ეპიდემიოლოგია

ევროპაში და აშშ-ში ბაქტერიული მენინგიტის ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 0.7 - 0.9-ია წელიწადში და ეს მონაცემი ბოლო 10 - 20 წლის განმავლობაში 3% - 4%-ით შემცირდა.[5]

აფრიკის ქვეყნებში ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 10-40-ია წელიწადში, რაც ასახავს დაავადების მაღალ სიხშირეს მენინგოკოკური მენინგიტის ეპიდემიის დროს, რომელიც გვხვდება აფრიკის მენინგიტის გეოგრაფიულ სარტყელში მშრალი სეზონის დროს.[5][6][7] გლობალურად, 10 ქვეყნიდან, სადაც მენინგიტით სიკვდილობის აბსოლუტური მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ოთხი მდებარეობს აფრიკული მენინგიტის სარტყლის მიღმა (ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი).[8]

ბაქტერიული მენინგიტის ეპიდემიოლოგია შეიცვალა იმუნიზაციის გავრცელებული პროგრამების გამო, მათ შორის პროტეინ-პოლისაქარიდული კომბინირებული ვაქცინების შემოღების გამო. ქვეყნებში, სადაც გამოყენებულია უნივერსალური იმუნიზაცია b ტიპის (Hib) ვაქცინით, ამ პათოგენით გამოწვეული ბაქტერიული მენინგიტის სიხშირე 95%-დან 99%-მდე შემცირდა.[5][9]

პნევმოკოკური მენინგიტი

აშშ-ში, სადაც 2000 წელს შემოიღეს ჰეპტავალენტური პნევმოკოკური ვაქცინა, პნევმოკოკური მენინგიტის საერთო სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა 1997 წელს 0.8/100,000-დან, 2010 წელს 0.3/100,000-მდე. პნევმოკოკური მენინგიტის შემდგომი შემცირება, განსაკუთრებით, 2 წლის ან ნაკლები ასაკის პაციენტებში, დაფიქსირდა 2010 წელს 10- და 13-ვალენტური ვაქცინების შემოღების შემდეგ.[10][11][12]

მენინგოკოკური მენინგიტი

აფრიკაში Neisseria meningitidis-ით გამოწვეული მენინგიტის ეპიდაფეთქებების უმეტესობა გამოწვეულია B და C მენინგოკოკური სეროჯგუფების მიერ, ხოლო 2012 წლიდან გამოჩნდა W135 სეროლოგიური ჯგუფი.[7] აფრიკაში მენინგოკოკური დაავადების მნიშვნელოვანი წილი A, C და W სეროჯგუფებზე მოდის.[13] მენინგოკოკური ვაქცინები ხელმისაწვდომია A, B, C, W და Y სეროჯგუფებისთვის.

აშშ-ში მენინგოკოკური მენინგიტის ინციდენტობა შემცირდა 0.72-დან 100 000-ზე 1997 წელს 0.12-მდე 100 000-ზე 2010 წელს.[10] ეს შემცირება უკავშირდება მენინგოკოკური კონიუგატური კვადრივალენტური ვაქცინის შემოღებას 2005 წელს. ინციდენტობის შემცირება ასევე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც იყენებდნენ კონიუგირებულ ვაქცინას. გაერთიანებულ სამეფოში C სეროჯგუფით ვაქცინაცია შემოიღეს 1998 წელს, ხოლო B სეროჯგუფით ვაქცინაცია - 2015 წელს.[14] ამ ვაქცინების სასარგებლო ეფექტის უმეტესი ნაწილი მიღწეულ იქნა პოპულაციური იმუნიტეტით.[15]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვაზიური მენინგოკოკური დაავადებების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ინგლისში კაფსულური ჯგუფის და ეპიდემიოლოგიური წლის მიხედვით. ღია ლურჯი და მუქი ლურჯი ისრები აღნიშნავენ იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის დაწყებას C ჯგუფის მენინგოკოკური (MenC) დაავადების და B ჯგუფის მენინგოკოკური (MenB) დაავადების წინააღმდეგ, შესაბამისად.Public Health England [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@676310c2

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას