მიდგომა
ბაქტერიული მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. განსაკუთრებით ბავშვებში, მენინგიტის ადრეული ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს არასპეციფიკური და სხვა გავრცელებული, ნაკლებად სერიოზული დაავადებების დროს არსებულის მსგავსი. მაშინაც კი, როდესაც ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა, პაციენტების, მშობლების ან მომვლელებისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
სპეციალური ინსტრუქცია შემდგომი რჩევების მისაღებად, თუ ვითარდება გამაფრთხილებელი სიმპტომები ან თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება,
მითითებით, თუ როდის და როგორ უნდა მიიღონ შემდგომი მოვლა ("უსაფრთხოების ქსელი").[36]
ვირუსულ და ბაქტერიულ მენინგიტს შორის დიფერენცირება კლინიკურად შეიძლება შეუძლებელი იყოს. დიაგნოზი დასტურდება გასინჯვით და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR), ლუმბალური პუნქციით (LP) მიღებული თავზურგტვინის სითხის (CSF) კულტურით ან სისხლის კულტურით (თუ LP-ის ჩატარება კლინიკურად უსაფრთხო არ არის).
ანამნეზი.
მენინგიტის კლასიკური სიმპტომები ბავშვებში და მოზრდილებში მოიცავს ცხელებას, მძიმე თავის ტკივილს, კისრის გაშეშებას, ფოტოფობიას, შეცვლილ ფსიქიკურ მდგომარეობას, ღებინებას და კრუნჩხვებს.[1][9] კლასიკური ტრიადა - ცხელება, კისრის გაშეშება და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გვხვდება პაციენტების მხოლოდ 41%-51%-ში.[37] თუმცა, ერთ-ერთ კვლევაში, პაციენტთა 95%-ს ჰქონდა თავის ტკივილის, ცხელების, კისრის გაშეშების და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის ოთხი სიმპტომიდან მინიმუმ ორი.[27] ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ კრუნჩხვები, როდესაც ინფიცირებულნი არიან Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae b ტიპით (Hib), ვიდრე მენინგოკოკური მენინგიტით.[1]
ატიპური კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებთ ძალიან ახალგაზრდა, ხანდაზმულ ან შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს. ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ჰიპოთერმიას, გაღიზიანებადობას, მაღალ ხმაზე ტირილს, ლეთარგიას, ცუდ კვებას, გულყრებს, აპნოეს ან ყიფლიბანდის გამობერილობას.[38] ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წლის) ხშირად მენინგიტის ერთადერთი ნიშანი დაბნეულობა ან შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობაა.[1] ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტები, მათ შორის აფაზია, ჰემიპარეზი ან კრანიალური ნერვული დამბლა, შეიძლება გამოვლინდეს არაჰოსპიტალური ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილებში.[39]
უნდა მოხდეს ანამნეზის დეტალურად შეკრება შესაძლო ვირუსული ინფექციების გამოსარიცხად, როგორიცაა ენტეროვირუსები (მაგ., სხვა ავადმყოფი ბავშვები ან ოჯახის წევრები) ან ჰერპესის ვირუსული ინფექცია (მაგ., დაზიანება ტუჩზე ან გენიტალიებზე). იმუნიზაციის ისტორია b ტიპის H influenzae-ს, S pneumoniae-ს და Neisseria meningitidis-ის წინააღმდეგ უნდა დადგინდეს.
გამოკვლევა
სასიცოცხლო ნიშნებისა და ფსიქიკური სტატუსის შეფასების შემდეგ უნდა შეფასდეს შემდეგი:
კეფის რიგიდულობა
კისრის გაშეშება კისრის პასიური მოხრის მიმართ წინააღმდეგობით მენინგიტის კლასიკური ნიშანია. გვხვდება მოზრდილთა 83%-ში, მაგრამ შეიძლება იყოს ბავშვების მხოლოდ 30%-ში.[27][37][40]
გამონაყარი
პეტექიური ან პურპურული გამონაყარი, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია მენინგოკოკურ მენინგიტთან, მაგრამ ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს პნევმოკოკური მენინგიტის დროს.[27]
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ცხელების და პეტექიური გამონაყარის მქონე მხოლოდ რამდენიმე პაციენტს ექნება მენინგოკოკური ინფექცია, ამ ნიშნებმა უნდა მიუთითოს გამოკვლევებზე მენინგოკოკცემიის გამოსარიცხად და ემპირიული ანტიბაქტერიული თერაპიის დასაწყებად, თუ ალტერნატიული დიაგნოზი არ არის სავარაუდო.
პაპილოედემა, გამობერილი ყიფლიბანდი ახალშობილებში
ამის არსებობა მიუთითებს ქალასშიდა წნევის მომატებაზე.
ინფექციის პირველადი წყაროს მტკიცებულება
პაციენტს შეიძლება ასევე ჰქონდეს სინუსიტი, პნევმონია, მასტოიდიტი ან შუა ყურის ოტიტი.
კრანიული ნერვის დამბლა (III, IV, VI)
ეს გამოწვეულია თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებით და, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მომატებულ ინტრაკრანიალურ წნევასთან.
ქალა-ტვინის ნერვები VII და VIII ასევე შეიძლება ჩართული და დაზიანებული იყოს ქალასშიდა წნევის მატების და ანთების გამო. ამ დაზიანებამ შეიძლება სახის დამბლა, წონასწორობის პრობლემები და სმენის დაქვეითება გამოიწვიოს.
კერნიგის და ბრუძინსკის ნიშნები
დადებითი ნიშნები მენინგიტის ინდიკატორებია, ჩვეულებრივ, უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში, მაგრამ ისინი შეიძლება არ იყოს 50%-მდე მოზრდილებში.[1]
კერნიგის ნიშანი: როდესაც პაციენტი სუპინაციის მდგომარეობაშია და ბარძაყი მოხრილია 90° მართი კუთხით, ფეხის გამართვის ან გაშლის მცდელობა წინააღმდეგობას ხვდება.
ბრუძინსკის ნიშნები: კისრის მოხრა იწვევს მუხლებისა და თეძოების უნებლიე მოხრას ან ფეხის პასიური მოხრა ერთ მხარეს იწვევს მეორე ფეხის კონტრალატერალურ მოხრას.
კვლევები
ლუმბალური პუნქცია (LP) და თავზურგტვინის სითხის (CSF-ის) ანალიზი
თავზურგტვინის სითხის მისაღებად ლუმბარული პუნქცია ყველაზე მნიშვნელოვან გამოკვლევას (ოქროს სტანდარტს) წარმოადგენს, როდესაც არსებობს ეჭვი ბაქტერიულ მენინგიტზე. გამოკვლევისთვის მინიმუმ 15 მლ თავზურგტვინის სითხეა საჭირო.[41] ბაქტერიული მენინგიტის დროს CSF წნევა ჩვეულებრივ მომატებულია (>20 სმ H₂O).
CSF სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მომატებულია (ჩვეულებრივ >1×109/ლ [>1000 უჯრედი/მიკროლიტრი]), რომელთაგან 90%-ზე მეტი პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტებია. თუმცა, ახალშობილებში ლეიკოციტების რაოდენობა CSF-ში შეიძლება ნორმალური იყოს.[42]
გლუკოზის დონე თავზურგტვინის სითხეში შრატის მნიშვნელობასთან შედარებით შემცირებულია, ხოლო ცილის დონე მომატებულია, რაც მიუთითებს ბაქტერიების დაჩქარებულ ზრდაზე. არანამკურნალებ პაციენტებში, თავზურგტვინის სითხის გრამის წესით შეღებვა და ბაქტერიული კულტურა გამომწვევ მიკროორგანიზმზე ჩვეულებრივ დადებითია. თავზურგტვინის სითხის ბაქტერიული კულტურა შემთხვევების 80%-ში დადებითია.[27] თუმცა, დიაგნოსტიკური მნიშვნელობა შეიძლება ბევრად დაბალი იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიბიოტიკები კულტურების აღებამდე ჰქონდათ მიღებული.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გრამებით დადებითი სტრეპტოკოკის სახეობის ბაქტერია.CDC Public Health Image Library [Citation ends].
ლუმბური პუნქციის დიაგნოზი ზრდასრულებში: ანიმაციური დემონსტრაციაროგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
მენინგოკოკური მენინგიტის მქონე 22% - 93% პაციენტთან ლატექსური აგლუტინაციით შესაძლებელია A, B, C, Y და W-135 სეროჯგუფის პოლისაქარიდული ანტიგენის აღმოჩენა.[4] ანტიგენი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში რჩებოდეს CSF-ში, რაც ამ ტესტს სასარგებლოს ხდის ანტიბიოტიკებით ნამკურნალებ პაციენტებში დიაგნოსტიკური ნიმუშების მიღებამდე და მენინგოკოკური ინფექციის სწრაფი სავარაუდო დიაგნოზის დასადგენად. N meningitidis B სეროჯგუფის და Escherichia coli K1 სეროტიპის პოლისაქარიდები ჯვარედინად რეაგირებს, ამიტომ ახალშობილებში ტესტების შედეგების ფრთხილი ინტერპრეტაციაა საჭირო. ანტიგენის ტესტირება ორგანიზმის სხვა სითხეებში CSF-ის გარდა, მათ შორის შრატში ან შარდში, არ არის რეკომენდებული დაბალი სენსიტიურობის და სპეციფიკურობის გამო.
კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტის, ახლად გამოვლენილი კრუნჩხვების, პაპილოედემის, ცნობიერების დარღვევის ან შესუსტებული იმუნიტეტის არსბობის შემთხვევაში თავის ტვინის აბსცესის ან გენერალიზებული ცერებრალური შეშუპების გამოსარიცხად ლუმბალურ პუნქციამდე თავის ქალას CT სკანირება უნდა იქნას განხილული.[37]
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
სისხლიდან და თავზურგტვინის სითხიდან ბაქტერიული დნმ-ის PCR ამპლიფიკაცია უფრო სენსიტიური და სპეციფიკურია, ვიდრე ტრადიციული მიკრობიოლოგიური მეთოდები. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბაქტერიული მენინგიტის ვირუსულისგან განსასხვავებლად; ცრუ-უარყოფითი შედეგები იშვიათია (შემთხვევების დაახლოებით 5%-ში).[4] ასევე სასარგებლოა ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოსტიკისთვის იმ პაციენტებთან, რომლებსაც მანამდე ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ.[49]
რეალურ დროში PCR ანალიზით შესაძლებელია კლინიკურ იზოლატებში (ტიპიურად სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში) სპეციფიკური სეროლოგიური ჯგუფების (N meningitidis) ან სეროტიპების (H influenzae) იდენტიფიცირება.[50]
სისხლის ანალიზი
სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტები: უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფატის ტესტების და კოაგულოგრამის ჩათვლით.
სისხლის კულტურა: ტარდება ყველა პაციენტში, იდეალურ შემთხვევაში ანტიბიოტიკების დანიშვნამდე. თუმცა, კულტურალური კვლევისთვის სისხლის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ანტიბიოტიკების მიღება. თავზურგტვინის კულტურის მსგავსად, შედეგზე შეიძლება გავლენა იქონიოს ადრე ჩატარებულმა ანტიმიკრობულმა თერაპიამ. მაგალითად, ერთ რეტროსპექტულ მიმოხილვაში სისხლის კულტურები დადებითი იყო მენინგოკოკური დაავადებების მქონე არანამკურნალებ პაციენტთა დაახლოებით 50% -ში და მხოლოდ 5%-ში იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტლიზაციამდე ჩაუტარდათ ანტიბიოტიკოთერაპია.[51]
შრატის C-რეაქტიული ცილა (CRP): ამ მაჩვენებელს აქვს ზრდის ტენდენცია ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში. პაციენტებში, ვისთანაც თავზურგტვინის სითხე გრამის წესით შეღებვით უარყოფითია და დიფდიაგნოსტიკა ტარდება ბაქტერიულ და ვირუსულ მენინგიტს შორის, შრატში C რეაქტიული ცილის ნორმალური კონცენტრაცია ბაქტერიულ მენინგიტს დაახლოებით 99% სარწმუნოობით გამორიცხავს.[52][53]
შრატის პროკალციტონინი: ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის დიფერენცირებისას მისი სენსიტიურობა და სპეციფიკურობა 90%-ზე მეტია.[54][55][56]
გამოსახულებითი კვლევები
კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტის, ახალდაწყებული კრუნჩხვების, პაპილოედემის, ცნობიერების დარღვევის ან შესუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში თავის ტვინის აბსცესის ან გენერალიზებული ცერებრალური შეშუპების გამოსარიცხად ლუმბალურ პუნქციამდე თავის ტვინის CT სკანირება უნდა იქნას განხილული.[37]
შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგნიტურ რეზონანსული კვლევით კრანიალური ვიზუალიზაცია თანდართული მდგომარეობების და მენინგიტთან ასოცირებული გართულებების დასადგენად. თავის ტვინის ინფარქტი, თავის ტვინის შეშუპება და ჰიდროცეფალია ხშირი გამოვლინებებია, განსაკუთრებით პნევმოკოკური მენინგიტის დროს.[57] გამოყენებული უნდა იქნეს, თუ არსებობს კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები.
როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას