ეპიდემიოლოგია

მულტიფორმული ერითემის ინციდენტობა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის მერყეობს 0.01%-დან 1%-მდე.[2]​ ინციდენტობის პიკი აღინიშნება სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლეულში. ის იშვიათია 3 წლამდე ასაკის პაციენტებსა ან 50 წელს გადაცილებულ პირებში. მამაკაცებსა და ქალებს შორის თანაფარდობაა 3:2. მულტიფორმული ერითემა განმეორებითია პაციენტთა სულ მცირე, 30%-ში.[2][4][5]

შემთხვევათა დაახლოებით 90% დაკავშირებულია ინფექციასთან, განსაკუთრებით, მარტივი ჰერპესის ვირუსთან. მედიკამენტებით გამოწვეულია შემთხვევების 10%-ზე ნაკლები.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას