პროგნოზი
ანაფილაქსიის ხელახალი განვითარება
განმეორებითი ანაფილაქსიის რისკი უფრო მაღალია ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტებში.[53] თუმცა, წინა რეაქციის სიმძიმე აუცილებლად არ ასახავს შემდგომი რეაქციის სიმძიმეს.[39] პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წარმატებულია იმუნოთერაპია, რამდენად ხერხდება ალერგენისგან თავის არიდება და ადრენალინის (ეპინეფრინის) აუტოინექტორის თან ტარება.
გულის გაჩერება ანაფილაქსიის გამო
თუ დიაგნოზი ადრეულად დადგინდა და სწორი მკურნალობა დროულად დაიწყო, გამოსავალი გულის გაჩერების მქონე პაციენტებში შეიძლება უკეთესი იყოს. თუმცა, თავის ტვინის არასაკმარისი პერფუზიის გამო შესაძლებელია მძიმე ნარჩენი მოვლენების განვითარება. პროგნოზი დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებსა და პაციენტის ასაკზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას