ანაფილაქსია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტი: მწვავე გამოვლინება
გულ-ფილტვის შეფასება + დამხმარე ტიპის სამკურნალო ზომების გამოყენება
პაციენტებს შესაძლოა განსხვავებული სიმწვავის სიმპტომები გამოუვლინდეთ, თუმცა ყველაზე ურგენტული გულის კოლაფსი და სუნთქვის დარღვევაა. შედარებით მსუბუქი სიმპტომებით წარმოდგენილი პაციენტების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს სწრაფად, ამიტომ აუცილებელია მათი მჭიდრო მონიტორინგი.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
სიმძიმის მიუხედავად, ანაფილაქსიის მქონე თითოეული პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, სანამ ნიშნები და სიმპტომები სრულად არ ალაგდება.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
თუ სუნთქვის უკმარისობა ან ღებინება გამოხატული არ არის, სხვა შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მოთავსებული მწოლიარე მდგომარეობაში, ქვედა კიდურებით ზემოთ (შოკის ან ტრენდელენბურგის პოზიცია). შედეგად გაძლიერდება ვენური სისხლის გულში დაბრუნება, შესაბამისად, გაიზრდება გულის პრედატვირთვა და წუთმოცულობა. კვლევების მიხედვით, პაციენტის ვერტიკალურ პოზიციაში მოთავსებამ შესაძლოა ფატალური შედეგი მოგვცეს.[75]Pumphrey RS. Fatal posture in anaphylactic shock. J Allergy Clin Immunol. 2003 Aug;112(2):451-2. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12897756?tool=bestpractice.com
დამატებითი ჟანგბადის გამოყენება გასათვალისწინებელია ანაფილაქსიის მქონე თითოეულ პაციენტში, განურჩევლად რესპირატორული სტატუსისა. ამასთან, ჟანგბადს ვიყენებთ ყველა იმ პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა, ასევე მათთვის, ვინც არ რეაგირებს ადრენალინით (ეპინეფრინით) საწყის მკურნალობაზე.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
სუნთქვის მონიტორინგი უნდა წარმოებდეს ჟანგბადის უწყვეტი სატურაციით და არტერიული აირების განსაზღვრის გზით. თუ პაციენტის სუნთქვითი ძალისხმევა არასაკმარისია, შესაძლაო საჭირო გახდეს ხელოვნური ვენტილაცია.
კუნთშიდა ადრენალინი (ეპინეფრინი)
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ადრენალინის შესაბამისი დოზის დაუყოვნებელი გამოყენება შეამცირებს პაციენტის სიკვდილობასა და ავადობას.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com ყველა პაციენტს სისტემური რეაქციის ნიშნებით, განსაკუთრებით ჰიპოტენზიით, სასუნთქი გზების შეშუპებით ან სუნთქვის გაძნელებით, დაუყოვნებლივ უნდა გაუკეთდეს ადრენალინი ინტრამუსკულარულად ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე.[77]Pellegrino JL, Charlton NP, Carlson JN, et al. 2020 American Heart Association and American Red Cross focused update for first aid. Circulation. 2020 Oct 27;142(17):e287-303. https://www.ahajournals.org/doi/10.1161/CIR.0000000000000900 [78]Dinakar, C. Anaphylaxis in children: current understanding and key issues in diagnosis and treatment. Curr Allergy Asthma Rep. 2012 Dec;12(6):641-9. http://link.springer.com/article/10.1007/s11882-012-0284-1/fulltext.html http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22815131?tool=bestpractice.com [106]Sicherer SH, Leung DY. Advances in allergic skin disease, anaphylaxis, and hypersensitivity reactions to foods, drugs, and insects in 2014. J Allergy Clin Immunol. 2012 Aug 15;(8):CD008935. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25662305?tool=bestpractice.com [79]Sheikh A, Simons FE, Barbour V, et al. Adrenaline auto-injectors for the treatment of anaphylaxis with and without cardiovascular collapse in the community. Cochrane Database Syst Rev. 2012 Aug 15;(8):CD008935. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD008935.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22895980?tool=bestpractice.com [80]Sheikh A, Shehata YA, Brown SG, et al. Adrenaline for the treatment of anaphylaxis: Cochrane systematic review. Allergy. 2009 Feb;64(2):204-12. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1398-9995.2008.01926.x/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19178399?tool=bestpractice.com
დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 5-15 წუთში, საჭიროებისამებრ.[6]Sampson HA, Muñoz-Furlong A, Campbell RL, et al. Second symposium on the definition and management of anaphylaxis: summary report - second National Institute of Allergy and Infectious Disease/Food Allergy and Anaphylaxis Network symposium. J Allergy Clin Immunol. 2006 Feb;117(2):391-7. http://www.jacionline.org/article/S0091-6749%2805%2902723-5/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16461139?tool=bestpractice.com [12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com [81]Cardona V, Ferré-Ybarz L, Guilarte M, et al. Safety of adrenaline use in anaphylaxis: a multicentre register. Int Arch Allergy Immunol. 2017;173(3):171-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28793302?tool=bestpractice.com ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე ადიმინისტრირებას უპირატესობა ენიჭება დელტისებურ კუნთში ან კანქვეშა ინექციისთან შედარებით.[82]Simons FE, Gu X, Simons KJ. Epinephrine absorption in adults: intramuscular versus subcutaneous injection. J Allergy Clin Immunol. 2001 Nov;108(5):871-3. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11692118?tool=bestpractice.com [83]Simons FE, Roberts JR, Gu X, et al. Epinephrine absorption in children with a history of anaphylaxis. J Allergy Clin Immunol. 1998 Jan;101(1 Pt 1):33-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9449498?tool=bestpractice.com
ადრენალინის 2 აუტოინექცია უნდა გაკეთდეს ანაფილაქსიის ნებისმიერი ეპიზოდის შემდეგ.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com [86]Medicines and Healthcare products Regulatory Agency. Guidance on adrenaline auto-injectors (AAIs). Jun 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/adrenaline-auto-injectors-aais-safety-campaign/adrenaline-auto-injectors-aais პაციენტმა ან მომვლელმა ყოველთვის თან უნდა ატაროს ორივე აუტოინჟექტორი და უნდა იცოდეს მათი გამოყენება.[76]Sicherer SH, Simons FE. Epinephrine for first-aid management of anaphylaxis. Pediatrics. 2017 Mar;139(3). http://pediatrics.aappublications.org/content/139/3/e20164006.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28193791?tool=bestpractice.com ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებთან ადრენალინის აუტოინექციები უნდა დაინიშნოს როგორც პერსონალიზებული გადაუდებელი გეგმის შემადგენელი ნაწილი.[76]Sicherer SH, Simons FE. Epinephrine for first-aid management of anaphylaxis. Pediatrics. 2017 Mar;139(3). http://pediatrics.aappublications.org/content/139/3/e20164006.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28193791?tool=bestpractice.com [87]Wang J, Sicherer SH. Guidance on completing a written allergy and anaphylaxis emergency plan. Pediatrics. 2017 Mar;139(3):e20164005. http://pediatrics.aappublications.org/content/139/3/e20164005.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28193793?tool=bestpractice.com American Academy of Pediatrics: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window
პირველადი პარამეტრები
ადრენალინი(ეპინეფრინი): ბავშვებში: 0.01 მგ/კგ (1:1000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 5-15 წუთში, მაქსიმუმ 0.3 მგ/დოზა ; ზრდასრულებში: 0.3 - 0.5 მგ (1:1000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 5-15 წუთში
სასუნთქი გზების შეფასება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ვინაიდან სასუნთქი გზების მცირე პრობლემაც კი სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს სრულად დახშობაში, კრიტიკული მნიშვნელობისაა სასუნთქი გზების გადაუდებელი შეფასება და მკურნალობა. თუ შესაძლებელია სასუნთქი გზების შეფასება და მართვა უნდა ჩატარდეს გამოცდილი ანესთეზიოლოგის ან სასწრაფი დახმარების ექიმის მიერ. შესაძლოა აუცილებელი გახდეს ადრეული პროფილაქტიკური ინტუბაცია ან, ზოგჯერ, კრიკოთიროტომიაც კი, განსაკუთრებით თუ გამოხატულია ინსპირაციული სტრიდორი.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com არაადეკვატური სუნთქვითი ძალისხმევა შეიძლება მიუთითებდეს ვენტილაციის მხარდაჭერის საჭიროებაზე.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.
ინტრავენური ფიზიოლოგიური ხსნარი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
სითხის აგრესიული მიწოდება ინტრავენურად აუცილებელია, ვინაიდან სისხლძარღვშიდა სითხე გადანაწილებულია "ტევად" ვენებსა და უჯრედშორის ქსოვილებში. ადამიანის სისხლძარღვოვანი სისტემა შედგება მაღალი წნევის მცირე მოცულობის არტერიული სისტემისგან და დიდი ზომის დაბალი წნევის ვენების რეზერვუარისგან, რომელიც ანაფილაქსიის დროს ფართოვდება და იკავებს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დიდ ნაწილს.
სისხლძარღვშიდა სითხის ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად ზრდასრულებში ვიყენებთ 1-2 ლიტრ ფიზიოლოგიურ ხსნარს ინტრავენურად, 5-10 მლ/კგ დოზით პირველი 5 წუთის განმავლობაში; შესაძლოა საჭირო გახდეს 7 ლ-მდე მოცულობის სითხის გამოყენება.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com ბავშვებმა უნდა მიიღონ 30 მლ/კგ პირველი საათის განმავლობაში.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
კარდიოპულმონური რეანიმაცია + ინტრავენური ადრენალინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
თუ პულსი არ ისინჯება ან პაციენტი არ სუნთქავს, უნდა დავიწყოთ კარდიოპულმონური რეანიმაცია და გულის გაძლიერებული მხარდაჭერა ინტუბაციასთან და ვენტილაციასთან ერთად.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.
გამოიყენება ინტრავენური ადრენალინის მაღალი დოზა.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ადრენალინი(ეპინეფრინი): ბავშვებში: 0.01 მგ/კგ (1:10 000 ხსნარი) კუნთშიდა გზით ყოველ 3-5 წუთში, მაქსიმუმ 1 მგ/დოზა ; ზრდასრულებში: 1 მგ (1:10 000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 3-5 წუთში
ინტრავენური ადრენალინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ინტრავენური ადრენალინი გამოიყენება გულის გაჩერების შემთხვევაში, ასევე მძიმე ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებთან, რომელთა მდგომარეობა ინტრავენური სითხეების და კუნთშიდა ადრენალინის რამდენიმე დოზის გამოყენებით არ უმჯობესდება.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com [85]Muraro A, Roberts G, Worm M, et al. Anaphylaxis: guidelines from the European Academy of Allergy and Clinical Immunology. Allergy. 2014 Jun 9;69(8):1026-45. https://www.doi.org/10.1111/all.12437 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24909803?tool=bestpractice.com
ადრენალინის განაგრძობითი ინფუზია, ტიტრირებული ეფექტისთვის, გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ უნდა განხორციელდეს. ინტრავენური დოზის არცერთი რეჟიმი არ არის საყოველთაოდ აღიარებული.
პირველადი პარამეტრები
ადრენალინი(ეპინეფრინი): ბავშვებში: 0.01 მგ/კგ (1:10 000 ხსნარი) კუნთშიდა გზით ყოველ 5 წუთში, მაქსიმუმ 0.3 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 0.1 მგ (1:10 000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 5 წუთში
ინტრავენური გლუკაგონი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
კორონარული არტერიების დაავადების საწინააღმდეგოდ ბეტა-ბლოკერების მომხმარებელ პაციენტებში, როგორც მედიკამენტი, ასევე არსებული დაავადება ართულებს მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის მკურნალობას. ბეტა-ბლოკერს აქვს ადრენალინის საწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს გულისცემის სიხშირეს და, შესაბამისად, გულის წუთმოცულობას). კორონარული არტერიების დაავადება ზღუდავს გულის სარეზერვო ფუნქციას, რამაც შეიძლება დაამძიმოს ჰიპოტენზია, რომელიც ვაზოაქტიური მედიატორების გათავისუფლებითაა განპირობებული. ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და ენდოგენური ან იატროგენული ადრენერგული აგენტები დიასტოლის დროს პერფუზიის შემცირების გზით იწვევენ მიოკარდიუმის იშემიას. ბეტა-ბლოკადასთან გასამკლავებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ გლუკაგონი, თუმცა, შედეგად განვითარებული ტაქიკარდია მძიმე კორონარული არტერიების დააცვადების მქონე პაციენტებში შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.[6]Sampson HA, Muñoz-Furlong A, Campbell RL, et al. Second symposium on the definition and management of anaphylaxis: summary report - second National Institute of Allergy and Infectious Disease/Food Allergy and Anaphylaxis Network symposium. J Allergy Clin Immunol. 2006 Feb;117(2):391-7. http://www.jacionline.org/article/S0091-6749%2805%2902723-5/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16461139?tool=bestpractice.com ამგვარად, აუცილებელია კარდიოლოგის ადრეული კონსულტაცია.
პირველადი პარამეტრები
გლუკაგონი: ბავშვებში: დოზირების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 5 მგ ინტრავენურად თავდაპირველად, გაიმეორეთ დოზა, თუ 10-15 წუთში პაციენტს არ აქვს რეაქცია, ამის შემდგომ, რეაქციის შემთხვევაში მიაწოდეთ მას 5-15 მიკროგრამი წუთში.
საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პერსისტენტული რესპირატორული სიმპტომები ადრენალინის მიღების შემდეგ შესაძლოა გაუმჯობესდეს ინჰალაციური ბეტა -2 აგონისტების ფონზე.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
ბეტა-2 აგონისტს აქვს ჯვარედინი აქტივობა ბეტა-1 რეცეპტორზეც, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია და ჰიპერტენზია. განმეორებითი დოზირება ზოგჯერ შეუძლებელია აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამო.
პირველადი პარამეტრები
სალბუტამოლი საინჰალაციო: ბავშვებში: 0.15 მგ/კგ ნებულაიზერით ყოველ 20 წუთში 3 დოზად, შემდგომ 0.15-0.3 მგ/კგ ყოველ 1-4 საათში საჭიროების მიხედვით; ზრდასრულებში: 1.25-5 მგ ნებულაიზერით ყოველ 20 წუთში 3 დოზად, შემდგომ ყოველ 1-4 საათში საჭიროებისამებრ
H1 ანტაგონისტები + H2 ანტაგონისტები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
H1 და H2 ანტაგონისტებს ვიყენებთ ქავილის, ურტიკარიისა და რინორეის შესამსუბუქებლად. მათმა გამოყენებამ არ უნდა გადაავადოს ან ჩაანაცვლოს კუნთშიდა ადრენალინის მიწოდება.[88]Sheikh A, Ten Broek V, Brown SG, et al. H1-antihistamines for the treatment of anaphylaxis: Cochrane systematic review. Allergy. 2007 Aug;62(8):830-7. https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1398-9995.2007.01435.x http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17620060?tool=bestpractice.com [89]Andreae DA, Andreae MH. Should antihistamines be used to treat anaphylaxis? BMJ. 2009 Jul 10;339:b2489. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19592404?tool=bestpractice.com ანტიჰისტამინური საშუალებების უმეტესობა შეიძლება გაკეთდეს ინტრავენურად, კუნთში ან პერორალურად. პერიოპერაციული ანაფილაქსიის შემთხვევაში, ანტიჰისტამინების ფონზე ზიანის მტკიცებულება არ დადგენილა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული აუდიტის მიხედვით.[27]Royal College of Anaesthetists. Anaesthesia, surgery and life-threatening allergic reactions. Report and findings of the Royal College of Anaesthetists’ 6th National Audit Project: perioperative anaphylaxis. May 2018 [internet publication]. https://www.niaa.org.uk/NAP6Report?newsid=1914#pt ძალიან მსუბუქი ალერგიული რეაქციებისთვის შესაძლოა პერორალური მოხმარებაც საკმარისი იყოს, თუმცა არა ანაფილაქსიის შემთხვევაში.
პირველადი პარამეტრები
დიფენჰიდრამინი: ბავშვები: 1-2 მგ/კგ ინტრავენურად/კუნთში; ზრდასრულები: 25-50 მგ ინტრავენურად/კუნთში
და
ციმეტიდინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 300 მგ ინტრავენურად ერთეული დოზის სახით
კორტიკოსტეროიდები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ადრენალინის გამოყენების შემდგომ დამხმარე თერაპიის სახით შეიძლება კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.[1]LoVerde D, Iweala OI, Eginli A, et al. Anaphylaxis. Chest. 2017 Aug 8;153(2):528-43. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6026262 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28800865?tool=bestpractice.com [12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ანაფილაქსიასთან დაკავშირებული სიმპტომების რისკი, მათ შორის ურტიკარია. 2020 წლის გაიდლაინების მიხედვით, კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდებული ბიფაზური ანაფილაქსიის პრევენციის მიზნით. ეს დაფუძნებულია შეზღუდული რაოდენობის მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად კორტიკოსტეროიდების გამოყენება რისკს არ ამცირებს.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
კორტიკოსტეროიდებს, პერორალურად ან ინტრავენურად, არ აქვთ როლი ანაფილაქსიის მწვავე პერიოდის მართვაში; მათი მოქმედება ნელა იწყება და შეიძლება არ იყოს ეფექტი 4-დან 6 საათის განმავლობაში.[90]National Institute of Allergy and Infectious Disease (NIAID). Guidelines for the diagnosis and management of food allergy in the United States: report of the NIAID-sponsored expert panel. J Allergy Clin Immunol. 2010 Dec;126(6 suppl):S1-58. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(10)01566-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21134576?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
მეთილპრედნიზოლონი: ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 მგ/კგ-ზე დღიური დოზა ინტრავენურად
ან
პრედნიზოლონი: ბავშვები და ზრდასრულები: 0.5 - 1 მგ/კგ/დღეში პერორალურად
იდენტიფიცირებული ალერგენი
იმუნოთერაპია
შხამით კანქვეშა იმუნოთერაპია რეკომენდებულია სისტემური რეაქციის პრევენციისთვის პაციენტებში, რომელთაც მწერის ნაკბენის შედეგად განუვითარდათ ანაფილაქსია.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123.
https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
[85]Muraro A, Roberts G, Worm M, et al. Anaphylaxis: guidelines from the European Academy of Allergy and Clinical Immunology. Allergy. 2014 Jun 9;69(8):1026-45.
https://www.doi.org/10.1111/all.12437
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24909803?tool=bestpractice.com
[ ]
Is there randomized controlled trial evidence to support the use of venom immunotherapy to prevent allergic reactions to insect stings?/cca.html?targetUrl=http://cochraneclinicalanswers.com/doi/10.1002/cca.148/fullსწორი პასუხის ჩვენება მკურნალობა მაღალეფექტურია (80%-98%) სისტემური რეაქციების პრევენციისთვის.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123.
https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
შხამის იმუნოთერაპია ზრდის არასასურველი სისტემური რეაქციების რისკს მკურნალობის დროს.[91]Boyle RJ, Elremeli M, Hockenhull J, et al. Venom immunotherapy for preventing allergic reactions to insect stings. Cochrane Database Syst Rev. 2012 Oct 17;(10):CD008838.
http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD008838.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23076950?tool=bestpractice.com
პაციენტთა უმრავლესობამ, რომელსაც მწერის ნაკბენის მძიმე რეაქციის მცირე ნარჩენი რისკი (<5%) აქვს, შეუძლია შეწყვიტოს შხამით იმუნოთერაპია 5 წლის თავზე.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123.
https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
საკვებით გამოწვეული ანაფილაქსიის პრევენციის ქვაკუთხედად რჩება საკვები ალერგენების თავიდან არიდება.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com შეფასებული იყო კანქვეშა, ორალური და სუბლინგვალური იმუნოთერაპიის გზები. კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობამ შიეძლება გამოიწვიოს დესენსიბილიზაცია, ზოგიერთ პაციენტს უყალიბდება ამტანობა.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com საკვების ალერგიის სპეციფიკური იმუნოთერაპიის კვლევა გრძელდება; ის ისტორიულად ასოცირდება არასასურველ რეაქციებთან, ანაფილაქსიის ჩათვლით.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com ამჟამად, სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ დამტკიცებულია პერორალური იმუნოთერაპიის გამოყენება კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ ალერგიული რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიის შესამცირებლად, რაც შეიძლება აღმოცენდეს არაქისთან ექსპოზიციით.[92]Borne GE, Daniel CP, Wagner MJ, et al. Palforzia for peanut allergy: a narrative review and update on a novel immunotherapy. Cureus. 2023 Dec 13;15(12):e50485. https://www.cureus.com/articles/207548-palforzia-for-peanut-allergy-a-narrative-review-and-update-on-a-novel-immunotherapy#! http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38222206?tool=bestpractice.com იხილე Food allergy დამატებითი ინფორმაციისათვის
იმუნოგლობულინი E-ის გაშუალებით განპირობებული ანაფილაქსიის მქონე პაციენტთან, წამლის მიმართ დროებითი ამტანობის გასაზრდელად, შეიძლება გამოვიყენოთ მედიკამენტური დესენსიბილიზაცია, თუ ანაფილაქსიის გამომწვევი მედიკამენტი პაციენტისთვის საჭიროა, სხვა ეფექტური ალტერნატიული სამკურნალო საშუალება კი ხელმისაწვდომი არ არის.[12]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis - a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com [85]Muraro A, Roberts G, Worm M, et al. Anaphylaxis: guidelines from the European Academy of Allergy and Clinical Immunology. Allergy. 2014 Jun 9;69(8):1026-45. https://www.doi.org/10.1111/all.12437 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24909803?tool=bestpractice.com მედიკამენტის მიმართ დესენსიტიზაცია უნდა გააკეთოს გამოცდილმა კლინიცისტმა, შესაბამის პირობებში.
ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა ულტრაბგერითი კონტროლით მარჯვენა შიდა საუღლე ვენაში, სელდინგერის ჩადგმის მეთოდის გამოყენებით.
როგორ შევიყვანოთ პერიფერიული ვენური კანულა ხელში.
როგორ ავირჩიოთ სწორი ზომის ცხვირ-ხახის სასუნთქი გზები და ჩავდგათ უსაფრთხოდ.
როგორ განვსაზღვროთ ზომა და ჩავდგათ ოროფარინგეალური სასუნთქი გზები.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას