პროგნოზი

ავადობა

ზოგადად, სწრაფი და ადექვატური ანტიმიკრობული და დამხმარე თერაპიით, მწვავე ბაქტერიული მენინგიტის შემდეგ გამოსავალი ძალიან კარგია. თუმცა, პროგნოზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ასაკი, თანმხლები დაავადებების არსებობა, გამომწვევი პათოგენი და სიმძიმე გამოვლინებისას.

ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილებში ცუდ პროგნოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები მოიცავს ხანდაზმულ ასაკს, ოსტეიტის ან სინუსიტის არსებობას, გლაზგოს კომის სკალის დაბალი მაჩვენებელს (ანუ, ცნობიერების დაბალი დონე) ჰოსპიტალიზაციის დროს, ტაქიკარდიას, გამონაყარის არარსებობას, თრომბოციტოპენიას, ერითროვიტების დალექვის მომატებულ სიჩქარეს, თავზურგტვინის სითხეში უჯრედების დაბალ რაოდენობას და სისხლის დადებით კულტურას.[27] ბაქტერიული მენინგიტის მქონე მოზრდილების ერთ მესამედს აქვს შემეცნებითი დარღვევები.[94]

ბავშვების დაახლოებით 10%-20%-ს, რომლებიც გადარჩნენ ბაქტერიული მენინგიტის შემდეგ, უვითარდებათ მძიმე გართულებები, როგორიცაა სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა, მოტორული პრობლემები, კრუნჩხვები და გონებრივი ჩამორჩენა.[95][96][97] ბავშვების 20% - 30%-ს უფრო მსუბუქი არასასურველი გვერდითი მოვლენები აქვთ, როგორიცაა კოგნიტური, აკადემიური და ქცევითი პრობლემები.[98]

სიკვდილობა

ლეტალობის კოეფიციენტი ბაქტერიული მენინგიტის დროს არის 4%-დან 10%-მდე პედიატრიულ მოსახლეობაში და 25% მოზრდილებში.[38][99] ლეტალობის მაჩვენებელი Haemophilus influenzae და Streptococcus agalactiae-თვის არის 3% - 7%; Streptococcus pneumoniae-თვის - 20% - 25%; და Listeria monocytogenes-თვის - 30% - 40%.[17][100] სიკვდილიანობის მაჩვენებლები მაღალია უკიდურესი ასაკის პაციენტებში (მაგ., ახალშობილებსა და ხანდაზმული ადამიანებში).[9]

საერთო სიკვდილიანობა მენინგოკოკური ინფექციების დროს არის 10% - 15%.[101]

მენინგიტის მქონე პაციენტებს აქვთ უფრო დაბალი სიკვდილიანობა (5%), ვიდრე მენინგოკოკური სეფსისის მქონე პაციენტებს (5%-დან 40%-მდე). სიკვდილის შემთხვევების უმრავლესობა დაავადების პირველი 24 საათის განმავლობაში ხდება. სიკვდილიანობა უფრო მაღალია მოზარდებში, ვიდრე უმცროსი ასაკის ბავშვებში, და უფრო მაღალია დაავადების აფეთქებების დროს, ვიდრე სპორადული დაავადების დროს.[102] ანტიბიოტიკების დაგვიანებული მიღება ზრდის სიკვდილობას.[37][61][62]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას