მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ამასთან, ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს.


პოპულაცია: ბავშვები ან მოზრდილები მწვავე ბაქტერიული მენინგიტით ᵃ

ინტერვენცია: გლიცეროლი კორტიკოსტეროიდებით ან მის გარეშე ᵇ

შედარება: პლაცებო კორტიკოსტეროიდებით ან მის გარეშე ᵇ

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

სიკვდილობა (დაკვირვება 6 თვემდე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ზომიერი

ნევროლოგიური შეზღუდული შესაძლებლობა (დაკვირვება 40 დღიდან 6 თვემდე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

გულყრები (დაკვირვება 40 დღიდან 6 თვემდე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

სმენის დაქვეითება (დაკვირვება 40 დღიდან 6 თვემდე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას ᶜ

ზომიერი

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

გვერდითი მოვლენები: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ზომიერი

შენიშვნა:

კოქრეინის მიმოხილვა, რომელიც კოქრეინის ამ კლინიკური პასუხს (CCA) უდევს საფუძვლად, მიუთითებს, რომ გლიცეროლს მცირე სასარგებლო ეფექტი აქვს სმენის დაქვეითებაზე ბავშვებში. თუმცა, აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება.

ᵃ ხუთი ჩართული კვლევიდან, ოთხი ჩატარდა ბავშვებში (ასაკი 2 თვიდან 16 წლამდე) და ერთი მოზრდილებში (ასაკობრივი დიაპაზონი არ არის მითითებული). იხ. კოქრეინის კლინიკური პასუხი დამატებითი დეტალებისთვის.

ᵇ ყველა მონაწილემ მიიღო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები.

ᶜ ქვეჯგუფის ანალიზმა სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ვერ გამოავლინა. იხ. კოქრეინის კლინიკური პასუხი დამატებითი დეტალებისთვის.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

კოქრეინის კლინიკური პასუხები

Cochrane library logo

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას