დიფერენციული დიაგნოზები
სეპტიკური შოკი
ნიშნები / სიმპტომები
წარსულში ალერგიული რეაქციების არარსებობა, ალერგენთან ექსპოზიციის არარსებობა, სიმპტომების ნელი განვითარება, ცხელება და ლოკალიზებული ინფექციის სხვა ნიშნები ხშირად გვაძლევს საშუალებას, განვასხვავოთ სეპტიკური შოკი ანაფილაქსიისგან.
კვლევები
ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა და გაზრდილი ტემპერატურა.
ფილტვის ინფლტრატის არსებობა გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე მიუთითებს პნევმონიაზე, როგორც ინფექციის წყაროზე.
კარდიოგენული შოკი
ნიშნები / სიმპტომები
დიფერენცირებისთვის მნიშვნელოვანი ნიშნებია: ასაკი, კორონარული არტერიების დაავდების რისკფაქტორები, ანგინის ეპიზოდები წარსულში, ანამნეზში ალერგიის არარსებობა, ალერგენთან ექსპოზიციის თვალსაჩინოების არარსებობა, გულის ტიპური ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ტკივილი გულმკერდის არეში ფიზიკური დატვირთვის შედეგად). მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები, რიგ შემთხვევებში, იწვევენ კარდიოლოგიურ მოვლენებს.
კვლევები
კარდიალური ფერმენტების (კრეატინ კინაზას და ტროპონინის) მატება. ეკგ-ზე შესაძლოა გამოვლინდეს მიოკარდიუმის იშემიის ნიშნები (ST სეგმენტების ელევაცია ან შებრუნებული T კბილი). გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე, ზოგჯერ, ვლინდება გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები (მაგ. ფილტვის შეშუპება, გულის სილუეტის ცვლილებები).
ჰიპოვოლემიური შოკი
ნიშნები / სიმპტომები
წყლის ან სითხის კარგვა ხდება მზესთან ექსპოზიციის, ძლიერი ოფლიანობის, სიხლის მნიშვნელოვანი დაკარგვის, ღებინებისა და დიარეის დროს. პაციენტები უჩივიან წყურვილს და შარდის გამოყოფის შემცირებას. ანაფილაქსია ჰიპოვოლემიური შოკის ფორმაა, რომელიც განპირობებულია სისხლძაღვშიდა სითხის გადაადგილებით. დიფერენცირებისთვის საჭიროა ჰიპოვოლემიის ალტერნატიული დიაგნოზის დადასტურება.
კვლევები
სისხლის დაკარგვას ასახავს ჰემატოკრიტის ვარდნა.
შრატში შარდოვანა/კრეატინინის >20 თანაფარდობა სითხის მოცულობის შემცირებაზე მიუთითებს.
ვაზოვაგალური რეაქცია
ნიშნები / სიმპტომები
დამახასიათებელი ნიშანია ჰიპოტენზია, სიფერმკრთალე, სისუსტე, გულისრევა, ღებინება და ჭარბი ოფლიანობა. ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია უეცარი გამოვლინება, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და ცნობიერების დაქვეითება.
მას ანაფილაქსიისგან განვასხვავებთ შემდეგი ფაქტორების საფუძველზე: არ ახასიათებს გამოვლინებები კანზე, ანამნეზში არ იკვეთება ალერგია, ტაქიკარდიის მაგივრად ვლინდება ბრადიკარდია, თუმცა შეიძლება ამ უკანასკნელი ორი ნიშნიდან არცერთი არ შეგვხვდეს ან შეგვიყვანოს შეცდომაში.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
ასთმა
ნიშნები / სიმპტომები
დიფერენცირებაში გვეხმარება ალერგენთან ექსპოზიციის მოვლენის არარსებობა, ასევე გამოვლინებების არარსებობა კანზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემაში. ანაფილაქსიისგან განსასხვავებლად ასევე მნიშვნელოვანია წარსულში ასთმის ეპიზოდების დადასტურება/უარყოფა. სიმპტომების სწრაფი გამოვლინება მიუთითებს ანაფილაქსიაზე, ამიტომ, ასეთ დროს, სულ მცირე საჭიროა რეფერალი სამედიცინო მომსახურების უფრო მაღალ საფეხურზე.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
პოხიერი უჯრედების აქტივაციის სინდრომი (MCAS)
ნიშნები / სიმპტომები
დიფერენცირებაში გვეხმარება ალერგენთან ექსპოზიციის არარსებობა, ასევე გამოვლინებების არარსებობა კანზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემაში. ანაფილაქსიისგან განსასხვავებლად ასევე მნიშვნელოვანია ანამნეზში ფილტვის ქრონიკული დაავადების არსებობა.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
ფქოდ-ის გამწვავება
ნიშნები / სიმპტომები
დიფერენცირებაში გვეხმარება ალერგენთან ექსპოზიციის არარსებობა, ასევე გამოვლინებების არარსებობა კანზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემაში. ანაფილაქსიისგან განსასხვავებლად ასევე მნიშვნელოვანია ანამნეზში ფილტვის ქრონიკული დაავადების არსებობა.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
თანდაყოლილი ანგიოედემა
ნიშნები / სიმპტომები
დამახასიათბელია კანის, ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა ქსოვილის ნელა მზარდი ანგიოედემის მორეციდივე ეპიზოდები. ანაფილაქსიისგან განსხვავებით, არ გვხვდება ურტიკარია, ჰიპოტენზია ან ალერგენთან ექსპოზიციის ფაქტი. ოჯახური ანამნეზი დადებითია.
კვლევები
C1 ესთერაზას ინჰიბიტორი ფერმენტის ნაკლებობა ან არასაკმარისი აქტივობა.
შრატში დაბალია კომპლემენტი C4-ისა და CH50-ის დონე.
ხმის იოგების დისფუნქციის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
არ ვლინდება კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნიშნები, ჰიპოტენზია და ალერგენთან ექსპოზიციის ფაქტი.
კვლევები
ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის მიერ ჩატარებული ხახის ენდოსკოპიით ხორხის შეშუპების ნაცვლად ხმის იოგების მოზიდვა (ადუქცია) გამოვლინდება.
უცხო სხეულის ასპირაცია
ნიშნები / სიმპტომები
დიაგნოზის განმასხვავებელი ფაქტორებია: ალერგენთან ექსპოზიციის არარსებობა, კანის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნიშნების არარსებობა, ანამნეზში უცხო სხეულის ასპირაციის ფაქტი.
კვლევები
უცხო სხეულის ადგილმდებარეობის დასადგენად და დასაფიქსირებლად გმაოიყენება რადიოლოგიური კვლევები და ბრონქოსკოპია. თუ ინჰალირებული სხეული რადიოლოგიურად გაუმჭვირვალეა (მაგ. მცირე ზომის მონეტა), იგი შეიძლება გამოჩნდეს გულმკერდის პირდაპირი რენტგენოგრაფიით.
მონონატრიუმ გლუტამატის გადაყლაპვა
ნიშნები / სიმპტომები
მონონატრიუმ გლუტამატის სიმპტომოკომპლექსი შესაძლოა განვითარდეს მონონატრიუმ გლუტამატთან ექსპოზიციის შედეგად. ვლინდება ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი: წვის შეგრძნება კისრის უკანა ნაწილში, წინა მხარზე და გულმკერდზე; დაბუჟების შეგრძნება კისრის უკანა ნაწილში, რომელიც გადადის მხრებსა და ზურგზე; წიწკნის, სითბოს და სისუსტის შეგრძნება სახეზე, საფეთქლებზე, ზურგზე, კისერსა და მხრებზე; ზეწოლის ან შეკუმშვის შეგრძნება სახეზე; ტკივილი გულმკერდის არეში; თავის ტკივილი; გულისრევა; სწრაფი გულისცემა; ბრონქოსპაზმი; თავბრუსხვევა; და სისუსტე. არ ვითარდება ურტიკარია, ანგიო-ედემა ან ჰიპოტენზია.
კვლევები
შრატში ჰისტამინის და პოხიერი უჯრედების ტრიპტაზას დონე მომატებული არ არის.
კარცინოიდული სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
გასინჯვისას ვლინდება გულის მარჯვენამხრივი შუილი.
კვლევები
შარდის ანალიზზე ვლინდება ჰიდროქსი ინდოლის ძმარმჟავას მომატებული დონე.
პოსტმენოპაუზური წამოხურება
ნიშნები / სიმპტომები
წამოხურება ვითარდება დღეში რამდენჯერმე და გრძელდება 4-5 წუთის განმავლობაში. არ ახასიათებს სასუნთქი გზების სიმპტომები და ჰიპოტენზია.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
წითელი კაცის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, ვითარდება ვანკომიცინის ინფუზიის დაწყებიდან 4-10 წუთის შემდეგ, ან ინფუზიის დასრულებიდან მალევე. ახასიათებს სიწითლე და/ან ერითემატოზული გამონაყარი სახზე, კისერსა და ტანის ზედა ნაწილზე. შესაძლოა განვითრდეს ჰიპოტენზია და ანგიო-ედემა, თუმცა იშვიათად.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
პანიკური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ზოგიერთ პაციენტს, სახმო იოგების ძალდატანებითი ადუქციის შედეგად უვითარდება ფუნქციური სტრიდორი; თუმცა, ურტიკარია, ანგიო-ედემა ან ჰიპოტენზია არ აღინიშნება.
კვლევები
განმასხვავებელი კვლევა არ არსებობს.
სკომბროტოქსიკური საკვებისმიერი მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები წააგავს იმუნოგლობულინი E-ის მოქმედებით მიმდინარე საკვებისმიერ ალერგიას, თუმცა ყველაზე მეტად გამოკვეთილია ტანის ზედა ნაწილსა და სახეზე. გვხვდება ერითემატოზული გამონაყარი, მაგრამ არ ვითარდება ურტიკარია. გაივლის მკურნალობის გარეშე, 12 საათის ფარგლებში.
კვლევები
ზღვის პროდუქტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში კანის ტესტი უარყოფითია. საკვებად მიღებული თვზის ჰისტამინის შემცველობა მომატებულია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას