ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მთავარი რისკფაქტორები ოჯახურ ანამნეზს, ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) გადატანილ ინფექციას ან ტრავმას, ასევე გულყრის წინა ეპიზოდებს მოიცავს.
კეროვანი ნევროლოგიური დაზიანებები
გამოკვლევისას ფოკალური დეფიციტები შესაძლოა სტრუქტურული დაზიანებით იყოს გამოწვეული, რაც სიმპტომური ეპილეფსიით გამოიხატება.
ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები (გულყრამდე, ან მის შემდეგ)
ეპილეფსიის ტიპის შესახებ ინფორმაციას გულყრამდე ან მის შემდეგ გამოვლენილი სპეციფიკური და სტერეოტიპული ნევროლოგიური სიმპტომები გვაწვდის.
გამაფრთხილებელი შეგრძნებები ან გამოცდილება (შიში, ეპიგასტრული შეგრძნება, დეჟა ვუ, ჟამე ვუ)
გამაფრთხილებელი შეგრძნება ან შეგრძნებების თანმიმდევრობა სავარაუდოდ კეროვანი ეპილეფსიაზე, ყველაზე ხშირად კი საფეთქლის წილიდან მომდინარეობაზე მიუთითებს.
ხშირად პაციენტებს აურის აღწერა უჭირთ.
დროებითი ჰემიპარეზი
სხეულის ერთ მხარეს პოსტიქტალური დამბლა ან სისუსტე კეროვან ეპილეფსიაზე მიუთითებს და, ჩვეულებრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ გულყრის ცენტრი დეფიციტის საწინააღმდეგო მხარეს ლოკალიზდება.
დროებითი აფაზია
პოსტიქტალური აფაზია შესაძლოა კეროვანი გულყრების დროსაც განვითარდეს, რაც დომინანტ ნახევარსფეროში მეტყველების ცენტრებს მოიცავს.
ცხელება, კისრის გაშეშება, მენტალური სტატუსის ცვლილება
ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციით გამოწვეული კრუნჩხვის მქონე პაციენტებში.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
ნევროლოგიური დაავადებისთვის დამახასიათებელი ნერვ-კუნთოვანი გამოვლინებები
ზოგიერთი ფიზიკური ნიშანი (ნერვ-კუნთოვანი გამოვლინებები) შესაძლოა ფონურ ნევროლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს, რაც გულყრებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, იფანის ფურცლის მსგავსი ლაქების, შაგრენის ზოლების, სახის ანგიოფიბრომების და/ან ფრჩხილთან ახლოს მდებარე ფიბრომის არსებობა ხშირად ტუბეროზულ სკლეროზზე მიუთითებს. Café au lait (რძიანი ყავის) ლაქები, იღლიაში ჭორფლის მსგავსი ლაქების წარმოქმნა და/ან ფიბრომები ნეიროფიბრომატოზის არსებობაზე მიუთითებს.
რისკფაქტორები
ძლიერი
გენერალიზებული ეპილეფსიის ოჯახური ანამნეზი (გაფართოებული ან უშუალო)
გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დროს გენერალიზებული ეპილეფსიის გამო, დადებითი ოჯახური ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული კრუნჩხვების განვითარებასთან. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია მუტაციების გადაცემით გენებზე, რომლებიც კოდირებენ სხვადასხვა იონურ არხებს და/ან რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ ნერვულ სიგნალიზაციაში.[12][13]
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) გადატანილი ინფექცია
თავის ტრავმა
ცნს-ის დაზიანება
ინსულტი
ინსულტი არის ეპილეფსიის ყველაზე გავრცელებული თავიდან აცილებადი მიზეზი მოზრდილებში მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.[10]
ანტენატალური ან პერინატალური ტვინის ინსულტი
ანტენატალური ან პერინატალური დაზიანება ტვინის არის ეპილეფსიის ძირითადი მიზეზი განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.[10]
ინტელექტუალური შეფერხება
ეპილეფსიის გავრცელება უფრო მაღალია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებში, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.[21]
აივ
აივ-ით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ კრუნჩხვების და ეპილეფსიის უფრო მეტი გავრცელება და სიხშირე, ვიდრე საერთო პოპულაციაში, ასევე უფრო მაღალია სიკვდილიანობა.[22]
წარსულში გადატანილი გულყრა ან საეჭვო კრუნჩხვითი ეპიზოდების არსებობა
ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა წარსულში გადატანილ გულყრის დიაგნოსტირება არასწორად მოხდა, შესაბამისად, წარსულში განვითარებული პოტენციური გულყრის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია.
სუსტი
ნარკოტიკების მოხმარების ანამნეზი
ალკოჰოლის ან გარკვეული აკრძალული ნივთიერების მოხმარება ზრდის პროვოცირებული ან არაპროვოცირებული გულყრის რისკს. კოკაინი, ამფეტამინები, ჰეროინი, ფენციკლიდინი და გამა-ჰიდროქსიბუტირინის მჟავა ჩართული იყო.[23]
ნაადრევი მშობიარობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას