ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი ფაქტორებია ანამნეზში ატოპიური დაავადება ან ასთმა, ექსპოზიცია გავრცელებულ მასენსიბილიზებელთან (მაგ. ლატექსთან) და ანაფილაქსიური რეაქცია წარსულში.

მწვავე დაწყება

ექსპოზიციის შემდგომ იწყება წუთებში, მაქსიმუმ 1 საათში.

შესაძლოა ჰქონდეს ერთფაზიანი მიმდინარეობა, ამასთან, სიმპტომები ლაგდება მკურნალობიდან რამდენიმე საათის ფარგლებში, ხოლო გამომწვევთან ხელახალი ექსპოზიციის შემდეგ რეციდივი არ ვითარდება. შემთხვევათა 5-20%-თან ეპიზოდები ორფაზიანი მიმდინარეობისაა, რაც გულისხმობს სიმპტომების რეციდივს თავდაპირველი ეპიზოდის შემდეგ.[15][63]

ურტიკარია

ცნობილია ნაჭინჭრის სახელით. ხშირი სიმპტომია უფერული, ზედაპირიდან წამოწეული, პალპირებადი ბურცები, რომელიც შეიძლება იყოს წრფივი, წრიული ან რკალისებრი (კლაკნილი). გვხვდება კანის ნებისმიერ ზედაპირზე და, როგორც წესი, არის გარდამავალი და მიგრირებადი ხასიათის.

ანგიოედემა

წარმოადგენს დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებას, რომელსაც ახასიათებს შემოფარგლული შეშუპება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. თუ შეშუპება სასუნთქ გზებს ეხება, საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა.

კანის სიწითლე

ანაფილაქსიის გავრცელებული ნიშანია, რომელიც განპირობებულია ვაზოდილატაციით.

უნდა შეგვეძლოს გარჩევა სხვა ისეთი მიზეზებით გამოწვეული კანის სიწითლისგან, როგორებიცაა კარცინოიდული სინდრომი, პოსტმენოპაუზა, ქლორპროპამიდი, ალკოჰოლი, იდიოპათიური სიწითლე, ფარისებრი ჯირკვლის ტვინოვანი შრის კარცინომა და აუტონომიური ეპილეფსია.

ქოშინი

შესაძლოა გამოწვეული იყოს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით ან ალერგენთან ექსპოზიციის პასუხად ქვედა სასუნთქი გზების ბრონქოკონსტრიქციის შედეგად ჰაერის დინების შეფერხებით.

მსტვინავი სუნთქვა

ყველაზე ხშირი მიზეზია სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებაა. მსტვინავი სუნთქვა, გაფართოებული გულმკერდი და დამატებითი კუნთების ჩართულობა, ასევე შვების მოგვრა წინ გადახრით, მიუთითებს ბრონქოკონსტრიქციაზე და საჭიროებს ბრონქოდილატატორებით დაუყოვნებლივ მკურნალობას. პიკ-ფლოუმეტრით შეგვიძლია გამოვავლინოთ ფორსირებული ამოსუნთვის მოცულობის შემცირება.

რინიტი

რინიტი და ორმხრივი კონიუნქტივიტი პროგრესირებადი რესპირატორული ჩართულობის ხშირი ადრეული ნიშანია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ალერგენის გადაყლაპვა

შესაძლოა გამოწვეული იყოს პირდაპირი გადაყლაპვით, თუმცა გვხვდება აეროზოლირებული საკვების ხელით კონტაქტისა და ინჰალაციის შემთხვევებიც.

პრევალენტობა ყველაზე მაღალია ბავშვებში და მცირდება ასაკთან ერთად.[23]

უმეტეს შემთხვევაში რეაქციის გამომწვევი საკვებია: მიწის თხილი, თხილი, თევზი და მოლუსკი. მოსახლეობის კვებითი ქცევა განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის საკვებია ალერგიული რეაქციის გამომწვევი ამა თუ იმ რეგიონში (მაგ. მიწის თხილის მიმართ ალერგია აშშ-ში და სოიოს მიმართ ალერგია ისრაელის ბავშვთა პოპულაციაში).

მრავალმა პაციენტმა არ იცის, რომ აქვს საკვების მიმართ ალერგია, შესაბამისად, მათ საკვებში შეიძლება მოხვდეს ალერგენიც.

ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში საკვებისმიერი ანაფილაქსია წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ანაფილაქსიური შემთხვევების მომართვიანობის 1/3-ს.[17]

მწერის ნაკბენი

ანაფილაქსიური რეაქციის გავრცელებული მიზეზია მსოფლიო მასშტაბით. ზოგიერთი მწერის ნაკბენი, მაგალითად ფუკტრების და კრაზანების, ძალიან ხშირია მთელ მსოფლიოში, ხოლო ზოგიერთი ტიპის ნაკბენი (მაგ. ობობის) გვხვდება კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში.[25]

ქავილი

გამონაყართან ერთად წარმოადგენს ურტიკარიის ადრეულ ნიშანს.

ჩასუნთქვისას სტრიდორი და ხმაურიანი სუნთქვა

ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში ნიშანი; სწრაფად იწვევს ხორხის ფატალურ ობსტრუქციას და ანგიოედემას.[49]


სტრიდორი
სტრიდორი

აუსკულტაციური ხმიანობა: სტრიდორი


ორმხრივი კონიუნქტივიტი

ალერგენთან ექსპოზიციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სიწითლე, ჭარბი ცრემლდენა, სინათლისადმი ჰიპერმგრძნობელობა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების შესიება და ქავილი.

როგორც წესი, ორივე თვალი ერთდროულად ზიანდება. რინიტთან ერთად პროგრესირებადი რესპირატორული ჩართულობის ხშირი ადრეული ნიშანია.

გულისრევა და ღებინება

ასახავს ალერგენის გადაყლაპვას და შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვა გასტროინტესტინურ სიმპტომებს, მაგ. მუცლის სპაზმური ტკივილები ან დიარეა.

მუცლის სპაზმი ან ტკივილი

ხშირად მტკივნეულია; მიუთითებს საკვებისმიერ ალერგენზე და შესაძლოა უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა სიმპტომებს, როგორებიცაა გულისრევა და ღებინება ან დიარეა.

აგზნება/შფოთი

ანაფილაქსია ვლინდება ემოციების კომპლექსური კომბინაციით, რომელიც მოიცავს შიშს, მღელვარებას, ნერვიულობას და დეზორიენტაციას. ამ სიმპტომებს შესაძლოა თან ახლდეს ფიზიკური შეგრძნებები, როგორებიცაა გულის ფრიალი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა. ანაფილაქსიის ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომები ჰიპოტენზიით შეიძლება გაუარესდეს და შეიძლება ადრენალინის (ეპინეფრინის) გამოყენებითაც იყოს გამოწვეული, თუმცა სხვა ალერგიული სიმპტომების შესუსტებასთან ერთად ალაგების ტენდენცია ახასიათებს.

კონფუზია/დიზორიენტაცია

ახასიათებს დეზორიენტაცია დროსა და სივრეში, პიროვნული იდენტობის აღქმის და მეხსიერების დაკარგვა. კონფუზია/დეზორიენტაცია ჰიპოტენზიით შეიძლება გაუარესდეს და შეიძლება ადრენალინის (ეპინეფრინის) გამოყენებითაც იყოს გამოწვეული, თუმცა სხვა ალერგიული სიმპტომების შესუსტებასთან ერთად ალაგების ტენდენცია ახასიათებს.

ტაქიკარდია

ხშირად დაკავშირებულია ჰიპოტენზიასთან და შესაძლოა მიუთითებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსზე. პულსი ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ სხივის არტერიის პალპაციით შეიძლება გულისცემა არ შეიგრძნობოდეს. ამიტომ ხშირია გულისცემის სიხშირის არასათანადო შეფასება და, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის არასაკმარისი აღქმა. გულისცემის ჭეშმარიტი სიხშირე ფიქსირდება ეკგ მონიტორით.

თავბრუსხვევა

პაციენტები მდგომარეობის აღწერისას ხშირად იყენებენ სიტყვებს, როგორებიცაა გულის წასვლის შეგრძნება, ბარბაცი, გაბრუება, დაბნეულობა, დაუცველობა ან ბუნდოვანება. სამედიცინო ტერმინია პრესინკოპე. ანაფილაქსიამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და, საბოლოო ჯამში, სინკოპე. ამ პროცესს განაპირობებს ჰიპოტენზია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვშიდა სითხის გადასვლით უჯრედშორის სითხეში, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან გამოთავისუფლებული ვაზოაქტიური ნივთიერებების მოქმედებით.

სინკოპე

ახასიათებს ცნობიერების დროებითი დაკარგვა და წაბარბაცება, ხშირად აღწერენ, როგორც გულის წასვლას. ამ მდგომარეობის მიზეზი, როგორც წესი, არის სისხლის არასაკმარისი დინება თავის ტვინში. ანაფილაქსიამ შესაძლოა გამოიწვიოს სინკოპე. ამ პროცესს განაპირობებს ჰიპოტენზია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვშიდა სითხის გადასვლით უჯრედშორის სითხეში, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან გამოთავისუფლებული ვაზოაქტიური ნივთიერებების მოქმედებით.

განწირულობის შეგრძნება (angor animi)

აღწერს ადამიანის განცდას, თითქოს ისინი ნამდვილად კვდებიან. თუმცა, ეს სიმპტომი უფრო ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი, მაგ. ანგინა, ინსპირაციული სტრიდორი, დისპნოე. გულის წასვლის შეგრძნება და თავბრუსხვევა შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზიისა და მძიმე ალერგიული რეაქციების შედეგად განვითარებული სტრესის შედეგად.

იშვიათი

ბოლოდროინდელი ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ანაფილაქსიის მიზეზი გახლავთ ვარჯიში, რომელიც, როგორც წესი, ალერგენის გადაყლაპვის შემდეგ 2-4 საათის ფარგლებში ვითარდება.[17] თავდაპირველი სიმპტომებია: დიფუზური სითბოს შეგრძნება, ქავილი, ერითემა და ურტიკარია. ასევე ხშირია დაავადების პროგრესირება, რომლის შედეგადაც ვითარდება ანგიოედემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, დაღლილობა, ხორხის შეშუპება და/ან სისხლძარღვების კოლაფსი.

ამ ტიპის ანაფილაქსიური რეაქციის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტი (მაგ. ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატი [NSAIDs]) და საკვების მიღება (ხორბალი, მოლუსკი, ნიახური და სხვა) ფიზიკური დატვირთვის წინ ან მის შემდეგ. შესაბამისად, წინასწარგანწყობის მქონე პირებმა საკვების მიღების შემდეგ (პოსტპრანდიალურად) ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავონ. ასეთ პაციენტებში უფრო ხშირია ატოპიური დაავადება.

სიცხესთან ან სიცივესთან ექსპოზიცია

სიცივით განპირობებული ურტიკარია შესაძლოა გართულდეს ანაფილაქსიით.[64] სისტემური სიმპტომები, იშვიათად მძიმე ხასიათის, შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი ექსპოზიციის შემდგომ, მაგ. ცივ წყალში ყოფნის შედეგად.[65]

პაციენტებმა უნდა შეისწავლონ, თუ როგონ დაიცვან თავი ტემპერატურის უეცარ ცვლილებასთან ექსპოზიციისგან.

ჰიპოტენზია

ვაზოდილატაცია იწვევს შედარებით ჰიპოვოლემიასა და მძიმე ჰიპოტენზიას, რაც ანაფილაქსიის კარდინალური კლინიკური მახასიათებელია.[51] კაპილარების გაძლიერებული განვლადობა იწვევს სითხის გადასვლას უჯრედგარე სივრცეში, რაც ხელს უწყობს ჰიპოტენზიის განვითრებას.

ბრადიკარდია

ზოგჯერ ვითარდება დანიშნული კარდიოლოგიური მედიკამენტების მოქმედების შედეგად, როგორებიცაა ბეტა-ბლოკერები. ასეთ პაციენტებში, კოლაფსის განვითრების რისკის გამო, თავიდან უდნა ავირიდოთ პოზიციის უეცარი ცვლილება.[50]

გულის გაჩერება

სისხლის ნორმალური მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა ან სასიცოცხლო ორგანოების ეფექტური პერფუზიის არარსებობა. დიაგნოზი დგინდება, როდესაც პულსი არ არის. პაციენტი ამ დროს არ რეაგირებს და აჩერებს სუნთქვას, ხოლო კანს კი მუქი შეფერილობა აქვს.

დიარეა

ალერგენის გადაყლაპვის შედეგად შეიძლება თან ახლდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა სიმპტომებს, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

მხედველობის დარღვევები

იშვიათია მოვლენაა, რომელსაც იწვევს ანაფილაქსიური შოკი, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ორივე ლატერალური მუხლისებრი სხეულის იზოლირებული იშემიით. ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგენი ანტიბიოტიკია. აღრიცხულია მხედველობის ველის დაკარგვის შემთხვევაც, რომელიც ნორმას დაუბრუნდა 7 კვირის შემდეგ.[66]

ტრემორი

როგორც კატექოლამინების, ისე ადრენალინის (ეპინეფრინის) ენდოგენურმა შეყვანამ პირველადი პასუხის სახით შესაძლოა გამოიწვიოს ტრემორი და ნერვიულობა.

გულყრები

ნევროლოგიური გამოვლინება, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა შეგვხვდეს გულყრის სახით.

რისკფაქტორები

ძლიერი

<30 წლამდე: საკვებთან ასოცირებული, ვარჯიშით ინდუცირებული

საკვებთან ასოცირებული, ვარჯიშით ინდუცირებული ანაფილაქსია უფრო ხშირია ახალგაზრდებში.[17]

ატოპია/ასთმა

ატოპია საკვებისმიერი ანაფილაქსიის რისფაქტორია და დაკავშირებულია სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების მომატებულ რისკთან.[35][36]

ასთმა ანაფილაქსიის რისკფაქტორია; უფრო მძიმე ასთმა ზრდის ანაფილაქსიის რისკს.[1][37]​​

ანაფილაქსიის ანამნეზი

განმეორებითი ანაფილაქსიის რისკი უფრო მაღალია ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტებში.[23]​​[38] თუმცა, წინა რეაქციის სიმძიმე აუცილებლად არ განაპირობებს შემდგომი რეაქციის სიმძიმეს.[39]

ხშირი ექსპოზიცია ალერგენზე (მაგ. ლატექსი)

ლატექსზე ექსპოზიციის გამო, ლატექსის მიმართ სენსიტიურობა ხშირია სამედიცინო პერსონალში.[40]

სპინა ბიფიდას (ხერხემლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიის) მქონე პაციენტები და პაციენტები, რომელთაც რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ, ლატექსზე ალერგიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.[41][42]

სუსტი

ზრდასრულებში: საკვებთან, შხამთან და მედიკამენტთან დაკავშირებული

ზრდასრულებში მოლუსკების მიღებისას განვითარებული რეაქცია ყველაზე ხშირია საკვებთან ასოცირებულ მიზეზებს შორის.[30]

საკვებისმიერი ანაფილაქსიის დიაგნოზის მქონე 1598 ზრდასრულ პაციენტს შორის (ასაკი ≥15 წ) ორი მესამედი იყო ქალი (n=978).[31] საკვებისმიერი ანაფილაქსია ყველაზე ხშირია 25-34 წლის ადამიანებში (n=361), ყველაზე იშვიათია ხანდაზმულებში (ასაკი ≥65 წ).

შხამთან ასოცირებული, ფატალური ანაფილაქსია მეტწილად გვხვდება ზრდასრულ მამაკაცებში, 50-60 წლის ასაკში.[32][33]

მედიკამენტები, განსაკუთრებით პენიცილინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), ანაფილაქსიის ხშირი მიზეზია მოზრდილებში.​[18][19][20][34]

მდედრობითი სქესი.

საკვებთან ასოცირებული, ვარჯიშით გამოწვეული ანაფილაქსია უფრო ხშირია ქალებში.[17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას