მიდგომა

მულტიფორმული ერითემა არის თვითგანკურნებადი. მართვა მიმდინარეობს ჩამოთვლილი სტრატეგიებით:

  • დამხმარე მოვლა ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ეროზიებზე მეორეული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საპრევენციოდ

  • შესაძლო მაპროვოცირებელი ინფექციების მკურნალობა

  • საეჭვო მაპროვოცირებელი მედიკამენტების მოხსნა

  • სუპრესიული თერაპია ანტივირუსული პრეპარატებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით

  • ტოპიკური ან სისტემური კორტიკოსტეროიდები ანთების შესამცირებლად.

მულტიფორმული ერითემის მკურნალობისთვის მტკიცებულებები შეზღუდულია, რეკომენდაციების უმეტესობა ეფუძნება მცირე რეტროსპექტულ შემთხვევათა სერიას ან ექსპერტთა მოსაზრებებს.[41][45]

დამხმარე მკურნალობა

მულტიფორმული ერითემის მსუბუქი ფორმა (ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები ან ამობურცული შეშუპებული პაპულები, სხეულის წარზიდულ ნაწილებზე გავრცელებით, ლორწოვანის ჩართულობის გარეშე და სხეულის სრული ზედაპირის <10%-ზე ნაკლების მოცვით)

  • დაზიანებები უნდა გაიწმინდოს საპნითა და წყლით დღეში ორჯერ. ტოპიკური მალამო უნდა დაედოს ყველა დაზიანებას, რათა კანი დატენიანდეს და შეიქმნას დამცავი ბარიერი. თუ რომელიმე დაზიანება ღიაა, საჭიროა ფრთხილი გაწმენდა და მათი დაფარვა სტერილური საფენებით, რათა თავიდან ავიცილოთ მეორეული ბაქტერიული ინფექცია.

  • გამონაყრით გამოწვეული დისკომფორტისა და ტკივილისათვის შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლების (მაგ. პარაცეტამოლი, ანთების საწინააღმდეგო არასტეორიდული პრეპარატები) დანიშვნა.

მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმა (ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები ან ამობურცული შეშუპებული პაპულები, სხეულის წარზიდულ ნაწილებზე გავრცელებით, + ერთი ან მეტი ლორწოვანი გარსი სხეულის სრული ზედაპირის <10%-ზე ნაკლების მოცვით)

  • ტოპიკური მალამოები, ფრთხილი გაწმენდა და სტერილური საფარი დაგვეხმარება ღია, ეროზიული დაზიანების შემთხვევაში ბაქტერიული სუპერინფექციის პრევენციაში.

  • პირის ღრუს მტკივნეული დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ტოპიკური ლიდოკაინის ხსნარის გამოყენება სავლების სახით, რათა დაამშვიდოს კანი და შესაძლებელი გახდეს სითხისა და საკვების მიღება.

  • მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობით პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება, როგორც წესი, თავად გადადის რემისიაში (სპეციფიკური მკურნალობის გარეშე), მძიმე ფორმის მქონე ზოგიერთ პაციენტს დასჭირდება ინტრავენური გადასხმა თუ პერორალურად სითხის მიღება შეზღუდულია.

  • თუ შარდსადინარი დახშულია ლორწოვანის აცლის გამო, მოშარდვაში პაციენტს დაეხმარება კათეტერიზაცია.

  • პერორალური ტკივილგამაყუჩებლებით შესაძლებელია დისკომფორტის მინიმალიზება.

მაპროვოცირებელი ინფექციების მკურნალობა

მარტივი ჰერპესვირუსი

მიკოპლაზმური პნევმონია

  • ატიპური პნევმონიის მკურნალობის გაიდლაინებში რეკომენდებულია მაკროლიდის ან დოქსიციკლინის ემპირიული გამოყენება გაურთულებელი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ, რათა ატიპური პათოგენებიც გავითვალისწინოთ.[46]​ იხილეთ Mycoplasma pneumoniae ინფექცია (მართვის მიდგომა).

ანთების მკურნალობა

ტოპიკური ან სისტემური კორტიკოსტეროიდები შეიძლება გამოვიყენოთ ანთების შესამცირებლად მულტიფორმული ერითემის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ტოპიკური კორტიკოსტეროიდები სასარგებლოა დაზიანებების ასალაგებლად.[1][2][36]​ შესაძლებელია ასევე პერორალური პრედნიზოლონის გამოყენება. მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეროიდები.

განმეორებითი ეპიზოდების პრევენცია

იმ შემთხვევაში, თუ მარტივი ჰერპესის ვირუსი აღმოჩნდება მულტიფორმული ერითემის მიზეზი, შესაძლებელია ანტივირუსული წამლების დანიშვნა.[45]​ პირის ღრუს ჰერპესის პირველივე ნიშნის გამოვლენისას შეიძლება ვალაციკლოვირის მიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, 1 დღით. თუ სიმპტომები არ კონტროლდება, შეიძლება დაინიშნოს ვალაციკლოვირი ყოველდღიურად, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში. სიმპტომების კონტროლის მიზნით შესაძლებელია დოზის გაორმაგება.[41]​ აციკლოვირი უპირატესია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ თხევადი ფორმულაციის გამოყენება.

პაციენტებს შეიძლება ვურჩიოთ ჰერპესის გარემოში არსებული მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან არიდება, როგორიცაა მზეზე ექსპოზიცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას