პროგნოზი
აშშ-ში ყოველწლიურად სიკვდილობის დაახლოებით 5000 შემთხვევა ასთმასთან არის დაკავშირებული და მისი უმეტესი ნაწილის პრევენცია მკურნალობითაა შესაძლებელი.[62] გამწვავებების პროგნოზი კარგია სიმპტომების სწრაფი ამოცნობის და სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობის დროს.
ცუდად კონტროლირებადი ასთმის მქონე პაციენტებს აქვთ სასუნთქი გზების ხანგრძლივად მიმდინარე ცვლილებების განვითარების რისკი, რაც შეუქცევადი ხდება დროთა განმავლობაში.
ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკფაქტორები მოიცავს:[1]
ანამნეზში თითქმის ფატალური ასთმა, რომელიც საჭიროებდა ინტუბაციას და მექანიკურ ვენტილაციას
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ასთმის გამო ჰოსპიტალიზაცია ან ვიზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში
პერორალური კორტიკოსტეროიდების ამჟამიდელი მიღება ან სულ ახლახანს შეწყვეტა
ამჟამად მკურნალობა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების გარეშე
ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების ჭარბად გამოყენება, განსაკუთრებით, სალბუტამოლის (ან მისი ეკვივალენტი პრეპარატის) თვეში ერთ ინჰალატორზე მეტის გამოყენება.
ფსიქიატრიული დაავადების ან ფსიქოსოციალური პრობლემების ანამნეზი
ცუდი დამყოლობა ასთმის მედიკამენტურ მკურნალობასა და/ან გაწერილი სამოქმედო გეგმის დაცვაზე ან აღნიშნული გეგმის არქონა
კვებითი ალერგია ასთმით დაავადებულ პაციენტთან
თანმხლები დაავადებები, მათ შორის პნევმონია, დიაბეტი და არითმიები.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ რამდენიმე კვლევაში აჩვენა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებლების შემცირება.[87][88]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას