კრიტერიუმები

ანაფილაქსიის დიაგნოსტიკის კლინიკური კრიტერიუმები[6]

ანაფილაქსიაზე შესაძლოა ვიფიქროთ ჩამოთვლილი 3 კრიტერიუმიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  1. მდგომარეობის მწვავე განვითარება (წუთების ან საათების განმავლობაში)

    • კანის, ლორწოვანი ქსოვილის ან ორივეს ჩართულობა (გენერალიზებული "ნაჭინჭრი" [ურტიკარია], ქავილი ან სიწითლე, შესიებული ტუჩები, ენა, ნაქი) და ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 1: სუნთქვის დარღვევა (დისპნოე, მსტვინავი სუნთვა-ბრონქოსპაზმი, სტრიდორი, ამოსუნთვის პიკური ნაკადის შემცირება, ჰიპოქსემია) ან არტერიული წნევის დაქვეითბა ან საბოლოო ორგანოების დისფუნქციის სიმპტომები (ჰიპოტონია/კოლაფსი, სინკოპე, შეუკავებლობა)

  2. შესაძლო გამომწვევ ალერგენთან ექსპოზიციის შემდეგ (წუთების ან საათების ფარგლებში) ჩამოთვლილთაგან 2 ან მეტი სიმპტომის/ნიშნის განვითარება

    • კანის, ლორწოვანი ქსოვილის ან ორივეს ჩართულობა (გენერალიზებული "ნაჭინჭრი" [ურტიკარია], ქავილი ან სიწითლე, შესიებული ტუჩები, ენა, ნაქი)

    • სუნთქვის დარღვევა (დისპნოე, მსტვინავი სუნთქვა-ბრონქოსპაზმი, სტრიდორი, ამოსუნთვის პიკური ნაკადის შემცირება, ჰიპოქსემია)

    • არტერიული წნევის დაქვეითბა ან ორგანოების საბოლოო დისფუნქციის სიმპტომები (ჰიპოტონია/კოლაფსი, სინკოპე, შეუკავებლობა)

    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერსისტენტული სიმპტომები (ე.ი. მუცლის სპაზმური ტკივილი, ღებინება)

  3. არტერიული წნევის დაქვეითება ალერგენის ზემოქმედების შემდეგ (წუთების ან საათების ფარგლებში)

    • სისტოლური არტერიული წნევა <90 მმ.ვწყ.სვ.-ია ან >30%-ით შემცირებულია ბაზისურთან შედარებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას