ახალი ტიპის მკურნალობა

ფარმაკოგენომური თერაპია

ასთმის მომავალი მკურნალობა შესაძლოა მიმართული იყოს პაციენტების გენოტიპისკენ, პოტენციურ მკურნალობასთან ერთად, რომლის სამიზნე იქნება ბეტა-2 ადრენორეცეპტორი და ლეიკოტრიენი C4 სინთაზას პოლიმორფიზმი.[78]

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების ერთდროულად გამოყენება მსუბუქი გამწვავებების დროს

ახალი მტკიცებულებებით, ასთმის მსუბუქი ფორმის გამწვავების მართვისას შეიძლება სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდისა და ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტის ერთდროულად დანიშვნას. ამგვარი ეფექტი შესაძლოა აღინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როცა არ ინიშნება სისტემური კორტიკოსტეროდი. სარგებელი უფრო მეტად არის გამოხატული იმ პაციენტებთან, რომელთაც ადრე არ გამოუყენებიათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი. სისტემური კორტიკოსტეროიდების ფონზე სიანჰალაციო კორტიკოსტეროიდების როლი კარგად არ არის შესწავლილი.[79] პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ICS-ს, დოზის ტიტრირებამ შეიძლება შეამციროს გამწვავება.​

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტის ერთდროულად დანიშვნა

ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტის დაწყება ICS-თან ერთად უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს ასთმის ჰოსპიტალიზაციას.[80]​​[81]​ ეს კომბინაცია ფართოდ გამოიყენება ასთმის რუტინული მართვისას, როგორც ანთების საწინააღმდეგო შემამსუბუქებელი პრეპარატი, რადგან ის ამცირებს მძიმე გამწვავებების განვითარების რისკს და ორალური კორტიკოსტეროიდების ზეგავლენას, შემამსუბუქებელ ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტთან (SABA) შედარებით. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ICS-ფორმოტეროლს მაღალი დოზის SABA-სთან ურთიერთშესადარი ეფექტურობა და უსაფრთხოება აქვს.[82][83]

ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტი

ასთმის გამწვავების სტანდარტული მკურნალობის სქემაში ლეიკოტრიენის რეცეპტორის პერორალური ანტაგონისტის დამატება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს კლინიკურ გამოსავლებზე და ამჟამიდელი ხელმისაწვდომი მონაცემებით მხარდაჭერილი არ არის ამ ჩვენებით მათი რუტინულად გამოყენება.[84] [ Cochrane Clinical Answers logo ] ინტრავენური ფორმები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კვლევებს მიღმა, თუმცა დაფიქსირებული შედეგები იმედისმომცემია. მაგალითად, ინტრავენური მონტელუკასტის დამატებამ სტანდარტულ თერაპიასთან ერთად აჩვენა სწრაფი ბრონქოდილატაციური ეფექტი (10 წუთში).[85]

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები

ამასთან, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორით (PPI) მკურნალობა იწვევს დილის პიკ-ფლუმეტრიის მაჩვენებლების მცირე, თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. აღნიშნული სავარაუდოდ, კლინიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ასთმის მართვის პროცესში მოხდეს ამგვარი მკურნალობის ემპირიულად გამოყენება.[86]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას