დიფერენციული დიაგნოზები
მწვავე ბრონქიოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოიწვიოს ხველა და ხიხინი და განაპირობოს სუნთქვის გაძნელება, ასთმით ან მის გარეშე. პრაქტიკაში, მწვავე ვირუსული ბრონქიოლიტის დიფერენცირება ასთმის ვირუსული გამწვავებისგან რთულია.
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით, როგორც წესი, აღენიშნებათ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შესაბამისი სიმპტომები და ნიშნები (მაგ. ხველა, ქოშინი, პლევრალური ტკივილი გულმკერდის არეში, ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი, მიალგია, ცხელება) და ავადმყოფობის სხვა ახსნა არ აქვთ (მაგ. სინუსიტი ან ასთმა).
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრამაზე ფიქსირდება კონსოლიდაცია.
უცხო სხეული/ობსტრუქცია
ნიშნები / სიმპტომები
ობსტრუქციის ადგილის მიხედვით შესაძლოა გამოიწვიოს ლოკალური მსტვინავი სუნთქვა.
ანამნეზში შესაძლოა აღინიშნოს უცხო სხეულით გამოწვეული ასპირაცია.
ბრონქოდილატატორის ფონზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ აღინიშნება.
კვლევები
მიმოხილვითი რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს რენტგენოკონტრასტული უცხო სხეული. სხვაგვარად, გულმკერდის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შესაძლოა მიანიშნოს ენდოლუმინალურ (სანათურის) ობსტრუქციაზე.
ფიბროოპტიკური ბრონქოსკოპია სასუნთქ გზებში უცხო სხეულის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დამადასტურებელი კვლევაა.
სახმო იოგების დისფუნქცია
ნიშნები / სიმპტომები
რთულია დიაგნოსტირება.
შესაძლოა აღინიშნოს ასთმისგან დამოუკიდებლად ან ერთდროულად მასთან ერთად.
უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალბატონებში.
მსტვინავი სუნთქვა უფრო ხშირად გამოხატულია კისრის არეში.
სიმპტომების გამოვლენა შესაძლოა დააჩქაროს სტრესმა და პაციენტებმა უფრო ცუდად იგრძნონ თავი ბრონქოდილატატორების გამოყენებისას, რადგან ისინი აძლიერებს შფოთვას.
ხშირია ინსპირატორული მსტვინავი სუნთქვა.
კვლევები
ვიდეოლარინგოსტრობოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს სახმო იოგების პარადოქსული მოძრაობა.
დამახასიათებელი კლასიკური სურათია სახმო იოგების წინა ორი მესამედის მოზიდვა უკანა რომბისებრი ნაპრალით. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ჩასუნთქვისას, მაგრამ შესაძლოა აღინიშნოს სუნთქვის მთელი ციკლის განმავლობაში და ასევე ნაკად- მოცულობის მრუდზე შესუნთქვის ნაწილის გაბრტყელებით.
გულის უკმარისობა
ნიშნები / სიმპტომები
მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის ანამნეზი გულის უკმარისობის ნიშნებითა და სიმპტომებით, რაც მოიცავს ფილტვების აუსკულტაციით ხიხინს და აგრეთვე პერიფერიული შეშუპების არსებობას.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ფილტვის შეშუპების არსებობა ექიმს ეხმარება სიმპტომების კარდიული მიზეზების ძიებაში.
ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP) შესაძლოა დაგვეხმაროს კარდიული მიზეზის გამორიცხვაში, თუ მისი მაჩვენებელი <100 ნანოგრამი/ლ (100 პიკოგრამი/მლ).[50]
ანაფილაქსია
ნიშნები / სიმპტომები
უფრო მეტად გამოხატულია სტრიდორი, ვიდრე მსტვინავი სუნთქვა.
ანაფილაქსიისთვის აუცილებელია ანამეზში გარემო ფაქტორების ექსპოზიცია შესაძლო სტიმულთან.
კვლევები
დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის არ არსებობს ტესტები.
ემფიზემა/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში თამბაქოს მოხმარება, რაც ჩვეულებრივ აღემატება 20 კოლოფს/წელიწადში.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) და ასთმის გამწვავება კლინიკურად ერთმანეთის მსგავსია. ხველა, ქოშინი და მსტვინავი სუნთქვა დამახასიათებელი სიმპტომებია.
ასთმის მქონე პაციენტებს უფრო შესაძლებელია ჰქონდეთ გულმკერდის სიმპტომები ეპიზოდურად, ღამის საათებში და ალერგიულ ტრიგერებთან ექსპოზიციის შემდეგ განვითარებული გულმკერდის სიმპტომები.
პაციენტებს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით უფრო ხშირად ახასიათებთ ხველა დილის საათებში, ყოველდღიურად, ლორწოს პროდუქციით და დღის განმავლობაში გულმკერდის პერსისტენტული სიმპტომები.
კვლევები
ასთმით დაავადებულ პაციენტებს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირებთან შედარებით, ფილტვის ფუნქციის კვლევებით უფრო ხშირად უვლინდებათ ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა და შექცევადობა.
კარცინოიდული სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰიპერემიასთან, დიარეასა ან გულის მარჯვენა ნახევრის უკმარისობასთან.
კვლევები
პაციენტების სისხლის შრატში მკვეთად არის მომატებული სეროტონინის ან მისი მეტაბოლიტების დონე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავა.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
ფილტვის ემბოლიის დროს იშვიათია მსტვინავი სუნთქვის არსებობა, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე მცირე ზომის ემბოლიის შემთხვევაში.
სადიფერენციაციო ნიშანია ტკივილი გულმკერდის არეში.
ანამნეზში ფილტვის ემბოლიის (PE) რისკფაქტორები, მათ შორის იმობილიზაცია, წარსულში ღრმა ვენის თრომბოზი/PE, ან კიბო, პაციენტებთან უეცრად განვითარებული ქოშინით, უნდა ჩატარდეს დამატებითი ტესტირება PE-ზე.
კვლევები
თუ უელსის ან ჟენევის შკალით ალბათობის დაბალი ქულაა D-დიმერის უარყოფით ანალიზთან ერთად, შეიძლება გამორიცხოს ეს დიაგნოზი.
თუ არსებობს კლინიკური ეჭვი, შეიძლება ჩატარდეს ფილტვის CT ანგიოგრამა ან ვენტილაციურ-პერფუზიული სკანირება.
ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი (ABPA)
ნიშნები / სიმპტომები
გვხვდება ასთმით დაავადებულთა უმცირესობაში (პრაქტიკაში 1%-დან 2%-მდე).
ასთმის ან ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი (ABPA) ჰიპერსენსეტიურობის რეაქციაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოობსტრუქცია, ლორწოს პროდუქცია და მსტვინავი სუნთქვა.
დიფერენციული სიმპტომებია: ცხელება, ჰემოფთიზი და ამოხველება ყავისფერი ლოწროვანი "საცობებით".
კვლევები
გულმკერდის რადიოგრაფიამ შესაძლოა აჩვენოს ფილტვის ინფილტრატები ან ბრონქოექტაზიის ნიშნები.
ვლინდება კანის რეაქტიულობის დადებითი ტესტი ან შრატში Aspergillus ანტისხეულების არსებობა.
შრატში IgE მაჩვენებელი, როგორც წესი >1000 ნანოგრამი/მლ და ძირითადად აღინიშნება პერიფერული სისხლის ეოზინოფილია >500/მმ^3.[51]
პნევმოთორაქსი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა გამოვლინდეს ასთმის გამწვავების მსგავსი სიმპტომებით.
ქოშინი და გულმკერდის შებოჭილობა პნევმოთორაქსის ხშირი სიმპტომებია.
კვლევები
კლინიკური ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პნევმოთორაქსის შესაფასებლად შესაძლოა ჩატარდეს გულმკერდის რადიოგრაფია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას