დიფერენციული დიაგნოზები
ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
პათოლოგიური ცერებრალური ფუნქცია, როგორიცაა შეცვლილი ქცევა და მეტყველების ან მოტორული დარღვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასოცირებულია ცხელებასთან, გვავარაუდებინებს ენცეფალიტის დიაგნოზს.
კვლევები
კრანიალური გამოსახულება მიღებული CT ან MRI სკანირებით.
ვირუსული მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში აღინიშნება შესაბამისი ექსპოზიცია.
არ არის განმასხვავებელი სიმპტომები და ნიშნები.
კვლევები
თავზურგტვინის სითხის (CSF) წნევა, ჩვეულებრივ, ნორმალურია.
CSF-ში ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება ნორმალური იყოს ან შეადგენდეს 0.01 - 0.5 x 10⁹/ლ (10 - 500/მიკროლიტრზე) და აქვს ლიმფოციტარული დიფერენციაცია.
CSF-ში გლუკოზა ნორმაშია და CSF-ში ცილა მცირედ მომატებულია.
CSF-ის ბაქტერიული კულტურა უარყოფითია.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ენტეროვირუსებისა და ჰერპეს ვირუსებისთვის.
პროკალციტონინი, ჩვეულებრივ, ნორმაშია.
მედიკამენტებით გამოწვეული მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
არ არის განმასხვავებელი სიმპტომები და ნიშნები.
ანამნეზის მიხედვით გამოყენებულია არასასურველი რეაქციის გამომწვევი მედიკამენტი (მაგ., არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ტრიმეთოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი, ამოქსიცილინი, რანიტიდინი).
კვლევები
ეს გამორიცხვის დიაგნოზია. თავზურგტვინის სითხე, როგორც წესი, ნეიტროფილურ პლეოციტოზს აჩვენებს. სიმპტომები ლაგდება გამომწვევი მედიკამენტის შეჩერების შემდეგ.
ტუბერკულოზური მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
კონტაქტის ანამნეზი ან ენდემური რეგიონის მაცხოვრებელი.
ფილტვის და ექსტრა-ნერვული დაავადების ნიშნები და სიმპტომები.
კვლევები
თავზურგტვინის სითხის (CSF) ნაცხი და კულტურა: ნაცხის სენსიტიურობა >50%,-ია თუ CSF-ს განმეორებით აშრობენ სასაგნე მინაზე და შემდეგ ღებავენ და იკვლევენ. მაქსიმალური სენსიტიურობისთვის კულტურალური კვლევა მასალის დიდ მოცულობას საჭიროებს.
Mycobacterium tuberculosis-თან ექსპოზიციის შემთხვევაში კანის ტუბერკულინური სინჯი ან ინტერფერონ-გამაზე დაფუძნებული სისხლის ტესტები შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა ამ ტესტების უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზს არ გამორიცხავენ.
სოკოვანი მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
პრეზენტაცია ხშირად უსიმპტომოა, თავის ტკივილის დაწყებით და ცხელებით კვირების ან თვეების განმავლობაში. კონტაგიოზური მოლუსკის მსგავსი გამონაყარი შეიძლება იყოს დისემინირებული კრიპტოკოკური დაავადების დროს.
კვლევები
კრიპტოკოკული მენინგიტის შემთხვევაში კრიპტოკოკურ ანტიგენზე თავზურგტვინის სითხის (CSF) ტესტირების სენსიტიურობა თითქმის 100%-ია.
აივ-დადებითი პაციენტებთან სოკოვანი პათოლოგიის ტვირთი მაღალია, რასაც CSF-ის მაღალი წნევა მოჰყვება. CSF-ის ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება დაბალი იყოს. ინდური მელნით შეღებვის ან კრიპტოკოკურ ანტიგენზე კვლევის შედეგები ჩვეულებრივ დადებითია.
აივ-ნეგატიურ პაციენტებთან CSF-ში ლეიკოციტების რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია, ინდური მელნით შეღებვა კი დადებით შედეგს შემთხვევათა მხოლოდ ნახევარში იძლევა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას