პირველადი პრევენცია

ბევრი განვითარებული ქვეყანა გვთავაზობს ბავშვთა რუტინულ ვაქცინაციას პნევმოკოკური და მენინგოკოკური დაავადების პროფილაქტიკისთვის.​ იმუნიზაციის მოცემული კალენდრებით ასევე რეკომენდებულია B ტიპის  Haemophilus influenzae-ის (Hib) კომბინირებული ვაქცინის გამოყენება.

შეერთებულ შტატებში, ბავშვთა იმუნიზაციის გრაფიკი რეკომენდაციას უწევს რუტინულ ვაქცინაციას პნევმოკოკური კონიუგატული ვაქცინით (PCV15 ან PCV20) 2, 4, 6 და 12-დან 15 თვემდე ასაკში (4 დოზის სერია).[35]​ პნევმოკოკური პოლისაქარიდის ვაქცინა (PPSV23) შეიძლება რეკომენდებული იყოს 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სპეციალურ სიტუაციებში. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით მენინგოკოკური სეროჯგუფის A, C, W, Y ვაქცინის 2-დოზიანი სერია რეკომენდებულია 11-დან 12 წლამდე და 16 წლის ასაკში. ის ასევე რეკომენდებულია სულ მცირე 2 წლის ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულ მდგომარეობებში. მენინგოკოკური B სეროჯგუფის ვაქცინა შეიძლება განიხილებოდეს მოზარდებში და ბავშვებში განსაკუთრებულ მდგომარეობებში. იმუნიზაციის კალენდრით რეკომენდებულია კომბინირებული Hib ვაქცინის სერიების რუტინული გამოყენება 2 თვის ასაკიდან, 2-დოზიანი ან 3-დოზიანი სერიით, იმის და მიხედვით თუ რომელი კონკრეტული ვაქცინაა გამოყენებული, და მოგვიანებით ბუსტერ დოზით 12-დან 15 თვემდე ასაკში. აშშ-ს იმუნიზაციის კალენდრის ყველა დეტალისთვის, მათ შორის ბუსტერ დოზების და გამოტოვებული დოზების აღდგენის შესახებ ინფორმაციისთვის საჭიროა მივმართოთ იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის გაიდლაინებს:

რეგიონების მიხედვით იმუნიზაციის გრაფიკი განსხვავებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენს ადგილობრივ იმუნიზაციის კალენდარს.

მეორეული პრევენცია

სავარაუდო მენინგოკოკური ან b ტიპის Haemophilus influenzae (Hib) მენინგიტის ყველა შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იყოს შეტყობინებული ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში.[64]

ქიმიოპროფილაქტიკა ცეფტრიაქსონით, ციპროფლოქსაცინით ან რიფამპიცინით რეკომენდებულია საეჭვო ან ცნობილი მენინგოკოკური ინფექციის მქონე პაციენტების ყველა საყოფაცხოვრებო და დღის სტაციონარის კონტაქტებისთვის.[37][104] მენინგოკოკური მენინგიტის ქიმიოპროფილაქტიკა ჯანდაცვის მუშაკებისთვის იშვიათადაა ნაჩვენები. ეპიდაფეთქების მართვისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ მენინგოკოკური ან Hib ვაქცინაცია უნდა იქნას განხილული. რისკის ყველა ჯგუფში უნდა გაკეთდეს პირველადი ვაქცინაცია Streptococcus pneumoniae, Neisseria meningitidis და b ტიპის H influenzae წინააღმდეგ.[37][64]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას