მონიტორინგი
ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ რეგულარული მონიტორინგი CMV ნუკლეინის მჟავის რაოდენობრივი ანალიზით (NAT), როგორც წესი, კვირაში ერთხელ. ეს გეხმარებათ თვალყური ადევნოთ სისხლიდან CMV კლირენსს და განისაზღვროს მკურნალობის ხანგრძლივობა. რუტინული ანტივირუსული პროფილაქტიკის განმავლობაში რეგულარული CMV მონიტორირება ზოგადად კლინიკურად ნაჩვენები არ არის მყარი ორგანოების ტრანსპლანტატის რეციპიენტებში ან AIDS პაციენტებში (იხ. ქვევით რეკომენდაცია AIDS პაციენტებში, CD4 T-უჯრედების რაოდენობრივი ანალიზით <50 უჯრედი/მიკროლიტრი). მონიტორინგი ძირითადად გამოიყენება, როგორც გამაფრთხილებელი სტრატეგია მყარი ორგანოს ტრანსპლანტატის რეციპიენტებში, ან ალოგენური ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტივირუსულ პროფილაქტიკას. მონიტორინგი შეიძლება ზოგჯერ გამოყენებული იქნას მყარი ორგანოების ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში პროფილაქტიკის კურსის დასრულების შემდეგ (ჰიბრიდული სტრატეგია).
პაციენტებმა, სისხლში CMV-ს დეტექციით ან აქტიურ ან პერსისტენტულ CMV დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნების გამოვლინებით, უნდა გააგრძელონ ანტივირუსული თერაპია.
CMV NAT ტრანსპლანტანტის რეციპიენტებისა და AIDS პაციენტებისთვის: მყარი ორგანოს და ალოგენური ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტანტის რეციპიენტებს მონიტორინგს უტარებენ კვირაში ერთხელ მაინც CMV NAT-ით უსიმპტომო CMV რეპლიკაციის გამოსავლენად, პრევენციული ანტივირუსული თერაპიის ადიმინისტრირება შესაძლებელს ხდის ავადმყოფობის მიმდინარეობის პროგრესირების თავიდან აცილებას. AIDS პაციენტები CD4 T უჯრედების რაოდენობრივი ანალიზით <50 უჯრედი/მიკროლიტრი, რეგულარულად გადიან მონიტორინგს CMV NAT-ით, რათა დადგინდეს, უნდა დაიწყოს თუ არა ანტივირუსული თერაპია CMV რეტინიტისა და ორგანო-ინვაზიური დაავადების პროფილაქტიკისთვის.[42]
CMV სეროლოგია პოტენციურ ტრანსპლანტანტ რეციპიენტებსა და მათ დონორებში: CMV სეროლოგია ტარდება ყველა პოტენციურ ტრანსპლანტატ რეციპიენტსა და დონორში, რათა შეფასდეს CMV დაავადების რისკი ტრანსპლანტაციის შემდგომ.[42] სისხლის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი CMV სეროლოგიური შედეგები ალოგენური ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატის მიმღებებში. ამრიგად, CMV რისკის შეფასების სიზუსტის გასაუმჯობესებლად ტრანსპლანტაციის წინ რეკომენდებულია ორეტაპიანი სეროლოგიური შეფასების პროტოკოლი.[77]
ტრანსპლანტაციის შემდეგ, CMV დაავადების რისკის განსაზღვრის შემდეგ, CMV სეროლოგია სრულდება ყველა პერსპექტივაში ტრანსპლანტატის მიმღებებში და მათ დონორებში. ხანგრძლივი მკურნალობის შესანარჩუნებელი პაციენტები, უნდა იქნან მონიტორირებული მედიკამენტების გვერდით ეფექტებზე, მათ შორის ძვლის ტვინის სუპრესია, თირკმლის უკმარისობა, ან ელექტროლიტური დარღვევები.
CMV რეტინიტის მქონე პაციენტებში მოითხოვება გამოცდილი ოფთალმოლოგის და მკურნალი კლინიცისტის მიერ საფუძვლიანი მონიტორინგი. გაფართოვებული არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია უნდა ჩატარდეს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის CMV რეტინიტის დიაგნოზის, ინდუქციური თერაპიის დასრულების, თერაპიის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ და ყოველთვიურად CMV მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. თვალის ფსკერის ყოველთვიური ფოტოები სტანდარტიზებული ფოტოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც ადოკუმენტირებს ბადურის გარეგნულ სახეს, ეხმარება ადრეული რეციდივის აღმოჩენაში. HIV ბავშვებს< 5 წელზე ასაკით, რომლებიც არიან CMV ინფიცირებული და მძიმედ იმუნოსუპრესიული (CD4 რაოდენობა <50 უჯრედი/მიკროლიტრი ან CD4 პროცენტი <5%) უნდა ჩაუტარდეთ ბადურის გაფართოებული გამოკვლევა ოფთალმოლოგის მიერ ექვს თვეში ერთხელ. ვინაიდან CMV რეტინიტი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში CD4 უჯრედების მაღალი რაოდენობით, ოფთალმოლოგიური სკრინინგი ასევე შეიძლება განიხილებოდეს მცირეწლოვან ბავშვებში იმუნოსუპრესიის ნაკლები ხარისხით, რომელთაც არ შეუძლიათ ვიზუალური სიმპტომების შეტყობინება.[32]
თანდაყოლილი CMV ინფექცია დადასტურებული ჩვილები რეგულარულად უნდა შემოწმდეს სმენის დაკარგვის ადრეული გამოვლენების მიზნით.[32]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას