ეპიდემიოლოგია

ანაფილაქსიის ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის და მისი სავარაუდო მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან კვლევის დეფინიციები და კრიტერიუმები ხშირად განსხვავებულია.[1][6][7]

აშშ-ის და ევროპული კვლევების მიხედვით სიცოცხლის განმავლობაში ანაფილაქსიის მოსალოდნელი პრევალენტობა 1.6%-დან 5.1%-მდე მერყეობს, ინციდენტობა კი 100,000 მოსახლეზე წელიწადში 42-ია.[8][9][10][11][12] ეს სავარაუდო ციფრები პოპულაციების, იდენტიფიცირების მეთოდის და დასაქმებულთა კლასიფიცირების მიხედვით განსხვავებულია. სპეციფიკური ალერგენის მიხედვით ინციდენტობა და პრევალენტობა განსხვავებულია.

საკვებისმიერი ალერგიული ანაფილაქსიური რეაქციების ინციდენტობა ყველაზე მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში.[13] ბავშვებს შორის საკვებისმიერი ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება ინდუსტრიულ სამყაროში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში, სავარაუდოდ პროცესირებულ საკვებზე გაძლიერებული ექსპოზიციის გამო. საკვებისმიერი ალერგია ორივე სქესში თანაბრად გვხვდება.[14] ჰონგ კონგში დაფიქსირებულია ანაფილაქსიის მცირედ მომატებული სიხშირე მამაკაცებს შორის[15] ხოლო ავსტრალიაში მომატებულ სიხშირეს ქალებში აღნიშნავენ.[16] ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში საკვებისმიერი ანაფილაქსია წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ანაფილაქსიური შემთხვევების მომართვიანობის 1/3-ს.[17]

მედიკამენტები, კერძოდ პენიცილინი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ხშირად იწვევს ანაფილაქსიას ზრდასრულებში.[18][19][20]

ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიის განვითარების რისკი დაბალია. ვაქცინების უასფრთხოობის მონაცემთა ბაზის მიმოხილვის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიის რისკი ყოველ მილიონ დოზაზე 1.31-ს უტოლდება.[21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას