შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

23 წლის მამაკაცს ანამნეზში აღენიშნება განმეორებითი ერითემატოზული გამონაყარი კიდურებზე, რომელიც ემთხვევა ტუჩის ჰერპესის ეპიზოდს. ეპიზოდები უფრო და უფრო გახშირდა. თითოეული რეციდივი კიდევ უფრო მძიმდება. პაციენტს გამოუწერეს პერორალური ვალაციკლოვირი 3 კვირის წინ. მედიკამენტი უნდა მიეღო მარტივი ჰერპეს ვირუსის გააქტიურების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე. გასინჯვისას ვლინდება სამიზნისმაგვარი დაზიანებები კიდურებზე და მსუბუქი ჰერპესული დაზიანება ზედა ტუჩზე.

სხვა გამოვლინებები

ლორწოვანი გარსის დაზიანებები შეიძლება შეგვხვდეს პირის ღრუში (60-70%), ცხვირში და გენიტალიებზე. დაზიანებები ზოგჯერ შეიძლება დაკავშირებული იყოს სისტემურ წითელ მგლურასთან (როუველის სინდრომი). მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, გამოვლინებები თვალზე უფრო ხშირად მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმასთან ერთად გვხვდება პროდრომულ პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს მუცლის სპაზმური ტკივილი და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები. იშვიათი შეტყობინებები მიუთითებს, რომ მულტიფორმული ერითემა შესაძლოა გამოვლინდეს აივ-ის ან კიბოს მქონე პაციენტებში.[6][7][8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას