ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკის ფაქტორები მოიცავს: ტრანსპლანტაციის რეციპიენტები, რომლებიც არიან ციტომეგალოვირუსის (CMV)-სერონეგატიური სეროპოზიტიური დონორისთვის, ტრანსპლანტაციის რეციპიენტები, რომლებიც არიან CMV-სეროპოზიტიური, ტრანსპლანტაციის მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება, გარკვეული იმუნოსუპრესიული მედიკამენტები, AIDS, ორგანოს ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, მწვავე ავადმყოფობა ინტენსიური თერაპიის სეტინგში და CMV ინფექცია სამშობელობის დროს (ახალშობილში თანდაყოლილი CMV დაავადების რისკი).
საერთო სისუსტე
შეუძლოდ ყოფნის/დაღლილობის ახალი ან მნიშვნელოვანი მატება ხშირად პირველი სიმპტომია მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციასთან (SOT) დაკავშირებული ციტომეგალოვირუსული დაავადების დროს და შეიძლება დასაწყისში ცხელება არ ახლდეს.[1]
ცხელება
ცხელება არის ციტომეგალოვირუსული დაავადების საერთო კლინიკური გამოვლინება ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.[19]
დიარეა
ციტომეგალოვირუსული დაავადების ყველაზე გავრცელებული ორგანო-ინვაზიური სიმპტომია ტრანსპლანტაციის მიმღებებში.[19]
გულისრევა და ღებინება
ციტომეგალოვირუსული დაავადების გავრცელებული გასტროინტესტინალური ქსოვილ-ინვაზიური სიმპტომია.[19]
"მცურავი შემღვრევები" და სიბრმავე
დარღევები ფუნდოსკოპიისას
ფუნდოსკოპიური გამოკვლევა ნაჩვენებია AIDS პაციენტებში CD4 T-უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი <50 უჯრედი/მიკროლიტრი. ტრანსპლანტის მიმღები პაციენტები ვიზუალური ჩივილებით უნდა გამოიკვლიონ ფუნდოსკოპიით ციტომეგალოვირუსული (CMV) რეტინიტის გამოსარიცხად.[37]
ციტომეგალოვირუსული რეტინიტის არსებობისას ფუნდოსკოპია გამოავლენს ინფარქტის, ჰემორაგიის, პერივასკულური აშრევების და ბადურის დაბინდვის არეებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუნდოსკოპია (მარცხენა თვალი) აჩვენებს CMV რეტინიტს არეალებს ინფერონაზალურად ვასკულარული არკადების და ოპტიკური დისკის ჩართულობით, ასოცირებულს ვასკულიტთან და ალისებრ ჰემორაგიასთანადაპტირებულია BMJ-ის შემთხვევათა მოხსენებებიდან 2009, copyright © 2009 (საავტორო უფლებები) შპს BMJ გამომცემლობის ჯგუფის მიერ [Citation ends].
ახალშობილი: მიკროცეფალია
მიკროცეფალია შეიძლება დადასტურდეს ანტენატალურ ულტრაბგერით გამოკვლევაზე ან დაბადებისას. ახალშობილი:
შესუსტებული ტონები და მოტორული ფუნქცია და თავის ზრდაში ჩამორჩენა
ახალშობილში ნევროლოგიური ჩართულობის საერთო ნიშნები.[10]
ახალშობილი: სმენის დაკარგვა
თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება; შეიძლება საეჭვო იყოს ახალშობილის რეაგირების არ ქონა ხმოვან და ვერბალურ სტიმულებზე.[10]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ახალშობილი: ჰეპატოსპლენომეგალია
ჰეპატოსპლენომეგალია შეიძლება დადასტურდეს ანტენატალურ ულტრაბგერით გამოკვლევაზე ან დაბადებისას.
ახალშობილი: პეტექია ან პურპურა
ახალშობილებში მძიმე თრომბოციტოპენიას შეიძლება მოჰყვეს მრავლობითი პურპურა და პეტექიური დაზიანებები.[10]
იშვიათი
ტკივილი და სისუსტე
ტკივილი და სისუსტე შეიძლება მიუთითებდეს ციტომეგალოვირუსულ პოლირადიკულოპათიაზე, განსაკუთრებით AIDS პაციენტებში.
რისკფაქტორები
ძლიერი
მყარი ორგანოს ტრანსპლანტატის მიმღებებში CMV D+/R- სტატუსი (დონორი CMV სეროპოზიტიური, მიმღები სერონეგატიური)
ციტომეგალოვირუსის (CMV) გადაცემა ალოტრანსპლანტატის გზით იმუნოლოგიურად სუსტ ტრანსპლანტატის რეციპიენტზე მიჩნეულია CMV დაავადების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ტრანსპლანტაციის სახეობიდან გამომდინარე, CMV-სერონეგატიური ტრანსპლანტაციის 90%-მდე რეციპიენტებს უვითარდებათ პირველადი CMV დაავადება, თუ ისინი მიიღებენ ორგანოთა ალოტრანსპლანტებს CMV-სეროპოზიტიური დონორებისგან.[18] რისკი ყველაზე მაღალია CMV D+/R- ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში და შედარებით დაბალია CMV D+/R- თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.[18][19]
CMV R+ (რეციპიენტი სეროპოზიტიურია) ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში
ლატენტური ციტომეგალოვირუსის (CMV) რეაქტივაცია განსაკუთრებით ხშირია რეციპიენტებში ალოგენური ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ და CMV-სეროპოზიტიური მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის მიმღებებში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლიმფოციტების დამშლელ ანტისხეულებს და პაციენტებში, რომლებსაც ადრე განუვითარდათ ალოტრანსპლანტის მწვავე უარყოფა.[20]
CMV-სეროპოზიტიურობა ალოგენური ღეროვანი უჯრედების რეციპიენტებში ერთ-ერთი ძლიერი რისკ-ფაქტორია CMV ვირემიის განვითარებისა და ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციის შემდგომი დაავადების განვითარებისთვის, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც უვითარდება ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება.[21]
იმუნოსუპრესორული პრეპარატების ტიპი
იმუნოსუპრესიის საერთო სუფთა მდგომარეობა, რომელიც ნაწილობრივ განპირობებულია იმუნოსუპრესიული პრეპარატების კომბინირებული ეფექტებით, ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების ძირითადი რისკფაქტორია ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში. ამის საპირისპიროდ, CMV-ის დაავადების რისკზე სხვადსხვა იმუნოსუპრესიული მედიკამენტების გავლენა განსხვავებულია.
მყარი ორგანოს და ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატის მიმღებებში, კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები, მიკოფენოლატ მოფეტილი, ანტი-თიმოციტ გლობულინი და ალემტუზუმაბი, ყველა მოხსენებულია, როგორც ციტომეგალოვირუსის დაავადების მაღალი რისკის მატარებელი.[22]ეს პრეპარატები აქვეითებენ პაციენტის უნარს რეაქტივირებულ CMV ინფექციასთან საბრძოლველად, რაც იწვევს ვირუსის უკონტროლო რეპლიკაციას და კლინიკურ დაავადებას. ბოლო დროს, ბელატაცეპტის გამოყენება ასოცირდება ატიპიურ გამოვლინებებთან და სამიზნე ორგანოების დაავადების მაღალ მაჩვენებელთან.[23]
სიროლიმუსი და ევეროლიმუსი ასოცირებულნი არიან CMV-ის დაავადების დაბალ რისკთან.[22][24][25]
შიდსი
AIDS პაციენტები, რომლებსაც აქვთ CD4 T უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი <50 უჯრედი/მიკროლიტრი ციტომეგალოვირუსული (CMV) რეტინიტის და სხვა ორგანო-ინვაზიური CMV დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ არიან.[2]
ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენება, რომელიც მიმართულია აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ, იწვევს იმუნური რეკონსტრუქციას (ამას გვიჩვენებს CD4 + T უჯრედების გამოჯანმრთელება) და მნიშვნელოვნად ამცირებს CMV დაავადების რისკს.
ნაწლავთა ანთებითი დაავადება
კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში ციტომეგალოვირუსი (CMV) განიხილება მძიმე ფორმის ან რეფრაქტერული კოლიტის მიზეზად და ეს დაკავშირებულია გართულებების სიხშირის გაზრდასთან. ხანდაზმულობა და მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების გამოყენება წარმოადგენს CMV კოლიტის რისკ-ფატორებს პაცინეტებში ნაწლავის ანთებითი დაავადებით.[26]
მწვავე დაავადება ინტენსიური თერაპიის პირობებში
კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში (მაგ., სეფსისით), ლატენტური ციტომეგალოვირუსის (CMV) რეაქტივაცია შეიძლება განვითარედეს პროანთებითი პროცესების გამო, რომელიც ხასიათდება სიმსივნური ნეკროზის ფაქტორი-ალფას განთავისუფლებით მდგომარეობაში ციტოკინური შტორმის სახელწოდებით.
ცალსახად ნორმალური იმუნური ფუნქციის მქონე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებშიც კი, ბაქტერიული სეფსისის პერიოდების განმავლობაში გამოვლინდა ციტომეგალივირუსის რეაქტივაცია.[27]
ფეხმძიმობის განმავლობაში პირველადი CMV ინფექცია ახალშობილებში
იმუნოლოგიურად სუფთა ნაყოფი იმყოფება რისკის ქვეშ თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადებისა და მისი გართულებების, როგორიცაა სმენის დაკარგვა და ნევროლოგიური დეფიციტი. ეს შესაძლოა გამოვლინდეს თუ ორსულ დედას უვითარდება პირველადი CMV ინფექცია ორსულობის დროს, აგრეთვე CMV სეროპოზიტიურ დედებში.[28][29]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას