შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
45 წლის CMV-სერონეგატიურ (CMV R-) მამაკაცს აღენიშნება ცხელება1 კვირის ხანგრძლივობით, შეუძლოდ ყოფნა და ფაღარათი. ამ კლინიკურ ავადმყოფობამდე 5 თვით ადრე, მან მიიღო თირკმლის ტრანსპლანტატი CMV-სეროპოზიტიური (CMV D+) დონორისგან. ანამნეზში მას აქვს შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი ისტორია, გართულებული თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით. თირკმლის ტრანსპლანტაციიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ის იღებდა ვალგანციკლოვირს პროფილაქტიკურად. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და შრატში კრეატინინის, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპრტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება. კოლონოსკოპიური კვლევა აჩვენებს მძიმე ფორმის ჰიპერემიას და ლორწოვანი გარსის წყლულს, რომელიც მოიცავს მსხვილი ნაწლავის მთელ სიგრძეს
შემთხვევის ანამნეზი #2
35 წლის მამაკაცი არაკონტროლირებადი აივ ინფექციით და შიდსით, უჩივის 2 კვირის განმავლობაში მხედველობით დარღვევებს (მცურავი საგნები და დაბინდული მხედველობა) ორივე თვალში. მისი აივ რნმ-ის რაოდენობა არის >750,000 ასლი/მლ, მისი CD4 უჯრედების რაოდენობა არის 2 უჯრედი/მიკროლიტრი. გასინჯვამ გამოავლინა მძიმედ კახექსიური მამაკაცი გადიდებული კისრის, იღლიის, და საზარდულის ლიმფური კვანძებით. ოფთალმოლოგიური გასინჯვით ვლინდება კრემისფერი ადგილები ბადურის სისხლჩაქცევებით, რაც ქორეორეტინიტის დიაგნოზს შეესაბამება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუნდოსკოპია (მარცხენა თვალი) აჩვენებს CMV რეტინიტს არეალებს ინფერონაზალურად ვასკულარული არკადების და ოპტიკური დისკის ჩართულობით, ასოცირებულს ვასკულიტთან და ალისებრ ჰემორაგიასთანადაპტირებულია BMJ-ის შემთხვევათა მოხსენებებიდან 2009, copyright © 2009 (საავტორო უფლებები) შპს BMJ გამომცემლობის ჯგუფის მიერ [Citation ends].
სხვა გამოვლინებები
იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ისტორია, ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომის სახით ცხელებით, სხეულის ტკივილით და შეუძლოდ ყოფნით. შეიძლება აღინიშნებოდეს გადიდებული კისრის ლიმფური კვანძები. ლაბორატორიულმა კვლევამ შეიძლება გამოავლინოს ატიპიური ლიმფოციტოზი, თირკმლის ნორმალური ფუნქცია და ღვიძლის ამინოტრანსფერაზების მსუბუქი მომატება. კლინიკური სიმპტომები, ჩვეულებრივ, 1 კვირაში ალაგდება, თუმცა ზოგიერთ იმუნოკომპეტენტურ პაციენტში აღწერილი იყო სამიზნე ორგანოს მძიმე ფორმის დაზიანება.
ტრადიციული მკურნალობის მიმართ რეზისტენტული წყლულოვანი კოლიტის მქობე პაციენტებში, კოლინჯის ბიოფსიით აღმოჩენილი ვირუსის გამო, ციტომეგალივირუსი განიხილება როგორც კოფაქტორი. ზოგიერთ შემთხვევაში განციკლოვირით ინტრავენურ მკურნალობაზე პაციენტს ჰქონდა პასუხი.[5]
კრიტიკულად დაავადებულ ადამიანებში, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, როგორიცაა სეფსისის მქონე პირები, შეიძლება განვითარდეს უსიმპტომო CMV რეაქტივაცია და შეიძლება ასოცირებული იყოს ყველა მიზეზით მაღალი სიკვდილობის რისკთან.[6]
ახალშობილებში თანდაყოლილმა CMV ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროცეფალია, ინტრაკრანიალური კალციფიკატები, ჰეპატოსპლენომეგალია, ნევროლოგიური დარღვევები (დაქვეითებული ტონუსი და მოტორული ფუნქცია), პეტექია ან პურპურა და სმენის დაკარგვა.[7][8][9] გონებრივი ჩამორჩენა და ნეიროსენსორული სიყრუე გრძელვადიანი გართულებაა.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას