ეტიოლოგია

გამომწვევი აგენტები შეიძლება განსხვავებული იყოს ასაკობრივი ჯგუფის, ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით. გლობალურად ბაქტერიული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Neisseria meningitidis და Streptococcus pneumoniae, რომლებზეც მოდის ბაქტერიული მენინგიტის 9.1%-36.2% და 2.1%-41.2%, შესაბამისად.[16] ბავშვებში ყველაზე ხშირი პათოგენია S pneumoniae, რომელზეც მოდის შემთხვევების 22.5%-დან (ევროპაში) 41.1%-მდე (აფრიკაში). ზრდასრულებში S pneumoniae-ზე მოდის შემთხვევების 9.6%-დან (წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე) 75.2%-მდე (აფრიკაში).[16]

N meningitidis-ის B სეროლოგიური ჯგუფი მენინგოკოკური მენინგიტის უპირატესი გამომწვევია ევროპაში, აშშ-ში და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე. მენინგოკოკური C და W სეროლოგიური ჯგუფები ყველაზე ხშირია აფრიკის უმეტეს ნაწილში და ლათინურ ამერიკაში. Y სეროლოგიური ჯგუფით გამოწვეული შემთხვევები უმეტესად ჩრდილოეთ ევროპაში გვხვდება.[16]

დიდ ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში Hib-ის (b ტიპის Haemophilus Influenzae) და კომბინირებული პნევმოკოკური ვაქცინების რუტინულმა გამოყენებამ ბაქტერიული მენინგიტის საერთო ინციდენტობა საგრძნობლად შეამცირა.[5][10][11][17][18] თუმცა, შეზღუდული ეკონომიკური რესურსებისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო, მრავალ განვითარებად ქვეყანაში დაავადების მაჩვენებლები მაღალი რჩება.

ახალშობილებში Escherichia coli და Streptococcus agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები) ბაქტერიული მენინგიტის ძირითადი გამომწვევი აგენტებია.[16]

გრამ-უარყოფითი ენტერობაცილები (მაგ., Serratia, Acinetobacter, Klebsiella და Pseudomonas aeruginosa) დამატებითი მაპროვოცირებელი მიკროორგანიზმებია შემთხვევათა <10%-თან. მათ შეუძძლიათ დაავადების გამოწვევა ახალშობილებში, ხანდაზმულებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.

Listeria monocytogenes ბაქტერიული მენინგიტის ხშირი მიზეზია პაციენტებთან, რომლებიც იყენებენ იმუნოსუპრესორულ საშუალებებს, ადამიანებთან, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებთან.[19][20]

ბაქტერიული მენინგიტის ზოონოზური მიზეზები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება, როდესაც არის ცხოველებთან ექსპოზიციის ანამნეზი. Streptococcus suis, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასოცირდება უმი ღორის ხორცთან და საღორე მეურნეობასთან. სხვა ზოონოზური პათოგენებია Capnocytophaga canimorsus (ასოცირდება ძაღლებთან), Campylobacter fetus (მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან) და Streptococcus equi (ცხენებთან).[21][22][23]

პათოფიზიოლოგია

ბაქტერიები აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ჰემატოგენური გავრცელებით (ყველაზე გავრცელებული გზა) ან უშუალო გავრცელებით მიმდებარე უბნიდან, როგორიცაა პარანაზალური სინუსები ან დვრილისებრი ძვალი. ახალშობილებმა პათოგენები დედის არასტერილური გენიტალური სეკრეტებიდან, პლაცენტიდან ან ირგვლივ მდებარე არეებიდან შეიძლება შეიძინონ.[9] სუბარაქნოიდულ სივრცეში შესვლის შემდეგ ბაქტერიების გამრავლება სწრაფად ხდება. თავზურგტვინის სითხეში ბაქტერიული კომპონენტები იწვევს სხვადასხვა ანთებითი მედიატორების წარმოქმნას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების შემოდინებას.[24] ანთებითი კასკადი იწვევს ცერებრალურ შეშუპებას და ინტრაკრანიალური წნევის მომატებას, რაც ხელს უწყობს ნევროლოგიურ დაზიანებას და სიკვდილსაც კი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ადამიანის თავის ტვინის ვენტრალური ხედი, რომელიც აჩვენებს Streptococcus pneumoniae-ით გამოწვეული ჩირქოვანი ბაზილარული მენინგიტის ინფექციასგამოსახულება მოწოდებულია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულებების ბიბლიოთეკის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@73c72134

კლასიფიკაცია

ბაქტერიული მენინგიტის გავრცელებული ტიპები

პნევმოკოკური მენინგიტი

  • გამომწვევია Streptococcus pneumoniae

მენინგოკოკური მენინგიტი

  • გამომწვევია Neisseria meningitidis

ჰემოფილუს ინფლუენზას ტიპი "b"-ით გამოწვეული მენინგიტი (Hib მენინგიტი)

  • გამომწვევია b ტიპის Haemophilus influenzae

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას