის მჟავის რაოდენობრივი ანალიზი (NAT), რომელიც გამოავლენს და რაოდენობრივად ითვლის ვირუსის ნუკლეინის მჟავას. ბევრი ექიმი მიიჩნევს, რომ ეს უპირატესი დიაგნოსტიკური მეთოდია. ანალიზი არის სწრაფი და მისი რაოდენობრივი თვისება იძლევა დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირების საშუალებას და გამოიყენება როგორც გზამკვლევი მკურნალობის დროს. თუმცა, NAT-ის სხვადსხვა ანალიზების შედეგები არ ყოფილა პირდაპირი წესით შედარებული. შემუშავებულია WHO-ს სტანდარტი CMV რაოდენობრივი ანალიზისათვის და ვირუსული დატვირთვები ახლა შეიძლება დაფიქსირდეს საერთაშორისო ერთეულებში, რაც უფრო დიდი სტანდარტიზაციის საშუალებას იძლევა. თუმცა ზოგიერთი მონაცემი ვარაუდობს, რომ ლაბორატორიებს შორის მნიშვნელოვანი მიმდინარე ცვალებადობა შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს.[34][35]
ზოგიერთ ცენტრში, pp65 ანტიგენის (ანტიგენემიის ანალიზი) გამოვლენა პერიფერიული სისხლის ლეიკოციტებში დიაგნოზის სწრაფი მეთოდია.[36] ამ ანალიზში ლეიკოციტების არსებობის აუცილებლობა ზღუდავს მის გამოყენებას ლეიკოპენიის მქონე ადამიანებში, როგორიცაა ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტის რეციპიენტები და ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიული აგენტის მიმღები პირები.[36] გარდა ამისა, ის ნახევრად რაოდენობრივია და რთულია სტანდარტიზაცია ცენტრებს შორის.[36] ანტიგენემიის ანალიზები ამჟამად იშვიათად გამოიყენება CMV ინფექციის დიაგნოსტიკისთვის.
კლინიკური პრეზენტაცია და გამოკვლევა ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ნორმალური იმუნური ფუნქცია
ბიოფსია: კლინიკური დაავადების მქონე პაციენტებს, რომელნიც მიანიშნებენ ქსოვილის-ინვაზიურ CMV დაავადებაზე, CMV-ის ჩამრთავი სხეულების გამოსავლენად ქსოვილის ნიმუში (ღვიძლის, ნაწლავის ლორწოვანის, ფილტვის) შეიძლება მიღებულ იქნას ბიოფსიის საშუალებით.
ჯანმრთელ ადამიანებში CMV ინფექცია, ჩვეულებრივ, უსიმპტომოა.
თუ სიმპტომატურია, CMV ინფექციის კლინიკური გამოვლინებები შეიძლება დაემსგავსოს ინფექციურ მონონუკლეოზის სინდრომს (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ყელის ტკივილი).
ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას მაკულოპაპულური გამონაყარი.
ნორმალური იმუნური ფუნქციის მქონე პირებში კლინიკური სურათი და გამოკვლევები
FBC:
ატიპიური ლიმფოციტოზი, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ლაბორატორიული მარკერი, როგორიცაა CMV, იმუნოკომპეტენტურ პაციენტში.
ღვიძლის ფუნქციური ტესტები:
ამინოტრანსფერაზები ან ტუტე ფოსფატაზა ხშირად მომატებულია.
CMV-ის გამოვლენა:
ყველა პაციენტს, რომელიც საეჭვოა CMV ინფექციაზე, უნდა ჩაუტარდეს ტესტირება CMV-ის არსებობის დასადასტურებლად. მიუხედავად იმისა, რომ NAT ანალიზი უზრუნველყოფს სწრაფ დიაგნოზს, CMV სეროლოგია (CMV IgM) ყველაზე ხელმისაწვდომი ტესტია თემში და ხშირად საკმარისია იმუნოკომპეტენტურ პირებში დიაგნოზისთვის.
ხშირად, გასინჯვა არ არის ბევრის მომცემი, გარდა ლიმფადენოპათიის შემთხევებისა.
ბიოფსია: კლინიკური დაავადების მქონე პაციენტებს, რომელნიც მიანიშნებენ ქსოვილის-ინვაზიურ CMV დაავადებაზე, CMV-ის ჩამრთავი სხეულების გამოსავლენად ქსოვილის ნიმუში (ღვიძლის, ნაწლავის ლორწოვანის, ფილტვის) შეიძლება მიღებულ იქნას ბიოფსიის საშუალებით.
მკვრივ ორგანოებში ცხელების და ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტანტის მქონე პაციენტები უნდა შევაფასოთ, როგორც CMV დაავადების გამოვლინება. ეს განსაკუთრებით რელევანტურია მკვრივი ორგანოების ტრანსპლანტანტების მქონე რეციპიენტებში, რომლებსაც გარკვეული რისკ-ფაქტორები აქვთ, როგორიცაა CMV-სერონეგატიურობა სეროპოზიტიური დონორით (CMV D+/R-), მწვავე მოცილება, ინტენსიური იმუნოსუპრესიული მედიკამენტის მიღება ან სეფსისი.[27] ეს ასევე აქტუალურია CMV - სეროპოზიტიური ალოგენური ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატის მიმღების შემთხვევაში, რომელიც მაღალი რისკის ქვეშაა T - უჯრედების დაშლის გამო, ან პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება .[21] ბევრი პაციენტი ასევე შესაძლოა წარმოდგეს სერიოზული საერთო სისუსტით ცხელების გარეშე.
CMV შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; შეიძლება აღინიშნოს ღებინება (გასტრიტი) და დიარეა (კოლიტი). პნევმონიტი შეიძლება გამოვლინდეს ხველით და ქოშინით. მიოკარდიტი, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ნეფრიტი და ენცეფალიტი იშვიათად გვხვდება. AIDS მქონე პაციენტებისაგან განსხვავებით, CMV რეტინიტი ჩვეულებრივ არ აღინიშნება ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.[37]
ვირტუალურად, ყველა ორგანო შეიძლება იქნას დაზიანებული CMV-ის მიერ.
FBC:
შეიძლება აჩვენოს ანემია, ლეიკოპენია, ან თრომბოციტოპენია.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
CMV ჰეპატიტი შეიძლება გამოვლინდეს შრატში ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსფერაზების დონის ამაღლებით. ტუტე ფოსფატაზის ამაღლებული დონე ხშირად მიუთითებს ჰეპატობილიარული სისტემის თანმხლებ ჩართულობაზე.[33]
CMV-ის გამოვლენა:
რაოდენობრივი NAT უპირატესია ვიდრე pp65 ანტიგენემია და ვირუსული დიაგნოსტიკა მისი მაღალი მგრძნობელობისა და უფრო სწრაფი შედეგების გამო. CMV სეროლოგია ჩვეულებრივ არ ინიშნება ტრანსპლანტატ პაციენტებში მწვავე CMV დაავადების დიაგნოსტიკისთვის.[36] NAT-ის ნიმუშები არებული უნდა იქნას დაავადების სავარაუდო ადგილიდან.
გულმკერდის რენტგენი
ეს უნდა ჩატარდეს მძიმე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ფილტვის სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ CMV დაავადებაზე. CMV პნევმონიტის დროს შეიძლება აღინიშნოს ინტერსტიციული ინფილტრატები, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს კვანძები.[38] თუ ფილტვების ჩართულობის დიაგნოზი საჭიროებს შემდგომ რადიოლოგიურ შეფასებას, უნდა ჩატარდეს ფილტვის CT სკანირება.[39][Figure caption and citation for the preceding image starts]: პირველადი CMV პნევმონიტით გამოწვეული დიფუზური ინტერსტიციური და პარენქიმული ცვლილებების მქონე ფილტვის ტრანსპლანტირებულ პაციენტებში გულ-მკერდის კტ კვლევაექიმი რეიმანდ რეზონაბლეს კოლექციიდან; გამოყნებულია მისი ნებართვით [Citation ends].
ხშირად აჩვენებს ანემიას, ლეიკოპენიას, ან თრომბოციტოპენიას. ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
CMV ჰეპატიტი შეიძლება მანიფესტირებული იყოს შრატში მომატებული ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსფერაზების დონით. ალკალინ ფოსფატაზას მომატებული დონეები ხშირად მიუთითებს თანდართულ ჰეპატობილიარული სისტემის ჩართულობაზე.[40] თუმცა, კლინიკურ პრაქტიკაში, კუჭ-ნაწლავის დაავადების წინასწარი დიაგნოზი ხშირად კეთდება ვირემიის გამოვლენის საფუძველზე, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები. თუმცა, CMV გასტრიტის ან კოლიტის მქონე ყველა პაციენტს არ უვითარდება ვირემია.[41]
მწვავე CMV დაავადების დიაგნოსირებისთვის CMV სეროლოგიას, როგორც წესი, არ მიმართავენ. გულ-მკერდის რენტგენი:
პაციენტებს, კლინიკური ავადმყოფობით, რომელიც მიუთითებს ქსოვილის ინვაზიური CMV დაავადებაზე, შეიძლება ბიოფსიის გზით აეღოს ქსოვილის ნიმუშები (ღვიძლი, ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ფილტვები) CMV ჩართული სხეულაკების დეტექციის მიზნით.[36][42] ხშირად, სიმპტომები შეიძლება გავდეს ალოტრანსპლანტატის მწვავე უარყოფას და ბიოფსია დაეხმარება ამ კლინიკურ ერთეულების დიფერენცირებას.
ესენი შეიძლება დანიშნული იყოს გასტროინტესტინური ჩართულობის მქონე პაციენტებში, და შეიძლება აჩვენოს ლორწოვანის ჰიპერემია და დაწყლულება, რაც ტიპიურია CMV დაავადებისთვის. თუმცა, კლინიკურ პრაქტიკაში, გასტროენტერიტის დაავადების სავარაუდო დიაგნოზი კეთდება ვირუსემიის აღმოჩენის შემთხვევაში, რასაც თან სდევს შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები.
ბიოფსია: კლინიკური დაავადების მქონე პაციენტებს, რომელნიც მიანიშნებენ ქსოვილის-ინვაზიურ CMV დაავადებაზე, CMV-ის ჩამრთავი სხეულების გამოსავლენად ქსოვილის ნიმუში (ღვიძლის, ნაწლავის ლორწოვანის, ფილტვის) შეიძლება მიღებულ იქნას ბიოფსიის საშუალებით.
ხშირად, სიმპტომებმა შეიძლება შენიღბონ ტრანსპლანტატის უარყოფა, და ბიოფსია დაგვეხმარება ნოზოლოგიური ერთეულების დიფერენცირებაში. კლინიკური სურათი და კვლევა შიდსის მქონე პაციენტებში[2] წარმოდგენილი მახასიათებლები: შიდსის მქონე პაციენტებში CMV დაავადების ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა რეტინიტი.
სხვა ორგანოთა სისტემების ჩართვისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი (ენცეფალიტი), სისუსტე, ხველა და ქოშინი (პნევმონიტი), ღებინება (გასტრიტი), დიარეა და სხვა კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (კოლიტი).[2] CMV-ს მიერ შეიძლება დაზიანდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს სისტემა.[43]
ფუნდოსკოპია: ვიზუალური მცურავი ჩრდილები სამედიცინო შეფასების ყველაზე გავრცელებული წამყვანი ჩივილია, მძიმე ფორმის შემთხვევები იწვევს სიბრმავეს დიაგნოზიდან რამდენიმე თვეში. ფუნდოსკოპიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია ბადურის შესაფასებლად როგორც უსიმპტომო, ასევე სიმპტომურ პაციენტებში, რომლებშიც საეჭვოა CMV რეტინიტი. ციტომეგალოვირუსული რეტინიტის არსებობისას ფუნდოსკოპია გამოავლენს ინფარქტის არეებს, ჰემორაგიას, პერივასკულარულ გარსს და ბადურის დაბინდვას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუნდოსკოპია (მარცხენა თვალი) აჩვენებს CMV რეტინიტს არეალებს ინფერონაზალურად ვასკულარული არკადების და ოპტიკური დისკის ჩართულობით, ასოცირებულს ვასკულიტთან და ალისებრ ჰემორაგიასთანადაპტირებულია BMJ-ის შემთხვევათა მოხსენებებიდან 2009, copyright © 2009 (საავტორო უფლებები) შპს BMJ გამომცემლობის ჯგუფის მიერ [Citation ends].
FBC:
შეიძლება აჩვენოს ანემია, ლეიკოპენია, ან თრომბოციტოპენია.
CMV-ის გამოვლენა:
NAT და pp65 ანტიგენის დეტექცია, ისევე როგორც ვირუსული კულტურა, შეიძლება გამოყენებულ იქნას CMV-ს აღმოჩენის მიზნით სისხლში, დაზიანებულ სითხეში ან ქსოვილის ნიმუშებში.
CD4-ის რაოდენობა:
კლინიკურად, პაციენტს აქვს მძიმე იმუნოსუპრესია, რაზეც მიანიშნებს CD4 T-ის უჯრედების რაოდენობა <50 უჯრედი/მიკროლიტრი.[2]
გულმკერდის რენტგენი
ეს უნდა შესრულდეს პულმონური სიმპტომების მქონე ნებისმიერ იმუნოკომპრომისულ პაციენტში, რაც მიანიშნებს CMV დაავადებაზე. CMV პნევმონიის არსებობისას შეიძლება გამოვლინდეს ინტერსტიციული ინფილტრატები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენი გვიჩვენებს ფილტვებში დიფუზურ ინფილტრატს იმუნოკომპრომისულ პაციენტში, რომელსაც აქვს მძიმე CMV პნევმონიტიექიმი რეიმანდ რეზონაბლეს კოლექციიდან; გამოყნებულია მისი ნებართვით [Citation ends].
მწვავე CMV დაავადების დიაგნოსირებისთვის CMV სეროლოგიას, როგორც წესი, არ მიმართავენ. გულ-მკერდის რენტგენი:
ქსოვილის მიმართ ინვაზიური ციტომეგალოვირუსული დაავადების ამსახველი კლინიკური ავადმყოფობის დროს, რეკომენდებულია ქსოვილის ნიმუშის ბიოფსია (ღვიძლი, ნაწლავების ლორწოვანი, ფილტვი).[2] კლასიკური ფუნდოსკოპიური მონაცემებით წარმოდგენილი ციტომეგალივირუსი რეტინიტი არ საჭიროებს ბიოფსიას. თუმცა, ატიპიურ შემთხვევებში, მინისებრი სხეულის სითხეში ციტომეგალივირუსის ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაცია დაადასტურებს დიაგნოზს.
ჩვილებში თანდაყოლილი CMV ინფექციის კლინიკური სურათი და კვლევა
ანტენატალური დიაგნოზი:
თანდაყოლილი CMV ინფექცია საეჭვო უნდა იყოს, თუ ორსულობის დროს არის სიმპტომური ან უსიმპტომო დედის სეროკონვერსია, ან თუ ანტენატალური ულტრაბგერით გამოვლენილია ნაყოფის ანომალიები, რომლებიც მიუთითებენ CMV ინფექციაზე.[10]
ორსულობის დროს დედის პირველადი CMV ინფექციის დიაგნოზი ჩვეულებრივ ეფუძნება პოზიტიურ CMV-IgG-ს ორსულ ქალში, რომელიც ადრე იყო სერონეგატიური, ან სპეციფიკური IgM ანტისხეულების გამოვლენას, რომელიც დაკავშირებულია IgG-ს დაბალ ავიდობასთან.[30] დედის უნივერსალური სკრინინგის არარსებობის შემთხვევაში, CMV-ზე სეროლოგიური ტესტირება ნაჩვენებია გრიპის მსგავსი ავადმყოფობის მქონე ქალებისთვის ორსულობის დროს, სონოგრაფიული დასკვნების გამოვლენის შემდეგ, რომლებიც მიუთითებენ თანდაყოლილ CMV ინფექციაზე, ან თუ ამას ითხოვს უსიმპტომო დედა. მსგავსი კლინიკური გამოსავალი დაფიქსირდა ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ პირველადი ინფექციის მქონე დედებისგან, არაპირველადი ინფექციის მქონე დედებისგან დაბადებულ ახალშობილებთან შედარებით.[44] როგორც ასეთი, ციტომეგალოვირუსთან ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სერონეგატიური დედებს (მაგ: ჯანდაცვის თანამშრომლები და ბავშვთა მომვლელები, ბავშვიანი დედები, რომლებიც დადიან სოცილაური დახმარების ცენტრებში) უნდა შესთავაზოთ სეროლოგიური მონიტორინგი ორსულობის დროს.[29]
ანტენატალური ულტრაბგერითი ნიშნები, რომლებიც მიუთითებს თანდაყოლილი CMV ინფექციაზე, მოიცავს: ინტრაუტერინულად ნაყოფის ზრდის შეფერხებას, ცერებრალური პარკუჭების გაფართოებას, ინტრაკრანიალურ კალციფიკატებს, მიკროცეფალიას და მოცულობის გაზრდას ან შემცირებას. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის, ელენთის ან გულის გადიდება და ნაწლავის ჰიპერექოგენურობა.[10] სერიული ულტრაბგერითი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ყოველ 2-4 კვირაში თანდაყოლილი CMV ინფექციის დიაგნოზის შემდეგ, რათა გამოვლინდეს სონოგრაფიული დარღვევები; ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ნაყოფის პროგნოზის განსაზღვრას, თუმცა სონოგრაფიული დასკვნების არარსებობა არ არის ნორმალური გამოსავალის წინაპირობა.[29]
ამნიოცენტეზი ან ნაყოფის სისხლის ნიმუშის აღება საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ CMV-ზე ორსულობის 21-ე კვირიდან.[29][30] ნაყოფის სისხლის ნიმუშებისა და ამნიონური სითხის ტესტირება ხდება CMV-ზე NAT-ის გამოყენებით. IgM ანტისხეულის გაზომვა, pp65-ის ანტიგენემია, ვირუსული კულტურა ჩვეულებრივ არ გამოიყენება.
ანტენატალური დიაგნოზის დროს გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორებია: დედის პირველადი CMV ინფექციის დადასტურება, დედის დაინფიცირების დროის დადგენის მცდელობა, და შესაბამისი დროის შერჩევა ნაყოფის ნიმუშების მისაღებად. არსებობს ცრუ უარყოფითი შედეგების მიღების გაზრდილი რისკი, თუ ნაყოფის სინჯის აღება ჩატარდება დედის ინფექციის დაწყებიდან ძალიან ახლოს, ჩვეულებრივ, გესტაციის 21 კვირამდე.[45] დედებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია ნაყოფზე ინფექციის ტრანსმისიის რისკების, დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების და ნაყოფის ინფექციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომი ტესტირების შესახებ და როგორ გააგრძელონ ორსულობა.[10][30]
დაბადებისას არსებული მონაცემები:
თანდაყოლილი CMV ინფექციით ახალშობილთა 85% - 90% დაბადებიდან უსიმპტომოა. დანარჩენი, 15% -დან 20% -მდე შეიძლება გამოვლინდეს მიკროცეფალია, ჰეპატოსპლენომეგალია, პეტექია ან პურპურა, ან ნეიროსენსორული სმენის დაკარგვა. იშვიათად, კლინიკურმა გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს ჰიპოტონია ან თავის არანორმალური ჩამორჩენა.[46][47] ახალშობილთა 10%-დან 15%-მდე სიმპტომებით დაბადებისას, 40%-60%-ს განუვითარდება პერმანენტული და გრძელვადიანი ნევროლოგიური დარღვევები და ნეიროსენსორული სიყრუე.[10]
სისხლის საერთო ანალიზი:
შეიძლება აჩვენოს თრომბოციტოპენია ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება იყოს მომატებული.
ახალშობილში CMV-ის დიაგნოზი:
CMV შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვისა და/ან შარდის მოლეკულური ანალიზით, რომელიც აღებულია სიცოცხლის პირველი სამი კვირის განმავლობაში. სხვა დიაგნოსტიკური მეთოდები, როგორებიცაა ვირუსული კულტურა, pp65 ანტიგენის დეტექცია და CMV სეროლოგია, რუტინულად არ ტარდება მოლეკულური ანალიზების გაზრდილი მგრძნობელობის გამო. CMV ასევე შეიძლება გამოვლინდეს მოლეკულური ანალიზებით ცენტრალური ნერვული სისტემის და სისხლის ნიმუშებიდან.[46]
ჩვილებისთვის, ვერტიკალურად გადაცემული HIV-ით, რეკომენდებულია თანდაყოლილი CMV ინფექციაზე რუტინული ტესტირება სიცოცხლის პირველი 21 დღის განმავლობაში. CMV ტესტირება ასევე რეკომენდირებულია ყველა ჩვილისთვის, რომელიც ექსპოზირებულია აივ ინფექციასთან საშვილოსნოში, რადგან მათი აივ სტატუსი განუსაზღვრელი იქნება სიცოცხლის პირველი სამი კვირის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი იქნება თანდაყოლილი CMV ინფექციის დიაგნოზი. მონაცემები მიუთითებს, რომ თანდაყოლილი CMV-ის პრევალენტობა შეიძლება იყოს უფრო მაღალი ჩვილებში, რომლებიც ექსპოზირებულია HIV-თან, ვიდრე იმ ჩვილებში, რომლებიც არ იყვნენ ექსპოზირებული, და რომ თანდაყოლილი CMV და HIV ერთობლივი გადაცემის სიხშირე, ისევე როგორც სიმპტომატური თანდაყოლილი CMV ინფექცია, მაღალია HIV ექსპოზირებულ ჩვილებში.[32]
ტვინის ულტრაბგერა / მრტ:
ყველა ახალშობილს, რომელიც საეჭვოა თანდაყოლილი CMV ინფექციაზე, უნდა ჩაუტარდეს ცერებრალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, თავის ტვინის MR-ით, რათა დადგინდეს ნევროლოგიური ჩართულობა საწყის ეტაპზე.
შეიძლება გამოვლინდეს ინტრაკრანიალური კალციფიკატები, მიკროცეფალია, ცერებრალური პარკუჭების გაფართოება და თეთრი ნივთიერების ანომალიები.[46]
CMV-ის ანტენატალური სკრინინგი
ანტენატალური CMV სკრინინგი რუტინულად არ ტარდება, მაგრამ რეკომენდებულია, თუ დედას აქვს მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები ან თუ არსებობს ნაყოფის ანომალიები ანტენატალურ ულტრაბგერით კვლევაზე. ის შესაძლოა შევთავაზოთ დედებს , რომლებიც მოითხოვენ ანალიზის ჩატარებას.[28]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას