ეტიოლოგია
ციტომეგალოვირუსი (CMV) ჰერპეს ვირუსის ოჯახის წარმომადგენელია.[3] ის შეიცავს ორჯაჭვიანი ხაზოვანი დნმ-ის გენომს, იკოსაედრულ ვირუსულ კაფსიდს და ვირუსული გარსის პროტეინს, რომელიც შეიცავს მაღალი იმუნოგენურობის გლიკოპროტეინ B-ს. ყველა ჰერპეს ვირუსის, მათ შორის CMV-ს, ბიოლოგიური მახასიათებელია შესაძლებლობა შეინაჩუნოს ლატენტურობა პირველადი ინფექციის შემდეგ. ასეთი ბიოლოგიური მახასიათებელი იძლევა ვირუსის პერიოდული, ხელახალი გააქტიურების საშუალებას მასპინძლი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში.[3]
გადაცემის გზები მოიცავს ადამიანიდან-ადამიანზე გავრცელებას (კოცნა, ინტიმური კონტაქტი, სექსუალური კავშირი), ვერტიკალურ გადაცემას (დედიდან ბავშვზე გადაცემით გამოწვეული თანდაყოლილი ინფექცია), სისხლის გადასხმას, და ორგანოს ან ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.
პათოფიზიოლოგია
CMV აინფიცირებს სხვადასხვა უჯრედს, მათ შორის მონონუკლეურ ლეიკოციტებს და ენდოთელიურ უჯრედებს. CMV-გამოუცდელ პირებში, მას გააჩნია დაახლოებით 1 დღიანი რეპლიკაციის ციკლი, რაც იწვევს ვირუსულ პროგენიას.
ინფექციის მსვლელობისას, CMV-ის ანტიგენები წარმოადგენენ თანდაყოლილი იმუნური სისტემის მიერ ანტივირუსული პეპტიდების, მათ შორის ინტერფერონის სეკრეციის გამშვებ მექანიზმს. ზოგიერთი კვლევა გვთავაზობს, რომ ეს ნაწილობრივ იმართება ამომცნობი მოლეკულების ტოლის-მსგავსი რეცეპტორების ოჯახის მეშვეობით.[15][16] ამის შემდეგ, თანდაყოლილი იმუნური პასუხი იწყებს ჰუმორული და უჯრედული ადაპტაციური იმუნიტეტის განვითარებას, რომელიც ტანდათანობით აკონტროლებს ვირუსულ ინფექციას, რაც იწვევს ლატენტურ მდგომაროებას.[17] ფაქტორები, რომლებიც აზიანებენ თანდაყოლილ და ადაპტაციურ იმუნურ პასუხებს, განაწყობენ არაკონტროლირებადი ვირუსული რეაქტივაციისა და რეპლიკაციისკენ, რომლებიც იწვევენ ვირუსულ ციტოპათურ ეფექტებს და კლინიკურ დაავადებას.
კლასიფიკაცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას