დიფერენციული დიაგნოზები

ურტიკარია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გიგანტური ურტიკარია შეიძლება იყოს რგოლის ფორმის, ცენტრალური ნორმალური უბნით. ამ შემთხვევაში არ გამოვლინდება ცენტრალური ბუშტუკი ან სამიზნისმაგვარი დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ურტიკარია შეიძლება განმეორდეს, დაზიანებები, როგორც წესი, 24 საათში ლაგდება, რაც მულტიფორმული ერითემისთვის დამახასიათებელი არ არის. ურტიკარიის დროს ყოველდღიურად ახალი დაზიანებები ჩნდება, ხოლო მულტიფორმული ერითემის შემთხვევაში გამოვლენიდან 72 საათში ახალი დაზიანებები აღარ შეგვხვდება.[3] როდესაც ურტიკარია წააგავს მულტიფორმული ერითემას (სამიზნისმაგვარი დაზიანებების გამო), მას ეწოდება მულტიფორმული ურტიკარია. აღნიშნული პათოლოგია ვლინდება ბავშვებში და შესაძლოა ჰქონდეს ინფექციური მაპროვოცირებელი ფაქტორი.

დერმატოგრაფიზმი (ურტიკარიული დაზიანებები ზეწოლის შემდეგ) ხშირია ურტიკარიის დროს.

კვლევები

ბიოფსიით განასხვავებთ ანთებითი ინფილტრატის ტიპს.

პოლიმორფული მსუბუქი გამონაყარი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მზეზე ექსპოზიციის შემდეგ, რომელიც ხშირად ვითარდება დისტალურ კიდურებზე. იგი არ ვლინდება არც სამიზნისმაგვარი დაზიანებებით და არც ლორწოვანის ჩართულობით. ხშირია განმეორებითი გამოვლენა ყოველწლიურად, მზეზე ექსპოზიციის შემდეგ.[23]

კვლევები

ბიოფსია დაგეხმარებათ მულტიფორმული ერითემისგან განსხვავებაში.

ფოტოტესტირებით შესაძლებელია ტიპური დაზიანებების გამოწვევა.

მარტივი ჰერპესვირუსული ინფექცია არ ვლინდება.

ქვემწვავე კანის ერითემატოზული მგლურა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფსორიაზის მაგვარი ან ბეჭდისებრი დაზიანებები მზესთან ექსპოზირებულ ადგილებში. მცირე ზომის ბეჭდისებრი დაზიანებები წააგავს მულტიფორმული ერითემის სამიზნის მაგვარ დაზიანებებს.[23][43]

კვლევები

დადებითია ანტი- Ro (ssa) და ანტი-la(ssb) ანტისხეულების მიმართ.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კონტაქტური ალერგენების ზეგავლენით შესაძლებელია მულტიფორმული ერითემის მსგავსი ავადმყოფობის გამოწვევა.

წესით არ უნდა გამოვლინდეს სამიზნისმაგვარი დაზიანებები. ჩართულია ატიპური მიდამოები (არა კიდურები).[29]

კვლევები

ხშირ შემთხვევაში ალერგიის ტესტირება დაგვეხმარება მაპროვოცირებელი ალერგენების გამოვლენაში.

კონტაგიოზური მოლუსკი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კონტაგიოზური მოლუსკის დროს გვხვდება რგოლის ფორმის ფოლაქები, რომელთა ცენტრშიც მოლუსკია (მარგალიტისებრი პაპულები ცენტრალური ჩაღრმავებით). ეს შეიძლებაა წააგავდეს სამიზნისმაგვარ დაზიანებას. ცენტრალური ზონის ფრთხილი ინსპექციით დავინახავთ მარგალიტისებრ პაპულებს, რომლებიც ცენტრში ჩაღრმავებულია. ეს დაგვეხმარება სწორი დიაგნოზის დასადგენად. ამ პათოლოგიის დროს გამონაყარი ქავილთან ასოცირდება და რჩება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც განსხვავებულია მულტიფორმული ერითემის მიმდინარეობისაგან.[44]

კვლევები

დაზიანების "თავის" გახსნით დავინახავთ ხაჭოსებრ თეთრ შიგთავსს მოლუსკის შემთხვევაში, ან სითხეს მულტიფორმული ერითემის ბუშტუკის შემთხვევაში.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერთდებიან და იწვევენ ეპიდერმისის ბუშტუკოვან სურათს, ნეკროზს, აცლას და არ ვლინდება ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები. ჩართულია სხეულის ზედაპირის <10% ნაწილი. შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ლორწოვანს. სტივენს-ჯონსონის სინდრომს ხშირად მედიკამენტი იწვევს.[2][3][4][5]

კვლევები

ბიოფსიით ვლინდება მინიმალური ანთება.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერთდებიან და იწვევენ ეპიდერმისის ბუშტუკოვან სურათს, ნეკროზს, აცლას და არ ვლინდება ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისთვის ტიპურია სხეულის სრული ზედაპირის 30% ან მეტის ჩართულობა, მედიკამენტური ფაქტორები და რამდენიმე ლორწოვანი გარსის მოცვა.[2][3][4][5]

კვლევები

ბიოფსიით ვლინდება მინიმალური ანთება.

სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გადაფარვა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერთდებიან და იწვევენ ეპიდერმისის დაბუშტუკებას, ნეკროზსა და აცლას. ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები არ ვლინდება. ჩართულია სხეულის ზედაპირის 10-30%.[2][3][4][5]

კვლევები

ბიოფსიით ვლინდება მინიმალური ანთება.

კანის NK/T უჯრედული ლიმფომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის დაზიანებები შეიძლება წააგავდეს მულტიფორმულ ერითემას.

კვლევები

განსხვავება შესაძლებელია ბიოფსიითა და გამდინარე ციტომეტრიით.

მეორადი სიფილისი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გაფანტული აქერცლილი პაპულები და ფოლაქები.[16]

კვლევები

პლაზმის სწრაფი რეაგინის ტესტი დადებითია სიფილისზე.

პარანეოპლასტიური პემფიგუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აუტოიმუნური ბუშტუკოვანი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ავთვისებიანი მდგომარეობის არსებობასთან (როგორც წესი, ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებასთან).

კვლევები

ბიოფსიით, გამდინარე ციტომეტრიით და იმუნოფლუორესცენციით ვლინდება ჰისტოლოგიური და იმუნოლოგიური მახასიათებლები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას