მონიტორინგი
პაციენტებს, ასთმის მძიმე ფორმის გამწვავებით, გამწვავებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა აღენიშნოთ სასუნთქი გზების ლაბილური ობსტრუქცია. ასევე ხშირია ღამის სიმპტომები და მდგომარეობის გაუარესებაც. პაციენტის საავადმყოფოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკურ დასკვნას. პიკ-ფლოუს შეფასება შესაძლოა დამხმარე იყოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, პიკ-ფლოუს მაჩვენებლით- სავარაუდოს 40%-ზე ნაკლები, რაც მიუთითებს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე.[62] პაციენტებს, პიკ-ფლოუს ნორმალური( >70%-ზე) მაჩვენებლით შეუძლიათ უსაფრთხოდ ჩაიტარონ ბინაზე მკურნალობა.
პაციენტებმა შემდგომი მეთვალყურეობისთვის უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ექიმს ან პულმონოლოგს გამწვავებიდან 2-7 დღის განმავლობაში, რათა შეფასდეს ასთმის მართვა, მათ შორის მედიკამენტები, საინჰალაციო ტექნიკისა და ასთმის გაწერილი სამოქმედო გეგმის გამოყენება.[1] საავადმყოფოდან გაწერის კრიტერიუმები სუბიექტურია. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისთვის კრიტიკული ფაქტორებია დოკუმენტირებული ჟანგბადის სატურაციის ნორმალური მაჩვენებლები და რესპირატორული დისტრესის არარსებობა.
როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას