შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
ღამის თევით წვეულებაზე ყოფნისა და ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ, 16 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში პირველად განვითარებული გულყრით მოხვდა. თვითმხილველების გადმოცემით, გულყრა მოულოდნელად, ორივე კიდურის გაშეშებით დაიწყო, რასაც ყველა კიდურის მკვეთრი მოძრაობები მოჰყვა; პაციენტი გულყრამდე გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობას ვერ იხსენებს. მოვლენა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც პაციენტი ძილიანობას აღნიშნავდა. ანამნეზის დეტალური განხილვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პაციენტს მსგავსი მკვეთრი მოძრაობები დილით, გაღვიძების შემდეგ აღენიშნება, ჩვეულებრივ, ხელებსა და მხრებს მოიცავს, ზოგჯერ კი შესაძლოა ხელიდან საგნების გავარდნა გამოიწვიოს. აღნიშული მკვეთრი მოძრაობები მოსვენებულ მდგომარეობაში პრობლემას არ წარმოადგენენ.
შემთხვევის ანამნეზი #2
55 წლის ქალს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, გულყრა განუვითარდა. გულყრა პირველად მაშინ შეიმჩნევა, როცა პაციენტი დაჟინებული უყურებს რამეს და მის გარშემო მყოფი პირების მიმართ რეაქცია არ გააჩნია. თავიდან ისე ჩანს, თითქოს პაციენტი მარცხენა ხელით ტანსაცმელს აწვალებს, მაგრამ მარჯვენა ხელი და ფეხი არ მოძრაობს. 20 წამის შემდეგ, პაციენტი თავს სწრაფად აბრუნებს, თვალები კი მარჯვნივ იხრება, ამავე დროს მარჯვენა ხელის ტონური გაშლა და მარცხენა ხელის მოხრა აღინიშნება. ამას სწრაფად მოჰყვება მარცხენა მკლავის ტონუსის გახანგრძლივება, შემდეგ კი კლონური ხტომა, რომელიც ხდება ორივე ხელზე სინქრონულად. ეს მკვეთრი მოძრაობები თანდათან ნელდება და დაახლოებით 30 წამის შემდეგ წყდება. ამ ეპიზოდის შემდეგ პაციენტს ძილიანობა ერევა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურებს მარცხენაზე ნაკლებად იყენებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას