კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავზურგტვინის სითხეში (CSF) უჯრედების რაოდენობა და დიფერენცირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

CSF-ის მისაღებად ლუმბალური პუნქცია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევაა, როდესაც ეჭვი ბაქტერიულ მენინგიტზეა.

არანამკურნალები ბაქტერიული მენინგიტის დროს დამახასიათებელია თავზურგტვინის სითხეში პლეოციტოზი, ჩვეულებრივ, ლეიკოციტების რაოდენობით >1.0 x 10⁹/ლ (>1000 უჯრედი/მიკროლიტრზე) და უპირატესად პოლიმორფულუჯრედიანი ლეიკოციტებით.

პაციენტების 90%-ზე მეტთან თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების რაოდენობაა >0.1 x 10⁹/ლ (>100/მიკროლიტრზე).[27] თუმცა, დაავადების ადრეულ ფაზაში და ახალშობილებში თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება ნორმალური იყოს.[42]


ლუმბური პუნქციის დიაგნოზი ზრდასრულებში: ანიმაციური დემონსტრაცია
ლუმბური პუნქციის დიაგნოზი ზრდასრულებში: ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.


შედეგი

პოლიმორფონუკლეარული პლეოციტოზი

CSF პროტეინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბაქტერიული მენინგიტის დროს თავზურგტვინის სითხეში ცილა ჩვეულებრივ, მომატებულია (>1.5 გ/ლ; ნორმა <0.5 გ/ლ).[59]

შედეგი

მოამტებულია

CSF გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბაქტერიული მენინგიტის დროს თავზურგტვინის სითხეში გლუკოზის კონცენტრაცია <2.5 მმოლი/ლ-ია (<45 მგ/დლ), ან ერთდროულად გაზომილი შრატის გლუკოზის <40%.[27]

შედეგი

დაბალი

CSF გრამის წესით შეღებვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გრამის წესით შეღებვა მიკროორგანიზმს, ჩვეულებრივ, შემთხვევების 80%-ში გამოავლენს.[27][Figure caption and citation for the preceding image starts]: გრამებით დადებითი სტრეპტოკოკის სახეობის ბაქტერია.CDC Public Health Image Library [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6b073b79

თუმცა, დიაგნოსტიკური სარწმუნოობა შეიძლება შედარებით დაბალი იყოს პაციენტებთან, რომლებსაც კულტურალურ კვლევამდე ანტიბიოტიკები ჰქონდათ მიღებული.

შედეგი

დადებითი

თავზურგტვინის კულტურის

ტესტი
შედეგი
ტესტი

CSF-ის ბაქტერიული კულტურა დადებითია არანამკურნალები შემთხვევების 80%-ში დადებითია.[27]

თუმცა, დიაგნოსტიკური სარწმუნოობა შეიძლება შედარებით დაბალი იყოს პაციენტებთან, რომლებსაც კულტურალურ კვლევამდე ანტიბიოტიკები ჰქონდათ მიღებული.

შედეგი

დადებითი

ანტიგენის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

მენინგოკოკური მენინგიტის მქონე 22% - 93% პაციენტთან ლატექსური აგლუტინაციით შესაძლებელია A, B, C, Y და W-135 სეროჯგუფის პოლისაქარიდული ანტიგენის აღმოჩენა.[4] ანტიგენი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში რჩებოდეს თავზურგტვინის სითხეში, რაც ამ ტესტს სასარგებლოს ხდის ანტიბიოტიკებით ნამკურნალებ პაციენტებში დიაგნოსტიკური ნიმუშების მიღებამდე და მენინგოკოკური ინფექციის სწრაფი სავარაუდო დიაგნოზისთვის. N meningitidis-ის B სეროჯგუფის და K1 Escherichia coli-ის პოლისაქარიდებს ჯვარედინი რეაქცია ახასიათებს, ამიტომ ახალშობილებში ფრთხილი ინტერპრეტაციაა საჭირო. ანტიგენის ტესტირება ორგანიზმის სხვა სითხეებში CSF-ის გარდა, მათ შორის შრატში ან შარდში, არ არის რეკომენდებული დაბალი სენსიტიურობის და სპეციფიურობის გამო.

შედეგი

N meningitidis-ის კაფსულის პოლისაქარიდული ანტიგენი

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

იდეალურ შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკების დანიშვნამდე. თუმცა, კულტივირებისთვის სისხლის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ანტიბიოტიკების მიღება. სისხლის კულტურების შედეგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს ადრე ჩატარებულმა ანტიმიკრობულმა თერაპიამ. მაგალითად, ერთ რეტროსპექტულ მიმოხილვაში სისხლის კულტურები დადებითი იყო მენინგოკოკური დაავადებების მქონე არანამკურნალებ პაციენტთა დაახლოებით 50% -ში და მხოლოდ 5%-ში იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტლიზაციამდე ჩაუტარდათ ანტიბიოტიკოთერაპია.[51]

შედეგი

დადებითი

სისხლის საერთო ანალიზი (FBC) ლეიკოციტური ფორმულით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა, პოლიმორფონუკლეური უპირატესობით. თუმცა, სწრაფად პროგრესირებადი ინფექციების მქონე პაციენტებს შეიძლება თავდაპირველად ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა ჰქონდეთ. მძიმე ინფექციების დროს ნეიტროპენია იშვიათი არ არის. ხშირია თრომბოციტოპენია და მსუბუქი ანემია.

შედეგი

ლეიკოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებთან შრატში C რეაქტიული ცილის ზრდის ტენდენცია აღინიშნება.

ბაქტერიულ და ვირუსულ მენინგიტს შორის დიფდიაგნოსტიკისას პაციენტებთან, ვისთანაც თავზურგტვინის სითხეზე გრამის წესით შეღებვის ტესტზე შედეგი უარყოფითია, შრატში C რეაქტიული ცილის ნორმალური კონცენტრაცია ბაქტერიულ მენინგიტს დაახლოებით 99% სარწმუნოობით გამორიცხავს.[52][53]

შედეგი

მაღალი

ელექტროლიტები, კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ მეტაბოლური დარღვევები, განსაკუთრებით აციდოზი, ჰიპოკალემია, ჰიპოგლიკემია და ჰიპოკალციემია.

შედეგი

აციდოზი, დაბალი Ca/Mg, ან ჰიპერ/ჰიპოგლიკემია

კოაგულოგრამა (პროთრომბინის დრო, INR, აქტივირებული PTT, ფიბრინოგენი, ფიბრინის დაშლის პროდუქტები)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე მენინგოკოკური ინფექციების დროს ხშირია კოაგულოპათია. დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია (DIC) გამოწვეულია პროტეინ C, პროტეინ S და ანტითრომბინ III-ის შეძენილი დეფიციტით; პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორების და თრომბინით აქტივირებადი ფიბრინოლიზის ინჰიბიტორების მატებით; და ენდოთელურ უჯრედებზე პროტეინ C-ს შემცირებული აქტივობით.

შედეგი

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების მტკიცებულება (გახანგრძლივებულია თრომბინის დრო, მომატებულია ფიბრინის დაშლის პროდუქტების ან D-დიმერის რაოდენობა, დაბალია ფიბრინოგენის ან ანტითრომბინის დონეები)

თავის CT-ით

ტესტი
შედეგი
ტესტი

კრანიალური CT სკანირება უნდა განიხილებოდეს წელის პუნქციამდე ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტის, ახლად დაწყებული კრუნჩხვების, პაპილოედემის, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის ან იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობის არსებობისას, რათა გამოირიცხოს ტვინის აბსცესი ან გენერალიზებული ცერებრალური შეშუპება.​[37]

არსებული მდგომარეობის და მენინგიტთან ასოცირებული გართულებების გამოსავლენად შესაძლებელია თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევის გამოყენება.

თავის ტვინის ინფარქტი, თავის ტვინის შეშუპება, და ჰიდროცეფალია ხშირი გამოვლინებებია, განსაკუთრებით პნევმოკოკური მენინგიტის დროს.[57]

შედეგი

ქალასშიდა წნევა ნორმალურია ან მომატებულია ან ქალასშიდა დაზიანებაა, თუ ადგილი აქვს სხვა პათოლოგიებს

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

სისხლიდან და თავზურგტვინის სითხიდან ბაქტერიული დნმ-ის პჯრ ამპლიფიკაცია უფრო სენსიტიური და სპეციფიკურია, ვიდრე ტრადიციული მიკრობიოლოგიური მეთოდები. ის სასარგებლოა ბაქტერიული მენინგიტის ვირუსულისგან განსასხვავებლად.

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოსტიკისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით.[49]

რეალურ დროში PCR ანალიზით შესაძლებელია კლინიკურ იზოლატებში (ტიპიურად სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში) სპეციფიკური სეროლოგიური ჯგუფების (Neisseria meningitidis) ან სეროტიპების (Haemophilus influenzae) იდენტიფიცირება.[50]

შედეგი

დადებითი

გასათვალისწინებელი კვლევები

თავის MRI-ით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოყენებული უნდა იქნეს, თუ არსებობს კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები.

არსებული მდგომარეობის და მენინგიტთან ასოცირებული გართულებების გამოსავლენად შესაძლებელია თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევის გამოყენება.

თავის ტვინის ინფარქტი, თავის ტვინის შეშუპება, და ჰიდროცეფალია ხშირი გამოვლინებებია, განსაკუთრებით პნევმოკოკური მენინგიტის დროს.[57]

შედეგი

ნორმალურია ან ქალასშიდა დაზიანებაა, თუ ადგილი აქვს სხვა პათოლოგიებს

შრატის პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

სენსიტიურობა და სპეციფიკურობა 90%-ზე მეტია, როდესაც ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის დიფერენცირებისთვის გამოიყენება.[54][55][56]

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას