ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ბაქტერიული მენინგიტის ძირითადი რისკ-ფაქტორებია ≤5 ან ≥60 ასაკი, მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა, პათოგენთან ექსპოზიცია, არა ვაქცინირებული ჩვილები, იმუნოდეფიციტი, ასპლენია ან ჰიპოსპლენია, კრანიალური ანატომიური დეფექტები, ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტი, კიბო, აივ/შიდსი, კოხლეარული იმპლანტები და ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება.

თავისტკივილი

არის ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილთა 87% -ში.[27]

კისრის კუნთების გაშეშება

კისრის გაშეშება კისრის პასიური მოხრის მიმართ წინააღმდეგობით (კეფის რიგიდობა) მენინგიტის კლასიკური ნიშანია.

არის ბაქტერიული მენინგიტის მქონე ბავშვების 30%-ში და მოზრდილთა 83% -ში.[27][37]​​[40]

კლასიკური ტრიადა - ცხელება, კისრის გაშეშება და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გვხვდება პაციენტების მხოლოდ 41%-51%-ში. თუმცა, ერთ-ერთ კვლევაში, პაციენტთა 95%-ს ჰქონდა თავის ტკივილის, ცხელების, კისრის გაშეშების და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის ოთხი სიმპტომიდან მინიმუმ ორი.[27]

ცხელება

არის ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილთა 77% -ში.[27]

კლასიკური ტრიადა - ცხელება, კისრის გაშეშება და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გვხვდება პაციენტების მხოლოდ 41%-51%-ში. თუმცა, ერთ-ერთ კვლევაში, პაციენტთა 95%-ს ჰქონდა თავის ტკივილის, ცხელების, კისრის გაშეშების და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის ოთხი სიმპტომიდან მინიმუმ ორი.[27]

შეცვლილი მენტალური სტატუსი

არის ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილთა 69% -ში.[27]

ხანდაზმულ პაციენტებში ეს შეიძლება იყოს მენინგიტის ერთადერთი ნიშანი.[1]

კლასიკური ტრიადა - ცხელება, კისრის გაშეშება და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გვხვდება პაციენტების მხოლოდ 41%-51%-ში. თუმცა, ერთ-ერთ კვლევაში, პაციენტთა 95%-ს ჰქონდა თავის ტკივილის, ცხელების, კისრის გაშეშების და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის ოთხი სიმპტომიდან მინიმუმ ორი.[27]

დაბნეულობა

არის ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილებში.[27]

ხანდაზმულ პაციენტებში ეს შეიძლება იყოს მენინგიტის ერთადერთი ნიშანი.[1]

ფოტოფობია

ბაქტერიული მენინგიტის კარგად ცნობილი სიმპტომი.

პირღებინება

ბაქტერიული მენინგიტის კარგად ცნობილი სიმპტომი.

გულყრები

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბავშვებში და მოზრდილებში.

ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ კრუნჩხვები, როდესაც ინფიცირებულნი არიან Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae b ტიპით, ვიდრე მენინგოკოკური დაავადებით.[1]

ჰიპოთერმია (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება შეიცავდეს ჰიპოთერმიას.[1]

გაღიზიანებადობა (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება შეიცავდეს გაღიზიანებადობას.[1]

ლეთარგია (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება შეიცავდეს ლეთარგიას.[1]

ცუდი კვება (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება შეიცავდეს ცუდ ნაკვებობას.[1]

აპნოე (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება მოიცავდეს აპნოეს.[1]

იშვიათი

კეროვანი ნევროლოგიური დარღვევა

შეიძლება ადგილი ჰქონდეს კეროვან ნევროლოგიურ დეფექტებს, აფაზიის, ჰემიპარეზის ან კრანიული ნერვის დამბლის ჩათვლით.[39]

შეიძლება ასევე მოიცავდეს დილატირებულ გუგებს რეაქციის გარეშე, თვალის მოტორიკის დარღვევას, მხედველობის არის ანომალიებს, მზერის დამბლას, ხელის ან ფეხის პოზიციურ ცდომას.

სავარაუდოს ხდის ინტრაკრანიალური წნევის მომატებას.

თვალების პათოლოგიური მოძრაობა

მიუთითებს ქალა-ტვინის ნერვის დამბლაზე (III, IV, VII) და ქალასშიდა წნევის მომატებაზე.

სახის დამბლა

ქალა-ტვინის VII ნერვი ასევე შეიძლება იყოს ჩართული და დაზიანებული მომატებული ქალასშიდა წნევის და ანთების გამო. ამ დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სახის დამბლა.

წონასწორობის პრობლემები/სმენის დაქვეითება

ქალა-ტვინის VIII ნერვი ასევე შეიძლება იყოს ჩართული და დაზიანებული იყოს მომატებული ქალასშიდა წნევის და ანთების გამო. ამ დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს წონასწორობის პრობლემები და სმენის დაქვეითება.

გამობერილი ყიფლიბანდი ახალშობილებში

მიუთითებს ქალასშიდა წნევის მომატებაზე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გამჭოლი ხმით ტირილი (ჩვილებში)

ჩვილებში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არასპეციფიკური იყოს და შეიძლება ხმამაღალი ტირილის სახით გამოვლინდეს.[1]

იშვიათი

გამონაყარი

პეტექიური ან პურპურული გამონაყარი, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია მენინგოკოკურ მენინგიტთან. თუმცა, ის შეიძლება გამოვლინდეს ბაქტერიული მენინგიტის ნებისმიერი ტიპის დროს.[1][9]

პაპილოედემა

თვალის ფსკერის დათვალიერებისას შესაძლოა გადიდებული მუქი წერტილი გამოვლინდეს.

მიუთითებს ქალასშიდა წნევის მომატებაზე.

კერნიგის ნიშანი

როდესაც პაციენტი სუპინაციის მდგომარეობაშია და ბარძაყი მოხრილია 90° მართი კუთხით, ფეხის გამართვის ან გაშლის მცდელობა წინააღმდეგობას ხვდება.

გვხვდება ბაქტერიული მენინგიტის მქონე ბავშვების 53%-ში და მოზრდილთა 11%-ში​[37]

ბრუძინსკის ნიშანი

კისრის მოხრა იწვევს მუხლების და თეძოების უნებლიე მოხრას.

ალტერნატიული ნიშანი - ფეხის პასიური მოხრა ერთ მხარეს იწვევს მეორე ფეხის კონტრალატერალურ მოხრას.

გვხვდება ბაქტერიული მენინგიტის მქონე ბავშვების 66%-ში და მოზრდილთა 9%-ში​[37]

რისკფაქტორები

ძლიერი

ასაკი ≤5 ან ≥65 წელი

სარისკო ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები დაზიანებული ან შესუსტებული იმუნიტეტის გამო ზარალდებიან.[5] ჩვილები და ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.[1]

მოსახლეობის სიმჭიდროვე

ბაქტერიების ტრანსმისიისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. აფეთქებები აშშ კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში და სამხედრო წვევალნდელთა საწვრთნელ ბანაკებში დაფიქსირდა.[1][25][26]

პათოგენებთან ექსპოზიცია

ბაქტერიული მენინგიტის განვითარების რისკი იზრდება თუ არის ოჯახური ან ახლო კონტაქტი მენინგიტით დაავადებულ პაციენტთან.[1]

არა იმუნიზებული ჩვილები

b ტიპის Haemophilus influenzae, პნევმოკოკური, ან მენინგოკოკური მენინგიტის მიღების მაღალი რისკი.[9]

იმუნოდეფიციტი

ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 50%-ს აქვს წინასწარგანმწყობი პირობები, რომელთა ერთ მესამედს აქვს იმუნოდეფიციტი.[27]

აივ ინფექციის მქონე პაციენტები უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ბაქტერიული მენინგიტის მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ შიდსი უვითარდებათ. რისკი გაზრდილია დაახლოებით რვაჯერ, ზოგად პოპულაციასთან შედარებით.[28] ბაქტერიული მენინგიტი ამ პოპულაციაში ძირითადად გამოწვეულია Streptococcus pneumoniae-ით, მაგრამ ასევე შესაძლებელია გამომწვევი Salmonella meningitis იყოს.[28][29][30]

თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები, როგორიცაა კომპლემენტის დეფიციტები, X-შეკავშირებული აგამაგლობულინემია, იმუნოგლობულინი G ქვეკლასის დეფიციტი ან ინტერლეიკინ 1 რეცეპტორ-ასოცირებული კინაზა 4 დეფიციტი, დაკავშირებულია ბაქტერიულ მენინგიტთან.[31]

კიბო

ლეიკემიით და ლიმფომით დაავადებული პაციენტები მგრძნობიარენი არიან ბაქტერიული მენინგიტის მიმართ, განსაკუთრებით, როცა გამომწვევია Listeria monocytogenes. ამ პაციენტებს აღენიშნებათ თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა და აქვთ არასასურველი გამოსავლის მაღალი რისკი.[29][32]

ასპლენია/ჰიპოსპლენიური მდგომარეობა

ზრდის გენერალიზებული ბაქტერიული ინფექციების რისკს ინკაფსულირებული ბაქტერიებით, განსაკუთრებით, Streptococcus pneumoniae, Neisseria meningitidis და Haemophilus influenzae.[31]

თავის ქალის ანატომიური დეფექტები

თანდაყოლილმა ან შეძენილმა კრანიალურმა ანატომიურმა დეფექტებმა შეიძლება გაზარდოს რისკი.[1] განმეორებითი მენინგიტის შემთხვევებში ეჭვი უნდა იყოს მიტანილი ანატომიურ დეფექტებზე.[29]

კოხლეარული იმპლანტები

კოხლეარული იმპლანტების რეციპიენტები ბაქტერიული მენინგიტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე, ზოგადი პოპულაცია.[33]

სუსტი

თანმდევი ინფექცია

ისეთი ინფექციები, როგორიცაა სინუსიტი, პნევმონია, მასტოიდიტი და შუა ყურის ანთება, ზრდის მენინგიტის რისკს.[1]

მოწევა

მოწევა უკავშირდება მენინგოკოკური მენინგიტის გაზრდილ რისკს.[34]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას