ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძლიერი რისკფაქტორებია მულტიფორმული ერითემის ეპიზოდი ანამნეზში და ჰერპესის ან მიკოპლაზმური ინფექცია.

სამიზნისმაგვარი დაზიანებები კიდურებზე

აღნიშნულ დაზიანებას 3 ზონა აქვს (წითელი არშია, ნორმალური ზონა და ცენტრალური ბუშტუკი ან ეროზია), განლაგებულია დისტალურ კიდურებზე და მაღალი ალბათობით მიუთითებს მულტიფორმულ ერითემაზე.[2][3][4][5][Figure caption and citation for the preceding image starts]: სამიზნისმაგვარი დაზიანებები ხელისგულზეNanette Silverberg, MD-ის პირადი კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@307f3da0

მულტიფორმული ერითემის ადრინდელი ეპიზოდი

მულტიფორმული ერითემის განმეორება იშვიათი არ არის იმ პაციენტებში, რომელთაც მარტივ ჰერპესთან დაკავშირებული პათოლოგია აღენიშნებათ.[2][4][5]

ლორწოვანი გარსის ეროზიები

მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმის დროს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სამიზნისმაგვარი დაზიანებები სახეზე და ლორწოვანი ეროზიები ქერქებით, მარტივი ჰერპესვირუსის განმეორებითი ეპიზოდიNanette Silverberg, MD-ის პირადი კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@29e671

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ტარგეტოიდული დაზიანებები

ერითემატოზული პაპულები ნორმალური ზონის გარეშე (2 ზონა), უფრო ხშირად ცენტრიპეტალური გავრცელებით.[2][3][4][5][Figure caption and citation for the preceding image starts]: სამიზნისმაგვარი და ტარგეტოიდული დაზიანებებიNanette Silverberg, MD-ის პირადი კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@145fb2fc

დაზიანებების სწრაფი გამოვლენა

ტიპური გამოვლინება.[2][3][4][5]

თვითგანკურნებადი მიმდინარეობა

პაციენტები იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. დაავადება რემისიაში გადადის სპეციფიკური თერაპიის გარეშე.[2][3][4][5]

დაჯგუფებული ვეზიკულები ერითემატოზულ ფონზე

შეიძლება გამოვლინდეს თუ გამომწვევი ინფექცია მარტივი ჰერპესის ვირუსია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სამიზნისმაგვარი დაზიანებები სახეზე და ლორწოვანი ეროზიები ქერქებით, მარტივი ჰერპესვირუსის განმეორებითი ეპიზოდიNanette Silverberg, MD-ის პირადი კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@100115e8

ხიხინი და/ან მსტვინავი სუნთქვა

მიკოპლაზმური პნევმონიის თავდაპირველ ეტაპზე ფილტვის მონაცემები ნორმაშია, თუმცა შემდგომში ვითარდება ხიხინი და/ან მსტვინავი სუნთქვა.

იშვიათი

წითელი დაფის აპკები

მაღალი ალბათობით მიუთითებს მიკოპლაზმურ პნევმონიაზე.

რისკფაქტორები

ძლიერი

მულტიფორმული ერითემის წინა ეპიზოდი

მიუხედავად იმისა, რომ მულტიფორმული ერითემის ჰიპერმგრძნობელობის ზუსტი მექანიზმი უცნობია, განმეორებითი ეპიზოდი იშვიათი არ არის. შესაბამისად, მდგომარეობის განვითარების ყველაზე ძლიერი რისკფაქტორი მულტიფორმული ერითემის უწინ გადატანილი ეპიზოდებია. რეციდივი დაკავშირებულია მარტივი ჰერპესის ინფექციის რეაქტივაციასთან.[36]

მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექცია

თუ მულტიფორმული ერითემა გვხვდება მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციის ეპიზოდის მქონე პაციენტში, ერითემის სავარაუდო მიზეზი სწორედ ეს ვირუსია. ამის მიუხედავად, მულტიფორმული ერითემა საკმაოდ იშვიათია მარტივი ჰერპესით ინფიცირებულ პირებში და აუცილებელია ადამიანი მიდრეკილი იყოს ერითემის მიმართ.[2][33][34][35]

Mycoplasma pneumonia ინფექცია

ზედა სასუნთქი გზების სიმპტომების, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ან ოტიტის (პომიდვრის ფერი დაფის აპკი) ფონზე განვითარებული მულტიფორმული ერითემა მიუთითებს Micoplasma pneumoniae-ს ინფექციაზე.[2][39]

სუსტი

ზოგიერთი სხვა ინფექცია

მულტიფორმული ერითემის შეტყობინებული სხვა მაპროვოცირებელი ინფექციური აგენტებია: ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, SARS-CoV-2, В ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, გრიპის ვირუსი, აივ, ჰერპეს ზოსტერი, გარდნერელა, ჰისტოპლაზმოზი (თანმხლებ კვანძოვან ერითემასთან ერთად), კოქციდიოიდომიკოზი, კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტი (ცხვრებისა და თხების დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაპოქს ვირუსით და შეიძლება გადაეცეს ადამიანებს) და სიფილისი.[2][7][10]​​[11][12][13][14]​​​​[15][16]​​[37]​​[38]

ლიმფომა

T-უჯრედული ლიმფომა იშვიათად შეიძლება მულტიფორმული ერითემის მსგავსი იყოს.[6] თუმცა, ლიმფომის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მულტიფორმული ერითემა, როგორც დერმატოლოგიური გამოვლინება, თავდაპირველი გამოვლენისას ან მკურნალობისას.

კავასაკის დაავადება

აღრიცხული შემთხვევები მიუთითებს მულტიფორმულ ერითემასა და კავასაკის დაავადებას შორის იშვიათ კავშირზე.[17]

გარკვეული მედიკამენტების გამოყენება

მულტიფორმული ერითემის 10%-ზე ნაკლები შემთხვევის მიზეზად დაფიქსირებულია სამკურნალო საშუალებები, ამიტომ ყველა პაცენტთან აუცილებელია მედიკამენტებთან ექსპოზიციის განხილვა.[2]

მულტიფორმულ ერითემასთან დაკავშირებულია შემდეგი მედიკამენტები: ზოგიერთი ანტიბიოტიკი; დოცეტაქსელი ან პაკლიტაქსელი; იმუნური გამშვები მექანიზმის ინჰიბიტორები; სორაფენიბი; სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF) -ალფა ინჰიბიტორები; მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები; ჰიდროქსიქლოროქინი; ლენალიდომიდი; მეთოტრექსატი; ანტიკონვულსანტები; სტატინები; ბისფოსფონატები; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs); მეტამიზოლი; ორალური კონტრაცეპტივები; იმიქიმოდი; ლიდოკაინი; ტრიკლოკარბანი; ბარიუმის კონტრასტი.[1][18][19][20][21]​​[22][23][24][25][26][27]​ თუმცა, ეს სია არ არის ამომწურავი და თქვენ უნდა შეამოწმოთ მედიკამენტის თაობაზე ინფორმაციის ადგილობრივი წყარო.

ფენილბუტაზონის, ტრიკლოკარბანის, პაკლიტაქსელის და სტატინების ფონზე შესაძლოა განვითარდეს სინათლეზე ექსპოზიციის მიხედვით გავრცელებული დაზიანებები.[22][23]

ერთ შემთხვევის ანგარიშში აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარება სორაფენიბით თერაპიის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ; მკურნალობა შეწყდა და განახლდა 1 თვის შემდეგ, უფრო დაბალი დოზით. თუმცა, პაციენტს სორაფენიბის ერთი დოზის მიღებიდან 3 საათში განუვითარდა ანაფილაქსია.[27]

ვაქცინაციები

დაავადებას შეიძლება ასევე იწვევდეს В ჰეპატიტის, ყვავილის, ჩუტყვავილას, მენინგოკოკის, ადამიანის პაპილომავირუსისა და SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინები.[14][28][40]

ტატუირებები

კონტაქტური ალერგენები იწვევენ მულტიფორმულ ერითემას.[29]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას