Videos

ნაზოფარინგული სასუნთქი მილი: ანიმაციური გზამკვლევი

როგორ ავირჩიოთ სწორი ზომის ცხვირ-ხახის სასუნთქი გზები და ჩავდგათ უსაფრთხოდ.

საჭირო ხელსაწყოები

  • პირადი დაცვის საშუალებები, მათ შორის ხელთათმანები

  • ამბუ

  • ჟანგბადი

  • ტომარა, რომელიც მიმაგრებულია ამბუზე

  • ამოქაჩვა

  • ნაზოფარინგული სასუნთქი მილი

  • რეანიმაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ნაზოფარინგული სასუნთქი მილი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი თავის ქალის ფუძის მოტეხილობაზე. თავის ქალის ფუძის მოტეხილობის დროს ნაზოფარინგული მილი იშვიათად შეიძლება მოხვდეს მოტეხილობაში და შევიდეს თავის ქალაში.

ზემო სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია ამბუთი ვენტილაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა.

ჩვენებები

  • სუნთქვის უკმარისობა

  • წარუმატებელი ინტუბაცია.

ნაზოფარინგული სასუნთქი გზა კარგი გამოსავალია როცა პაციენტის ცნობიერება შენახულია და ოროფარინგული გზა ვერ გამოიყენება, მაგრამ საჭიროებს დახმარებას ღია სასუნთქი გზების შესანარჩუნებლად. ნაზოფარინგული მეთოდი ასევე გამოიყენება როცა სხვა მეთოდები უკუნაჩვენებია, მაგ. პირის ღრუს ობსტრუქცია უცხო სხეულის გამო.

გართულებები

  • ცხვირის ტრავმა

  • თავის ქალაში პენეტრაცია ფუძის მოტეხილობის დროს.

შემდგომი მოვლა

შეხედეთ, მოუსმინეთ და შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამტარობა და ვენტილაციის ადეკვატურობა. შეიძლება საჭირო იყოს სასუნთქი გზების მარტივი მანევრების შესრულება.

განაგრძეთ რეანიმაცია ABCDE პრინციპებითა და გაიდლაინებით.

თუ პაციენტს კვლავ დასჭირდება რეანიმაცია, ჩაანაცვლეთ ნაზოფარინგული მილი და ნიღბით ვენტილაცია უფრო დეფინიციური სასუნთქი გზით და ვენტილაციით. კომპლექსური სასუნთქი გზის ხელსაწყო საშუალებას აძლევს გულმკერდის კომპრესიას განხორციელდეს მუდმივად ვენტილაციის დროს, შეჩერების გარეშე. სპონტანური ცირკულაციის დაბრუნების შემთხვევაში პაციენტების უმეტესობა კვლავ კომაშია და საჭიროებს ტრაქეის ინტუბირებას და მექანიკურ ვენტილაციას.[75]