მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით, მკურნალობის ჯგუფში გამოსავალი უკეთესია, ვიდრე შესადარებელ ჯგუფში.


პოპულაცია: პირები, რომლებმაც ასთმის მძიმე გამწვავების გამო გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართეს

ინტერვენცია: მაგნიუმის სულფატი ინტრავენურად

შედარება: პლაცებო ან მაგნიუმის სულფატის გარეშე

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

ჰოსპიტალიზაცია

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

მაღალია

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (რეანიმაციაში) ჰოსპიტალიზაცია

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ფილტვის ფუნქცია (დრო მკურნალობის შემდეგ გაურკვეველია): ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა FEV1 (პროგნოზირებულის %); პიკური ექსპირატორული ნაკადი (PEF) (პროგნოზირებულის %)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

მაღალია

ფილტვის ფუნქცია (დრო მკურნალობის შემდეგ გაურკვეველია): PEF (ლ/წთ)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ზომიერი

მკურნალობის ხანგრძლივობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

გამეორებითი მომართვიანობა (7 ან 30 დღის განმავლობაში)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ზომიერი

გვერდითი მოვლენები

იხილეთ შენიშვნა ᵃ

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

შენიშვნა:

Cochrane-ის მიმოხილვა, რომელიც ეფუძნება Cochrane-ის ამ კლინიკურ პასუხს (CCA) აღნიშნავს, რომ ჩართული კვლევების მეთოდოლოგიის განსხვავებამ გავლენა მოახდინა მიმომხილველის უნარზე შეეფასებინა გამწვავების სიმძიმემ ან დამატებითმა მედიკამენტებმა, შეცვალა თუ არა ინტრავენური მაგნიუმის სულფატის მკურნალობის ეფექტი.

ᵃ CCA აღნიშნავს, რომ განსხვავებები ასთმის გამწვავების განმარტებასა და მაგნიუმის სულფატის დოზირებაში კვლევებს შორის გავლენას ახდენდა გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი მოვლენები იყო ჰიპერემია, დაღლილობა, გულისრევა და თავის ტკივილი. დამატებითი დეტალებისთვის იხ. CCA.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

    კოქრეინის კლინიკური პასუხები

    Cochrane library logo

    კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

    ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას