კრიტერიუმები
ტრანსპლანტატის მიმღებებში CMV ინფექციის განსაზღვრება და დაავადება[41][48]
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექცია:
სხეულის ნებისმიერ სითხეში ან ქსოვილის ნიმუშში CMV ვირუსის განსაზღვრა და გამოყოფა, ან ვირუსული პროტეინების ან ნუკლეინის მჟავის გამოვლენა.
განმეორებითი ინფექციები:
განისაზღვრება, როგორც CMV-ის ახალი გამოვლენა, პაციენტებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებათ დოკუმენტირებული ინფექცია და არ გამოუვლინდათ ვირუსი ორ თანმიმდევრობით კვლევაში, როგორც წესი 1 კვირის ინტერვალით.
რეინფიცირება:
განისაზღვრება, როგორც ციტომეგალივირუსის შტამის ახალი გამოვლენა, რომელიც განსხვავდება თავდაპირველი ინფექციის გამომწვევი შტამებისგან. გაითვალისწინეთ, რომ შტამის ტიპირება არ კეთდება კვლევის გარეთ.
CMV-ის სინდრომი:
მიანიშნებს მნიშვნელოვანი ზოგადი სისუსტის არსებობაზე და/ან ცხელებაზე, რომელსაც ხშირად თან სდევს ძვლის ტვინის სუპრესია. სხვა პათოგენები უნდა გამოირიცხოს.
მყარი ორგანოების ტრანსპლანტის რეციპიენტებში, CMV სინდრომი ხასიათდება ცხელებით და/ან შეუძლოდ ყოფნით, ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის გამოვლინებით.
ციტომეგალოვირუსული პნევმონიტი:
განისაზღვრება პულმონარული დაავადების ნიშნების და/ან სიმპტომების არსებობით, ასოცირებულს ბრონქოალვეოლარულ ლავაჟში ან ფილტვის ქსოვილის ნიმუშში CMV-ის გამოვლენით.
CMV გასტროინტესტინური დაავადება:
განისაზღვრება კლინიკური სიმპტომებით და ლორწოვანის მიკროსკოპული დაზიანებების ენდოსკოპიური მაჩვენებლებით, და გასტროინტესტინური ტრაქტის ბიოფსიის ნიმუშში CMV-ის (კულტურით, ჰისტოპათოლოგიით, იმუნოჰისტოქიმიური ანალიზით, ან ინ სიტუ ჰიბრიდიზაციით) დემონსტრირებით.
CMV ჰეპატიტი:
განისაზღვრება მომატებული ბილირუბინის და/ან ფერმენტების დონეების მაჩვენებლებით, ჰეპატიტის სხვა დოკუმენტირებული მიზეზების არ არსებობით, და ღვიძლის ბიოფსიის ნიმუშში CMV-ის (კულტურით, ჰისტოპათოლოგიით, იმუნოჰისტოქიმიური ანალიზით, ან ინ სიტუ ჰიბრიდიზაციით) გამოვლენით.
CMV რეტინიტი:
CMV რეტინიტის დიაგნოსტირებისთვის ტიპიური დაზიანებები აუცილებლად უნდა იქნას დამოწმებული ოფთალმოლოგის მიერ.
რეზისტენტული და რეფრაქტერული CMV ინფექციისა და დაავადების დეფინიციები ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში[49]
შემდეგი დეფინიციები რეფრაქტერული და რეზისტენტული CMV ინფექციისა და დაავადებისთვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში შემოთავაზებულია CMV წამლების განვითარების ფორუმის CMV რეზისტენტობის სამუშაო ჯგუფის მიერ კლინიკურ კვლევებში გამოსაყენებლად.[49]
რეფრაქტერული CMV ინფექცია
განსაზღვრულია, როგორც CMV ვირეემია, რომელიც მატულობს სათანადოდ დოზირებული ანტივირუსული თერაპიის დაწყებიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
სავარაუდო რეფრაქტერული CMV ინფექცია
პერსისტული ვირუსული დატვირთვა სათანადოდ დოზირებული ანტივირუსული თერაპიის დაწყებიდან დაწყებიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
რეფრაქტერული CMV სამიზნე ორგანოების დაზიანება
ნიშნების და სიმპტომების გაუარესება ან სამიზნე ორგანოებს დაზიანების პროგრესირება სათანადოდ დოზირებული ანტივირუსული თერაპიის დაწყებიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
სავარაუდოდ რეფრაქტერული CMV სამიზნე ორგანოების დაზიანება
ნიშნებისა და სიმპტომების გაუმჯობესების არ არსებობა სათანადოდ დოზირებული ანტივირუსული წამლების მიღების დაწყებიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
ანტივირუსული წამლების რეზისტენტობა
ვირუსული გენეტიკური ცვლილება, რომელიც ამცირებს მგრძნობელობას ერთი ან მეტი ანტივირუსული წამლის მიმართ.
თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული (cCMV) ინფექცია და დაავადება: 2024 შემთხვევის განსაზღვრება[50]
კლინიკური კრიტერიუმები:
ახალშობილთა პრეზენტაცია:
ახალშობილთა პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც :
ჰეპატომეგალია
სპლენომეგალია
პეტექიური გამონაყარი ან პურპურა (საყოველთაოდ მოხსენიებული, როგორც "მოცვის მაფინის გამონაყარი")
ბავშვები ასაკით≤6 წელზე :
ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი შემდეგი მუდმივი პირობა:
მიკროცეფალია, განისაზღვრება, როგორც თავის გარშემოწერილობა >2 სტანდარტული გადახრები საშუალოზე ქვემოთ ასაკისა და სქესისთვის
თავის ტვინის ვიზუალიზაციის ანომალიები, რომლებიც მიუთითებს cCMV-ზე (ინტრაკრანიალური კალციფიკატები, პერივენტრიკულური კალციფიკატები, ლეიკომალაცია, პოლიმიკროგირია, ლისენცეფალია, პაქიგირია, შიზენცეფალია, ვენტრიკულომეგალია)
სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა
გულყრები
ცერებრული დამბლა
ქორიორეტინიტი
CMV-სთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითება (რეტინიტი, ბადურის აშრევება, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, კორტიკალური მხედველობის დარღვევა)
ლაბორატორიული კრიტერიუმები:
დამადასტურებელი ლაბორატორიული მტკიცებულება:
ტესტის ნეგატიური შედეგის არარსებობა(CMV DNA by NAAT or culture) შარდის ნიმუშზე სიცოცხლის 21 დღის განმავლობაში და
CMV DNA by NAAT დეტექცია შარდიდან, მთლიანი სისხლიდან ან ცერებროსპინური სითხიდან (CSF) სიცოცხლის 21 დღის განმავლობაში ან
CMV-ის გამოყოფა ვირუსულ კულტურაში შარდიდან, მთლიანი სისხლიდან ან CSF-დან სიცოცხლის 21 დღის განმავლობაში ან
CMV ანტიგენის დეტექცია იმუნოჰისტოქიმიური (IHC) ან ანტიგენემიის ტესტით მთელ სისხლში სიცოცხლის 21 დღის განმავლობაში
სავარაუდო ლაბორატორიული მტკიცებულება:
მსგავსი კრიტერიუმები, როგორც დამადასტურებელი, მაგრამ მოიცავს ნერწყვის ნიმუშებს ან ტესტებს, რომლებიც ჩატარდა სიცოცხლის 22-დან 42 დღემდე
შემთხვევათა კლასიფიკაცია:
სავარაუდო შემთხვევა: აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს ლაბორატორიული დადასტურების გარეშე
დადასტურებული შემთხვევა: აკმაყოფილებს როგორც კლინიკურ, ასევე დამადასტურებელ ლაბორატორიულ კრიტერიუმებს
გამორიცხვის კრიტერიუმები:
უფრო სავარაუდო ალტერნატიული დიაგნოზი, რომელიც ხსნის ავადმყოფობას ან დასკვნებს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას